in

8 მაღაზია თბილისში, სადაც ჩამრთველებსა და როზეტებს შეიძენთ

ნებისმიერი სივრცის კომფორტისა და სიმყუდროვისთვის აუცილებელია, ის ელექტროენერგიით უზრუნველყოთ. სახლში უწყვეტი განათების, ტექნიკისა და ნებისმიერი დანადგარის ფუნქციონირებისთვის მნიშვნელოვანია ელექტრობის წერტილები მოვაწესრიგოთ და ისინი ხარისხიანი, მდგრადი აპარატურით აღვჭურვოთ. მნიშვნელობა არ აქვს, რემონტს აკეთებთ თუ უკვე კეთილმოწყობილ სახლში ცხოვრობთ, ჩამრთველები და როზეტები ის აუცილებელი ელემენტებია, რომლებიც საცხოვრებელში მუდმივად გვჭირდება. პრაქტიკულ დანიშნულებასთან ერთად, თანამედროვე ინტერიერის დიზაინში, ელექტრო აქსესუარებს დეკორატიული თვალსაზრისითაც დიდი ყურადღება ეთმობა. დიზაინერები ცდილობენ, ჩამრთველების დიზაინი შესაბამის ინტერიერს მოარგონ და სივრცე, დეტალებზე აქცენტირებით, უფრო მრავალფეროვანი გახადონ. იქიდან გამომდინარე, რომ სახლში ახალი ჩამრთველები თუ როზეტები მუდმივად გვჭირდება, დღეს იმ მაღაზიებს გაგაცნობთ, სადაც ელექტრო აქსესუარების პროდუქციის შეძენას შეძლებთ.

ELECO

განსხვავებით წინა პერიოდისგან, როდესაც ბაზარზე მხოლოდ სტანდარტული ტიპის ჩამრთველები არსებობდა, დღეს ეს ტენდენცია შეიცვალა და მომხმარებელს მოდური, ვიზუალურად მიმზიდველი ელექტრო აქსესუარების მრავალმხრივი არჩევანი აქვს. თანამედროვე მოდელები, საშუალებას გვაძლევს ჩვენი საცხოვრებელი თუ სამუშაო გარემო ჩამრთველებისა და როზეტების დახმარებით უფრო სახასიათო, ინდივიდუალური და განსხვავებული გავხადოთ. ერთ-ერთი ადგილი თბილისში, სადაც ელექტრო პროდუქციას შეიძენთ, ELECO-ა.

Electrics.ge

Electrics.ge ევროპული წარმოების ელექტროტექნიკურ პროდუქციას გთავაზობთ. მომხმარებელს შოურუმში  მისთვის შესაფერის ფასად, განსხვავებული სტილის, დიზაინისა და ფერის ჩამრთველებისა და როზეტების დიდი არჩევანი დახვდება, რისი მეშვეობითაც სახლში მუდმივ განათებასა და ტექნიკის გამართულ მუშაობას უზრუნველყოფთ. თანამედროვე სტანდარტებით შექმნილი პროდუქცია დიდი ხნის განმავლობაში თქვენი სივრცის კომფორტს განაპირობებს.

ახალი ნათება

ნათურებისა და სანათების მაღაზია “ახალი ნათება“, მომხმარებელს ელექტრო აქსესუარებითაც უზრუნველყოფს და ჩამრთველებისა და როზეტების დიდ არჩევანს სთავაზობს. კომპანია, რომელიც 1999 წლიდან არსებობს საქართველოს ბაზარზე, მუდმივად აახლებს თავის კოლექციას და ადამიანებს განსხვავებული სტილისა თუ დიზაინის სანათებისა და ელექტროენერგიისათვის განკუთვნილი მრავალმხრივი პროდუქციით ანებივრებს.

EA – Georgia

EA- Georgia არის სივრცე, რომელიც ჩამრთველების, როზეტების, დიმერების, ავტომატური ამომრთველებისა და სხვადასხვა ელექტრო აქსესუარების მრავალფეროვან არჩევანს გთავაზობთ. გარდა იმისა, რომ ისინი სახლში კომფორტს, მუდმივ განათებასა და ტექნიკით სარგებლობის საშუალებას უზრუნველყოფენ, თქვენს საცხოვრებელ სივრცეში საინტერესო აქცენტებს შექმნიან და ინტერიერის გამრავალფეროვნებაში დაგეხმარებიან.

ლამპარი 

ელექტროტექნიკის მაღაზია “ლამპარი” სხვადასხვა ბრენდის ჩამრთველებისა და როზეტების მრავალფეროვან არჩევანს გთავაზობთ. ერთ სივრცეში მომხმარებელს შეუძლია მისთვის სასურველი ფასის პროდუქცია შეარჩიოს და ელექტრო წერტილების მოწესრიგებული და სტაბილური ფუნქციონირება უზრუნველყოს. ამასთანავე, სხვადასხვა დიზაინის მოდელები შეგიძლიათ ინტერიერის გარკვეულ ელემენტებს მიუსადაგოთ და სივრცეს მიმზიდველი იერი მიანიჭოთ.

ნოვა

სამშენებლო და სარემონტო მასალების კომპანია “ნოვა”, კიდევ ერთი ადგილია, სადაც ჩამრთველებისა და როზეტების შეძენას შეძლებთ. გარდა რემონტისა და მშენებლობისთვის საჭირო პროდუქციისა, შოურუმში წარმოდგენილია განსხვავებული ფასის, ფორმისა და დიზაინის ელექტრო აქსესუარებიც, რაც მომხმარებელს საშუალებას აძლევს თავისი გემოვნებითა და შესაძლებლობების გათვალისწინებით სასურველი ნივთი შეარჩიოს და ელექტროენერგიის მოხმარება მეტად დაცული და უსაფრთხო გახადოს.

დომინო

ჰიპერმარკეტი “დომინო”, ყოველდღიური მომხმარებისა და სარემონტო-სამშენებლო პროდუქციის გარდა, როზეტებისა და ჩამრთველების თანამედროვე, ტრენდულ მოდელებს გთავაზობთ, რომლებიც გარდა იმისა, რომ პრაქტიკული თვალსაზრისით თქვენს სახლს კომფორტულ სივრცედ აქცევს, ვიზუალური კუთხითაც მეტად გაამრავალფეროვნებს და მომხიბვლელს გახდის გარემოს.

გორგია 

ჰიპერმარკეტი “გორგია”, თქვენი სახლის ელექტროენერგიის უზრუნველყოფაზეც ზრუნავს და ჩამრთველებისა და როზეტების მრავალფეროვან კოლექციას გთავაზობთ, რათა უწყვეტი დენის წყარო და ხელოვნური განათება მუდმივად გქონდეთ. თქვენთვის სასურველი დიზაინის პროდუქტი, განსხვავებული სტილის ინტერიერს შეგიძლიათ შეუხამოთ და სივრცეს უფრო ერთიანი, ჰარმონიული და მომხიბვლელი იერი შესძინოთ.

სახლი ატლანტიკური ტყის შუაგულში — Studio Arthur Casas-ის პროექტი

უნიტაზი VitrA-გან – 5 მიზეზი მის ასარჩევად