in

პილარ პარკი – ეკოლოგიურად სუფთა და კომფორტული გარემო “დიღომი 8-ში”

ქალაქის ხმაურისგან მოშორებით, მშვიდ, გამწვანებულ და ეკოლოგიურად სუფთა ადგილას ახალი პროექტის, პილარ პარკის მშენებლობა მიმდინარეობს. პილარ პარკი პრემიუმ სეგმენტზე გათვლილ პროექტებს აერთიანებს. კომპლექსი მტკვრის სანაპიროსთან, დიღომი 8-ში მდებარეობს და შენდება 77 000 მ2 ფართობზე. ის 10 დაბალსართულიან აგურით მოპირკეთებულ საცხოვრებელ შენობას მოიცავს, რომლებიც ერთმანეთთან შიდა ეზოებით იქნება დაკავშირებული.

პროექტი 10/90 პრინციპით განხორციელდება, რაც მოიაზრებს ტერიტორიის მხოლოდ 10%-ის განაშენიანებას, ხოლო 90%-ის სარეკრეაციო და გასართობი სივრცეებისთვის დათმობას. ამ მხრივ, პროექტი არის სრულიად უნიკალური, რადგან “პილარ პარკი” არის ერთადერთი კომპლექსი თბილისში, რომელშიც  ყველაზე დიდი პროპორცია ეთმობა გამწვანებას. უკვე გამწვანებულ ტერიტორიაზე კომპანია დამატებით 1600 ხის ნერგს დარგავს, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ აქ შენდება გამწვანებული და ჯანსაღი საცხოვრებელი კომპლექსი.

პილარ პარკი არის იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ფიქრობენ საცხოვრებელი გარემოს გაუმჯობესებაზე, ჯანსაღი ცხოვრების წესზე და მათზე, ვინც დაღლილია ქალაქის ხმაურით,“ – გვიამბობენ კომპანიის წარმომადგენლები.

პილარ პარკი იდეალურ გარემოს ქმნის როგორც აქტიური, ასევე პასიური დასვენებისთვის. 10/90 პრინციპით, აქ 65 000 მ2-ზე განთავსებულია ისეთი ტიპის სერვისები, როგორიცაა პარკი, შიდა დახურული ეზოები, საბავშვო მოედნები, შინაური ცხოველების სასეირნო სივრცე, ღია აუზი, ფიტნეს დარბაზი, პადელის და ჩოგბურთის ღია კორტები, კალათბურთის და ფეხბურთის მოედნები, ველობილიკები და მიწისქვეშა ავტოსადგომი. კომპლექსთან ახლოს მდებარეობს უნივერსიტეტები და სკოლები. მნიშვნელოვანია, რომ პილარ პარკთან მისვლა რამდენიმე გზით არის შესაძლებელი, რაც ხელს შეუწყობს ნაკადების გადანაწილებასა და საცობის თავიდან არიდებას.

განსაკუთრებით საინტერესოა კომპლექსის ადგილმდებარეობა. როგორც პილარ პარკის წარმომადგენლები გვიამბობენ, კომპანიისთვის მნიშვნელოვანი იყო ისეთი ტერიტორიის ათვისება, რომელიც იქნებოდა ქალაქის ცენტრიდან მოშორებით, რათა შესაძლებელი ყოფილიყო, ეკოლოგიურად სუფთა გარემოსა და ოჯახზე მორგებული ინფრასტრუქტურის შექმნა. ამისათვის საუკეთესო ვარიანტი “დიღომი 8” აღმოჩნდა.

და მაინც, რატომ არის პილარ პარკის ადგილმდებარეობა ასეთი უნიკალური?

ბუნებასთან სიახლოვე

როგორც ზემოთ აღინიშნა, კომპლექსი მტკვრის სანაპიროსთან მდებარეობს. მტკვრის სანაპიროსა და კომპლექსს შორის უკვე დაწყებულია ველობილიკის და ბულვარის მოწყობა, რაც პილარ პარკის მაცხოვრებლებისთვის დამატებით კომფორტს შექმნის.

გარდა ამისა, ამ ადგილას სატრანსპორტო გადატვირთულობის ნაცვლად, დახვდებათ ბუნებრივი გამწვანება და შესაბამისად, ჰაერის უკეთესი ხარისხი.

უსაფრთხო დასახლება

“გვინდა ხაზი გავუსვათ სამეზობლოს. აქ ძირითადად გვხვდება კერძო სახლები, სადაც უმეტესად დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ცხოვრობენ. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენს კომპლექსს ექნება 24 საათიანი დაცვის სამსახური, ზოგადად, ტერიტორია არის ძალიან მშვიდი, დაცული და კომფორტული ოჯახური ცხოვრებისთვის,“ – აცხადებენ “პილარ პარკში”.

ოჯახზე მორგებული ცხოვრების სტილი

“დიღომი 8-ს” მშვიდი ატმოსფერო გამოარჩევს. აქ არ გვხვდება მრავალსართულიანი ცათამბჯენები და ტერიტორია ძირითადად დაკომპლექტებულია კერძო სახლებით, რაც გულისხმობს უფრო ნაკლებ მაცხოვრებელს, ვიდრე მაღალსართულიან კორპუსებში. შესაბამისად, დიღომი 8-ში ცხოვრება ნიშნავს შემცირებულ ხმაურს, ავტომობილების მცირე რაოდენობას, კომფორტულ საპარკინგე პირობებსა და ქალაქის ქაოსური რიტმისგან თავის დაღწევის საშუალებას. ამ უბანში ყველა პირობაა მშვიდი ოჯახური ცხოვრებისთვის და განსაკუთრებით მათთვის, ვინც არ განიხილავს ქალაქის ხმაურიან ცენტრში დასახლებას, თუმცა არც მისგან სიშორე ხიბლავს.

პილარ პარკში საშუალება გაქვთ შეარჩიოთ თქვენთვის სასურველი ფართი 58 მ2-დან. პროექტი აერთიანებს, როგორც დიდი ფართის ტერასიან ან დუპლექსის ტიპის ბინებს, ასევე  1 ან 2 საძინებლიანებს.

პროექტის მშენებლობის პირველი ფაზა, რომელიც შედგება სამი საცხოვრებელი კორპუსისაგან და მოწყობილი შიდა ეზოსგან, დასრულდება 2026 წლის ოქტომბერში, ამავე დროს დაიწყება პარკის კეთილმოწყობა. აღსანიშნავია, რომ ბინები ბარდება მწვანე კარკასის კონდიციით.

რაც შეეხება ფინანსურ მხარეს, კომპანია გთავაზობთ კომფორტული გადახდის პირობას: პირველადი შენატანი ღირებულების 20%-ია, დანარჩენ 30%-ს ანაწილებთ მშენებლობის დასრულებამდე, ხოლო დარჩენილი 50%-ის შემოტანა მშენებლობის დასრულების შემდეგ ხდება.

აღსანიშნავია, რომ მშენებლობა დაფინანსებულია TBC ბანკის მიერ.

[R]

გზა თბილისიდან მილანის პოლიტექნიკურ უნივერსიტეტამდე – ინტერვიუ ბარბარე კიკილაშვილთან

Sonelo Architects-ის დაპროექტებული სახლი ავსტრალიაში