in

4 მაღაზია თბილისში, სადაც ავეჯის ფურნიტურას შეიძენთ

თანამედროვე ადამიანის წინაშე ავეჯის უზარმაზარი არჩევანია. დღეს უკვე ნებისმიერი დიზაინის, ხარისხისა და ფასის ავეჯის შეძენაა შესაძლებელი, თუმცა ავეჯის გარეგნობაში, შეიძლება უმნიშვნელო, მაგრამ ინდივიდუაული შტრიხის შეტანის სურვილი მაინც გაგვიჩდეს. ეს შეიძლება იყოს სახელური, სადგამი ფეხი ან თუნდაც ანჯამი. შესაძლებელია ავეჯი ჩვენს გემოვნებას სრულად აკმაყოფილებდეს, მაგრამ მისი რომელიმე დეტალის გამოცვლის საჭიროება მაინც დადგეს. სწორედ ამიტომ, გვსურს  თბილისის რამდენიმე ადგილი გაგაცნოთ, სადაც ავეჯის გემოვნებიანი ფურნიტურის შეძენაა შესაძლებელი.

1.LTB Furniture Components • ელთიბი ავეჯის მასალები

კომპანია “ელთიბი” დაარსდა 2004 წელს და მას შემდეგ მომხმარებლებს სთავაზობს ავეჯის მაკომპლექტებელი დეტალების ფართო ასორტიმენტს. აღსანიშნავია, რომ კომპანია ცდილობს უარი თქვას დაბალი ხარისხის პროდუქციაზე და ჩაანაცვლოს იგი ეკოლოგიურად სუფთა, ვიზუალურად ესთეტიური და გამძლე ევროპული სტანდარტების შესაბამისი პროდუქციით.

ltb6
ltb7
ltb8
LTB
ltb2
previous arrow
next arrow

 

2. იმერი • imeri

კომპანია ქართულ ბაზარზე ფუნქციონირებს 2000 წლიდან და ის მომხმარებელს სთავაზობს ავეჯის მასალებსა და მზა ავეჯს. “იმერი” არის ავეჯის მასალების მწარმოებელი იტალიური “Saviola” – სა და   ესპანური „Alvic“- ის  ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში. ამას გარდა, კომპანია წარმოადგენს დანადგარების მწარმოებელ შემდეგ ევროპულ კომპანიებს:            “Holz-her” , “ HolZmann“,  “Adamik“.

imeri
imeri2
imeri3
143364788_116893406987885_3711596611902741702_o
previous arrow
next arrow

 

3. სხივი • ავეჯის აქსესუარები / Furniture Accessories

“სხივი” ავეჯის აქსესუარების კიდევ ერთი კომპანიაა საქართველოში, რომელიც მომხმარებელს მრავალფეროვან ასორტიმენტს სთავაზობს.

skhivi1
skhivi5
skhivi3
skhivi4
previous arrow
next arrow

 

4. გორგია – Gorgia

ჰიპერმარკეტების ქსელი „გორგია“ კავკასიაში ყველაზე დიდი  კორპორაციაა სამშენებლო-სარემონტო სფეროში. კომპანია ქართულ ბაზარზე 1998 წლიდან მუშაობს. აღნიშნულ მაღაზიაში ავეჯთან და სხვა მრავალ ნივთთან ერთად, ავეჯის ფურნიტურის შეძენაც არის შესაძლებელი.

Gorgia4
Gorgia1
Gorgia3
Gorgia2
previous arrow
next arrow

Cassina – რევოლუციონერი ბრენდი ავანგარდული დიზაინის ისტორიაში

ბინა ჟვანიას ქუჩაზე – სტუდია “მემოს” ნამუშევარი