in

სამშენებლო ხარისხი, რომელსაც გუნდის ენთუზიაზმი განაპირობებს

2015 წლიდან ბაზარზე და გამორჩეულად მაღალი სოციალური პასუხისმგებლობა – დეველოპერული კომპანია “პილარ ჯგუფი” დაარსების დღიდან სტანდარტულისგან განსხვავებული სტრატეგიით ოპერირებს. მაშინ, როდესაც ქალაქში ძირითადი მოთხოვნა მაღალსართულიანი ბინების მშენებლობაზე იყო, ისინი დაბალსართულიანი პროექტების განხორციელაბს ირჩევდნენ; თუკი, მულტიფუნქციურ კორპუსებს დეველოპერები მხოლოდ ქალაქის ცენტრალურ უბნებში აშენებდნენ, “პილარ ჯგუფი” გარეუბნებში ქმნიდა ფუნქციურად დატვირთულ არქიტექტურას. რამ განაპირობა კომპანიის მხრიდან ინოვაციური მიდგომები და რა არის ჯგუფის მთავარი უპირატესობა, მარკეტინგული კომუნიკაციების ხელმძღვანელი, მირანდა ბერიძე ისაუბრებს:

რას ნიშნავს მრავალფუნქციური საცხოვრებელი კორპუსები და რა ადგილი აქვს ამ ტიპის საცხოვრებლებს ჯგუფის უკვე განხორციელბულ პროექტებში?

დეველოპერული სამშენებლო კომპანია “პილარ ჯგუფი” რამდენიმე წელია ბაზარზე ოპერირებს და არაერთი წარმატებით განხორციელებული პროექტის ავტორია. ყოველთვის ვცდილობდით, რომ სიახლე შეგვეთავაზებინა ბაზრისთვის და ვფიქრობთ, ეს წარმატებით გამოგვდიოდა. ერთ-ერთი ასეთი საამაყო პროექტია მრავალფუნქციური კორპუსების მშენებლობა გარეუბნებში, მაშინ, როდესაც მსგავსი საცხოვრებლის მშენებლობით დეველოპერები მხოლოდ ქალაქის ცენტრალურ უბნებში იყვნენ დაკავებული. მრავალფუნქციური პროექტი გულისხმობს სამუშაო, კომერციული და საცხოვრებელი სივრცეების ერთ ლოკაციაზე განთავსებას. ასეთი პროექტი განვახორციელეთ ვარკეთილში და მასზე საკმაოდ დიდი მოთხოვნა გაჩნდა, რადგან მანამდე ვარკეთილში ეს ნიშა აუთვისებელი იყო. ამ მიდგომის გარდა გუნდს აქვს ის სიძლიერეც, რომ ყოველთვის ირჩევდა დაბალსართულიანი კორპუსების მშენებლობას, რომელიც პრემიუმ მიმართულებით ვითარდება.

ქალაქში საკმაოდ ბევრი სამშენებლო პროექტი მიმდინარეობს – ხარისხის მხრივ თუ არის გამორჩეული “პილარ ჯგუფის” პროექტები?

ჩვენი პრიორიტეტია, რომ მშენებლობისას გავითვალისწინოთ ურბანული სივრცის მოთხოვნები, ოპტიმალური დაგეგმარებით, ქალაქის ხედებითა და კომფორტული ზონებით შევთავაზოთ მომხმარებელს საცხოვრებელი და კომერციული ფართი. სწორედ ამიტომ, პირველი ალბათ, რაც ჩვენ მიერ განხორციელებული პროექტების ნახვისას თვალში მოგხვდებათ, ფასადის ნაწილია, რომელსაც კი არ ვღებავთ, არამედ – ვაპირკეთებთ უბანში არსებული ფასადების შესაბამისად. არც ერთ დასრულებულ პროექტში არ არის გამოყენებული ლესვა-ღებვა ფასადის ნაწილზე. თითქმის ყველა სახლი მოპირკეთბულია აგურით და შესაბამისად არ დგას გამძლეობის პრობლემა. ვაკეთებთ ვენტილირებად ფასადს და ვიყენებთ ენერგოეფექტურ მინა-პაკეტებს. მნიშვნელოვანია ის ფაქტიც, რომ ყველა პროექტში კონდიციონერის ბლოკებისა და გათბობის ქვაბებისთვის აივანზე გამოყოფილია სპეციალური სივრცეები, რაც ფასადის უვნებელი იერსახის შენარჩუნების პირობაა. ასევე, მუდმივად ვაწარმოებთ მონიტორინგს, რომ არ შეიცვალოს ფასადის პირვანდელი სახე. სწორედ ამიტომ, 6 წლის წინ დასრულებული მშენებლობა დღესაც რომ დაათვალიეროთ, პირვანდელად კარგ მდგომარეობაში გამოიყურება.

თავიდანვე და გრძელ ვადაშიც, მნიშვნელოვანია რომ ახალი პროექტი ეკუთვნოდეს უბანს თავისი სტილითა და არქიტექტურით. პირობითად, თუ ვაშენებთ ძველ თბილისში, ვცდილობთ, რომ ძველი თბილისის სივრცულ და ურბანულ განვითარებას შევუსაბამოთ ახალი კორპუსი. ვფიქრობთ, რომ მნიშვნელოვანი იქნება ყველა დეველოპერმა ეს ფაქტორი გაითვალისწინოს.

ჩვენ მუმდივად ვადევნებთ თვალს ტრენდებს, სიახლეებს ვცდილობთ რომ მივყვეთ და ჩვენს პროექტებშიც დავნერგოთ საუკეთესო პრაქტიკა. სწორედ ახლახანს ვესწრებოდით გამოფენას ესპანეთში. “პილარ ჯგუფი” მადრიდის ყველაზე დიდ გამოფენაზე Sima-expo-ზე წარსდგა. ეს ყოველწლიური სამშენებლო გამოფენაა, სადაც მსოფლიოს წამყვანი კომპანიები ერთმანეთს გამოცდილებას და ინოვაციურ მიდგომებს უზიარებენ. ვინაიდან, გუნდის მთავარი მიზანია მუდმივი ზრდა და განვითარებაა, ჩვენ ყოველთვის ვმონაწილეობთ მსგავს პროექტებში და ვემზადებით ახალი გამოწვევებისთვის. მიუხედავად პანდემიისა, გასული წელი დაგეგმილი სცენარის მიხედვით დავხურეთ.

რა განხორციელებული და მიმდინარე პროექტები აქვს ჯგუფს?

ამ ეტაპზე 3 მიმდინარე პროექტი გვაქვს: თითქმის სრულდება ვარკეთილი, სადაც ყველა ბინა გაყიდულია და მხოლოდ რამდენიმე კომერციული ფართია დარჩენილი. გვაქვს კრწანისის მიმდინარე პროექტი და ახლახანს დავიწყეთ ნუცუბიძე – ასევე მცირებინიანი მშენებლობა, სადაც ძირითადი აქცენტი ხარისხზე კეთდება. უკვე განხორციელებულ პროექტებს რაც შეეხება, გვაქვს ახალ ჯიქიაზე სრულად გაყიდული და ექსპლუატაციაში შესული პროექტი და ბათუმში დასრულებული მშენებლობა

“პილარ ჯგუფში” განსაკუთრებით ძლიერი კორპორატიული კულტურა გაქვთ – რა არის გუნდის მთავარი ღირებულება?

აღსანიშნია, რომ ჯგუფის თითოეულ თანამშრომელს უყვარს ის საქმე და ის პროექტი, რომლისთვისაც მუშაობს. და ბუნებრივია ამაში უდიდესი წვლილი მიუძღვის ჯგუფის დამფუძნებლებს. რომ არა ისინი და მათი შემართება, პროფესიონალიზმი, გუნდი ასეთი მონდომებული ვერ იქნებოდა შეექმნა საუკეთესო და გაეზარდა ხარისხიან პროდუქტზე მოთხოვნა. გუნდის თითოეული წევრი დარწმუნებულია ხარისხში და იურისტი, ბუღალტერი, მშენებელი თუ გაყიდვების მენეჯერი, ყველანი ერთნაირი ენთუზიამზით ვადევნებთ თვალს პროექტის მიმდინარეობას. ჩვენთვის არასამუშაო დრო არ არსებობს. ჩვენი განწყობა და შიდა კორპორატიული კულტურა ყოველთვის გადამდებია ხოლმე მომხმარებლისთვის.

ჩვენ არ განვიხილავთ მომხმარებელთან ერთჯერადი თანამშრომლობის სტრაგეგიას. თუკი ისინი ირჩევენ “პილარ ჯგუფის” პროექტს, შესაბამისად ჩვენ მათთან ხანგრძლივ ურთიერთობას ვგეგმავთ და მნიშვნელოვანია, რომ ჩვენსა და მათ შორის იყოს ღია, გულწრფელი ურთიერთობა. პანდემიამდე გვქონდა ხალხმრავალი შეკრებები ერთმანეთის კარგად გაცნობის მიზნით, ახლა კი, იგივეს ონლაინ ვაგრძელებთ. მომხმარებლები ყოველთვის უწევენ თავიანთ ნაცნობებსა და მეგობრებს რეკომენდაციას, რომ ბინა შეიძინონ ჩვენს პროექტებში და ეს ჩვენთვის დიდი სტიმულია.

https://www.facebook.com/pillargroup.ge

https://pillargroup.ge 

[R]

#სადვიცხოვრო: აპარტამენტი საუცხოო ხედით გუდაურში

#Homeisინსპირაცია: ღია გეგმარების ოთახები მოდერნიზმის სტილში