in ,

10 ონლაინ მაღაზია თბილისში, სადაც სარემონტო მასალის შეძენას შეძლებთ

იქიდან გამომდინარე, რომ კორონავირუსთან დაკავშირებული რეგულაციების გამო ძირითადი დროის სახლში გატარება გვიწევს, უფრო მეტად ვზრუნავთ ჩვენს ინტერიერზე , ვიდრე აქამდე. ეს შეიძლება მრავალმა მიზეზმა გამოიწვიოს – შეიძლება, სახლში მეტი დროის გატარების შემდეგ აღმოაჩინეთ, რომ თქვენი ონკანი ისე გამართულად არ მუშაობს, როგორც თქვენ გსურთ, ან ის შპალერი, რომელიც ოთახში გაქვთ გაკრული, საერთოდ აღარ მოგწონთ. პანდემიის გამო არსებული შეზღუდვების გათვალისწინებით, ჩვენ მოგიმზადეთ იმ ონლაინ მაღაზიების სია, რომელთა მომსახურებითაც სარემონტო საშუალებებს დისტანციურად შეძენას შეძლებთ:

Tbc Insurance
Tbc Insurance

 

1.გორგია

“გორგიას” ერთ-ერთი ყველაზე დიდი არჩევნის შემოთავაზება შეუძლია ქართველი მომხმარებლისთვის. სარემონტო მასალების გარდა, მაღაზიის ინტერნეტ გვერდზე იხილავთ თითქმის ყველაფერს, რაც სახლში დაგჭირდებათ, საძინებლისა თუ სამზარეულოს კომპლექტების ჩათვლით.

2.ბრიკორამა

 

ამჟამად ბრიკორამას მარშალ გელოვანის გამზირზე არსებული გიგანტური შენობა დაკეტილია, თუმცა მისი ონლაინ მაღაზია ნამდვილად არ ჩამოუვარდება ფიზიკურს  – მომხმარებელს გვერდზე გადასვლისას შეუძლია როგორც სარემონტო და სამშენებლო მასალების, ასევე, ხის მასალების, დეკორაციებისა და მებაღეობისთვის საჭირო პროდუქციის შეძენა.

3.დომინო

ისთ ფოინთის სავაჭრო ცენტრში მდებარე დომინომ დროებით სრულიად გადაინაცვლა ვირტუალურ სივრცეში და მომხმარებელს იმ პროდუქციის სრულ ასორტიმენტს სთავაზობს საკუთარ ვებ-გვერდზე , რომელიც ძალიან კომფორტულია. სარემონტო/სამშენებლო მასალებისა და ინტერიერის დიზაინის სხვადასხვა დეტალის შეძენა დომინოს ვებ-გვერდზე განვადებიტაცაა შესაძლებელი ღილაკის რამდენიმე დაწკაპუნებით.

4. GRC 

შპს “ჯი არ სი” საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი სამშენებლო მასალების შემომტანია. 2018 წელს კომპანიამ Caucasus Build-ის მშენებლობისა და ინტერიერის ნომინაციაშიც გაიმარჯვა. “ჯი არ სის” ხელმისაწვდომი და ხარისხიანი პროდუქციის შეძენაც, სხვების მსგავსად, მის ვებ-გვერდზეა შესაძლებელი.

 

5.ბობერი

კომპანია “ბობერი” უკვე 10 წელზე მეტია, რაც ბაზარზეა და ამ წლების განმავლობაში უამრავი  მომხმარებლის კეთილგანწყობაც დაიმსახურა. მისი ვებ-გვერდის საშუალებით  შეგიძლიათ, შეიძინოთ სარემონტო სამუშაოებში საჭირო პროდუქციის ორიგინალი მოდელები და დარწმუნებულები იყოთ მათ ხარისხში.

6.Home Depot

“ჰოუმ დეპო”  აშშ-ში, ჯორჯიას შტატში 1978 წელს დაარსდა და სამშენებლო პროდუქციის ბაზარზე სრული რევოლუცია მოახდინა განვითარების ელვისებური სისწრაფით. მისი თბილისის ფილიალი ამჟამად ვირტუალურად ფუნქციონირებს ვებ-გვერდის საშუალებით და  თავს საქართველოშიც იმკვიდრებს.

7.ციტადელი

“ციტადელი” 2011 წელს დაარსდა და ამ დროიდან მყარი პოზიცია უკავია ქართულ სამშენებლო მასალების ბაზარზე. დღეისთვის ის სამშენებლო-სარემონტო მასალებთან ერთად, ტექნიკის იმპორტიორიცაა, ამიტომ თუ გჭირდებათ ისეთი მძიმე ტექნიკა, რომელსაც სხვა მაღაზიების გვერდებზე ვერ ნახავთ, არჩევანი ნამდვილად “ციტადელზე” უნდა შეაჩეროთ.

8.მოდუსი

მოდუსი სამშენებლო და სარემონტო მასალების ჰიპერმარკეტია, რომელიც საქართველოში რეგულაციების შემოღებისთანავე გადავიდა ონლაინ მომსახურებაზე. მისი ვებ გვერდის მეშვეობით მრავლისმომცველი კატალოგიდან შეგიძლიათ შეიძინოთ სასურველი პროდუქცია, კერამიკული ფილებიდან დაწყებული, ავეჯით დამთავრებული.

 

9.Mihouse- მიჰაუსი

“მიჰაუსი” ამიერკავკასიაში ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ჰიპერმარკეტია. მისი თბილისის ფილიალი 12,000 კვადრატულ მეტრზეა გადაჭიმული, თუმცა ვინაიდან ახლა მომხმარებელს ფიზიკურად არ შეუძლია ამ უდიდეს მაღაზიაში შოპინგი, მიჰაუსის დახვეწილი და კომფორტული ვებ-გვერდი კარგი ალტერნატივაა.

10. GTC

კომპანია “ჯი თი სი” ჩვეულ მაღალ ხარისხს არც ვირტუალურ სივრცეში ღალატობს – მომხმარებელს მისი საფირმო სამშენებლო ფანერების, კოჭების, დგარების, ხარაჩოებისა და სხვა უამრავი პროდუქციის შეძენა “ჯი თი სის” ვებ-გვერდზეც შეუძლია.

კანადური კოტეჯი ტბის ნაპირზე – პოლ ბრენიერის ზღაპრული პროექტი

აფრიკული არქიტექტურის უნიკალურობა