in

10 მაღაზია თბილისში, სადაც ყვავილის ქოთნებს შეიძენთ

გაზაფხულის მოსვლა ჩვენს ინტერიერსა და ექსტერიერზეც აისახება. ამ სეზონისთვის დამახასიათებელი ელემენტი კი ყვავილებია. თქვენს სახლსა თუ ეზოს განსაკუთრებით ბუნებრივი მცენარეები გაალამაზებს, რომლებიც ჯანსაღ და სუფთა გარემოს უზრუნველყოფს და სასიამოვნო განწყობას შეგიქმნით. მცენარეებთან ურთიერთობა და მათთან ერთ გარემოში ყოფნა სიმშვიდის განცდას ბადებს და განწყობას გვიმაღლებს. ამასთანავე, ისინი ინტერიერსაც ბევრად მომხიბვლელსა და თვალისმომჭრელს ხდიან. ბუნებრივი ყვავილებისთვის აუცილებლად დაგჭირდებათ შესაფერისი ქოთნებიც, რომლებიც თქვენს სახლში საგაზაფხულო ატმოსფეროს შექმნის. დღეს სწორედ იმ მაღაზიებს გაგაცნობთ, სადაც ყვავილების ქოთნების შეძენას შეძლებთ.

1. Mysa

Mysa საინტერესო და მრავალფეროვანი კოლექციით გამოირჩევა. ის თავის ერთგულ მომხმარებელს არაერთ საჭირო და დახვეწილი დიზაინის პროდუქტთან ერთად, ქოთნების დიდ არჩევანს სთავაზობს. მაღაზიის შოურუმში მისულ სტუმარს არ გაუჭირდება ფერადი, ორიგინალურ დიზაინის აქსესუარის შერჩევა, რომელიც ინტერიერს გაამრავალფეროვნებს და ოთახს საგაზაფხულოდ მორთავს.

2. Veli.store

ციფრული გაყიდვების პლატფორმა Veli.store კომფორტულ და თქვენზე მორგებულ სერვისს გთავაზობთ. განსხვავებული სახის პროდუქციასთან ერთად, ვებგვერდზე ყვავილის ქოთნებსაც შეიძენთ. გაზაფხულის მოსვლა საზეიმოდ განგვაწყობს და ინტერიერის განახლებისკენ გვიბიძგებს, ამიტომ შეგიძლიათ ახალი მცენარეებითა და ქოთნებით მორთოთ თქვენი სივრცე, რაც თქვენს ხასიათზე პოზიტიურად აისახება.

3. JYSK

თქვენი ექსტერიერისა და ინტერიერის გამოსაცოცხლებლად მცენარეები საუკეთესო გადაწყვეტილებაა. JYSK კიდევ ერთი სივრცეა, სადაც ქოთნების მრავალფეროვანი არჩევანი დაგხვდებათ. შოურუმში ხელმისაწვდომია ფოლადის, პლასტმასის, ხის, ბოჭკოვანი ცემენტისა და თიხის მასალისგან დამზადებული პროდუქტები. ხარისხიანი ქოთნები ხანგრძლივად გაძლებს და მცენარეების მოვლაც ბევრად უფრო მარტივი გახდება.

4. Bloomers.ge

Bloomers.ge ლამაზად და ორიგინალურად გაფორმებული თიხის ქოთნების კოლექციას გთავაზობთ. სხვადასხვა ზომის ფერადი ქოთნები თქვენს ინტერიერსა თუ ექსტერიერს მეტ მომხიბვლელობას შემატებს და საგაზაფხულოდ მორთავს მას. მცენარეები მუდმივად იზრუნებენ ჰაერის სისუფთავეზე და ოთახში სასიამოვნო სურნელსაც უზრუნველყოფენ.

5. დომინო

დომინო კიდევ ერთი ადგილია, სადაც ქოთნების მრავალფეროვანი არჩევანი დაგხვდებათ. გარდა იმისა, რომ მათ პრაქტიკული დანიშნულება აქვთ და თქვენი მცენარეებისთვის აუცილებელია, ქოთნები, როგორც საინტერესო დიზაინ ობიექტები და აქსესუარები ისე შეგიძლიათ გამოიყენოთ და სივრცეს მიმზიდველობა შემატოთ.

6. ნოვა

ნოვაში თქვენი სახლის ეზოსა და ბაღისთვისაც შეარჩევთ ყვავილის ქოთნებს. გაზაფხული განახლებასთან და სივრცის გადახალისებასთან ასოცირდება, ამიტომ დროის ამ მონაკვეთში ახალი ყვავილებითა და ქოთნებით საცხოვრებლის მორთვა, ერთ-ერთი კარგი გადაწყვეტილება იქნება. მაღაზიაში კი თქვენთვის შესაფერის პროდუქტს მარტივად მიაგნებთ.

7. ICR Home

ძალიან საინტერესო და განსხვავებული სტილის ქოთნებს შეხვდებით ICR Home-ის შოურუმშიც, რომელიც ნებისმიერი მნახველის ყურადღებას მიიპყრობს. საკუთარი სახლის განახლებასთან ერთად, ქოთნები შეგიძლიათ საჩუქრადაც შეიძინოთ, თქვენ გარშემო მყოფი ადამიანები ლამაზი დიზაინის მქონე ქოთნებით გაახაროთ და მათ სივრცეშიც შეიტანოთ საგაზაფხულო განწყობა.

8. Bricorama

Bricorama ერთ სივრცეში სხვადასხვა სახის პროდუქტს აერთიანებს. მაღაზიაში მისულ მომხმარებელს არ გაუჭირდება მისთვის სასურველი ქოთნის შეძენაც, რადგან შოურუმში არსებული კოლექცია სხვადასხვა გემოვნებისა და მოთხოვნების მქონე პირებს დიდ არჩევანს სთავაზობს. ამიტომ, თუ ყვავილების შეძენასა და ქოთნების განახლებას გადაწყვეტთ, შეგიძლიათ აღნიშნულ ჰიპერმარკეტსაც ესტუმროთ.

9. Mihouse 

Mihouse ყვავილების მოყვარულთა კიდევ ერთი ადგილია, სადაც განსხვავებული სტილისა და დიზაინის ქოთნებთან ერთად, მეტალის იატაკის სადგამებსაც ნახავთ ყვავილებისთვის. ახალი აქსესუარები თქვენს სახლში ამაღლებულ განწყობასა და ახალ სიცოცხლეს შემოიტანს, მცენარეები კი დადებითი აურით დამუხტავს ოთახსა და  ხასიათზეც პოზიტიურად იმოქმედებს.

10. გორგია

ჰიპერმარკეტ  გორგიას მრავალფეროვან პროდუქციაში ქოთნების დიდი არჩევანიც დაგხვდებათ. ისინი არა მარტო თქვენს ყვავილებს გაალამაზებენ და ბერვად უფრო მიმზიდველად წარმოაჩენენ, არამედ სახლის დეკორაციაშიც დიდ როლს ითამაშებენ და ინტერიერს მეტ მომხიბვლელობას შემატებენ. ამიტომ, გორგია, კიდევ ერთი ადგილია, რომელიც საცხოვრებლის გალამაზებაშიც დაგეხმარებათ.

ფერები ინტერიერში — რჩევები სახელგანთქმული მსოფლიო დიზაინერებისგან

გეგმარებისას დაშვებული 7 მთავარი შეცდომა – სტუდია SAMI_ის რჩევები