in ,

ბინა ჟვანიას ქუჩაზე – სტუდია “მემოს” ნამუშევარი

Banner M2
Banner M2

ბინა, რომელზეც დღეს გიამბობთ, ვაკეში, ჟვანიას ქუჩაზე მდებარეობს და მისი საერთო ფართობი 83 კვადრატულ მეტრს შეადგენს.

დამკვეთის სურვილის თანახმად, გეგმარებითი გადაწყვეტა უნდა ყოფილიყო ე.წ. “სტუდიოს” ტიპის ბინა გაერთიანებული სამზარეულო-მისაღების ზონით, ერთი საძინებლით, აუცილებლად საგარდერობე ოთახით და ერთ სველი წერტილით.

ბინის გეგმარებითი ნახაზი

მისაღები ოთახი ზონებად არის დაყოფილი და გვხვდება სასადილო ზონა, მოსასვენებელი ზონა და სამზარეულოს ზონა, რომლებსაც ასევე ინდივიდუალური დენის წყაროები ემსახურება.

ინტერიერის დიზაინის კუთხით, გათვალისწინებული იქნა ბინის მეპატრონის ხასიათი და გემოვნება, რამაც განაპირობა ისეთი კლასიკური  და თანამედროვე ელემენტების შემოტანა, როგორიც არის კედლის მოლდინგები, ბუნებრივი ქვის ვიზუალის მქონე პრიალა ფილები, დახვეწილი შავი და ოქროსფერი დეტალები.

 

რაც შეეხება ფერთა გამას, ძირითადი ნეიტრალური, თბილი ნაცრისფერი კედლებისა და კარების ფონზე დომინირებს სამზარეულოს ავეჯის აქტიური ფერი ხის ფაქტურასთან კომბინაციაში, ხოლო სასადილო ზონაში გვხვდება ბაცი მოვარდისფრო სკამები, რომლებიც ჰარმონიულად ეხამება ამ სივრცეში არსებლ ფერთა გამას.

საკმაოდ მკაფიო აქცენტი გვხვდება ასევე საძინებელ ოთახში, სადაც კლასიკურ სტილს ხაზს უსვამს გამოყენებული ოქროსფერი დეტალები : ტუმბოების თავზე დაშვებული სანათები, სარკე და სავარძელი.

სველი წერტილი მოპირკეთებულია დიდი ზომის მუქი ნაცრისფერი ფილებით და დაყოფილია საშხაპის ზონად და ხელსაბან ზონად. გამოყენებულია ავეჯი ხის ფაქტურით, ხოლო აქცენტი ოქოროსფერი დეტალების მქონე სანათზე კეთდება.

დიზაინერი: სალომე ჩახუნაშვილი

დიზაინ სტუდია: მემო

ავეჯი:MEMO group” 

4 მაღაზია თბილისში, სადაც ავეჯის ფურნიტურას შეიძენთ

Ceramic Room Shop ფიზიკურ სივრცეში ბრუნდება