in

Q House – არქიტექტურული სტუდია BHA-ს პროექტი

Alliance Group
Alliance Group

2020 წელს დასრულებული ეს პროექტი ქალაქ ჰუეში, ვიეტნამში მდებარეობს და 277 კვადრატული მეტრის ფართობზეა განთავსებული. სახლი ორი თაობის წევრებისგან შემდარი ტრადიციული ვიეტნამური ოჯახისთვისაა განკუთვნილი, ამიტომ არქიტექტორები მაქსიმალურად შეეცადნენ, პროექტი მათი ცხოვრების სტილისთვის მოერგოთ.

ქალაქი ჰუე ვიეტნამის ცენტრალურ ნაწილში მდებარეობს, რომელიც ექსტრემალური ამინდით გამოირჩევა. აქედან გამომდინარე, არქიტექტურულმა სტუდიამ BHA სახლის მთავარი, საფუძვლის  სტრუქტურული ნაწილის ასაგებად გაძლიერებული ბეტონი გამოიყენა, რომელიც მძიმე კლიმატსაც უძლებს.

მეორე და მესამე სართულების კონსტრუქცია ხისგანაა დამზადებული. ბუნებრივი მუხის ფერი ინტერიერს მთელი სახლის მასშტაბით დაჰკრავს, რომელსაც შინაურული, დამამშვიდებელი აურა შეაქვს პროექტში და ბეტონის ექსტერიერის სიცივეს ამცირებს.

სახლის პროექტში საყურადღებოა სიცარიელეები, რომლებიც გამოყენებულია შენობის სავენტილაციოდ და მასში ბუნებრივი სინათლის შესატანად. ეს სიცარიელეები შექმნილია საცურაო აუზებისა და ბაღების სივრცეების ლანდშაფტის აქიტექტურის საშუალებით.

 

 

სახლის პირველი სართულის შუა ნაწილში შექმნილია საერთო სივრცე, სადაც ოჯახის წევრებს შეუძლიათ ერთმანეთთან კავშირი შეინარჩუნონ და იურთიერთონ, რაც, პროექტის ავტორების აზრით, თანამედროვე ცხოვრებაში ძალიან რთულად მისაღწევია. ეს სივრცე უკავშირდება სამზარეულოს, სადაც მუდმივად მზადდება ოჯახური კერძები და შესაბამისად, პირველი სართული მუდამ ხალხითაა სავსე.

ინტერიერში ძირითად მასალად ხეა გამოყენებული, რომელიც ცემენტის ჭერსა და შავ ქვის იატაკთან ერთად იდეალურ, შინაურულ განწყობას ქმნის. ამასთან ერთად, სახლში ინტეგრირებული სიმწვანე და სხვადასხვა არეში შექმნილი ბაღები ბუნებასთან დაკავშირებაში ეხმარება მის მაცხოვრებლებს.

Photographs: Hoang Le Photography

დიდ ოჯახზე მორგებული ინტერიერი ინგლისურ სახლში -Salvesen Graham-ის პროექტი

როგორ გამოვყოთ საძინებელი ზონა პატარა ფართის საერთო სივრცისგან – 6 პრაქტიკული რჩევა