in

10 მაღაზია თბილისში, სადაც აუცილებლად უნდა შეიაროთ რემონტის დროს

თითქოს პარადოქსია, მაგრამ ზაფხული, რომელიც დასვენებასთან ასოცირდება, ხშირად ჩვენს გონებაში ასევე სარემონტო სამუშაოებს უკავშირდება. ეს ყველაფერი ალბათ იმიტომ ხდება, რომ ყველაზე კარგი დასვენება განახლებული სახლის სანატრელ დიზაინში, კომფორტულ სავარძელში ცივი სასმელით მოკალათება, ირგვილივ თვალის მოვლება და კმაყოფილი ამოსუნთქვაა. შესაბამისად, გასაკვირი არც არის, რომ ბევრი თქვენგანის ზაფხულის გეგმა სწორედ რემონტია. ამასთან დაკავშირებით, ჩვენ მოგიმზადეთ იმ მაღაზიების ჩამონათვალი, რომლებიც აუცილებლად უნდა მოინახულოთ სარემონტო სამუშაოების წარმატებით განხორციელებისთვის.

დომინო

შეგიძლიათ პირველ გაჩერებად „დომინო“ აირჩიოთ. ეს არის რეგიონში უმსხვილესი სამშენებლო ჰიპერმარკეტი, რომელიც ერთ სივრცეში აერთიანებს ყველაფერს სახლისთვის, რემონტისთვის, კეთილმოწყობისა და მებაღეობისთვის. აქ იპოვით სამშენებლო, მოსაპირკეთებელ მასალებს, ლაქ-საღებავებს, იატაკის ფილებს და უამრავ მნიშვნელოვან დეტალს სახლისთვის.

ბრიკორამა

თუ რემონტის კეთებისას ნივთების განახლებას ან ახლის შექმნას გეგმავთ , მაშინ „ბრიკორამას“ აუცილებლად უნდა ესტუმროთ. როდესაც DIY (do-it-yourself) კონცეფციის მქონე ჰიპერმარკეტებზე ვსაუბრობთ, რთულია, პირველ რიგში, „ბრიკორამა“ არ გაგვახსენდეს – ეს ე.წ. სითი ფორმატის ჰიპერმარკეტი, განსაკუთრებულად უმარტივებს მომხმარებელს შენების, რემონტის, სახლისა და ეზოს მოწყობის პროცესს. აქ იპოვით ყველაფერს, სწორედ რომ თქვენი საკუთარი ინტერიერის შესაქმნელად.

გორგია

„გორგია“ ის ჰიპერმარკეტია, რომელზეც ყველგან გვესმის და რომელსაც ყველგან ვხედავთ. იგი გამორჩეულია ფილიალების სიმრავლით, ამიტომ მისი სტუმრობა, სადაც არ უნდა ცხოვრობდეთ, არ გაგიჭირდებათ. აქ დაგხვდებათ სხვადასხვა კატეგორიის პროდუქტის ფართო არჩევანი,  ძირითადი მიმართულებებია: სამშენებლო და სარემონტო მასალები, ელექტროობა, სანტექნიკა  და ა.შ

გალერეა კავოლი

ჰიპერმარეკეტების სტუმრობის და სარემონტო მასალებზე შთაბეჭდილების შექმნის შემდეგ, მეტად სპეციალიზებული მაღაზიების სტუმრობას თუ გადაწყვეტთ, მაღაზია „გალერეა კავოლი“ აუცილებლად უნდა მოინახულოთ. აქ დაგხვდებათ ლამინირებული და ბამბუკის იატაკის, კერამოგრანიტისა და კერამიკული ფილების, ალუმინის შეკიდული ჭერების, ჭერის კარნიზების და შპალერის ფართო არჩევანი.

მოდუსი

მაღაზიები, რომლებსაც თავიანთი შოურუმები აქვთ, რემონტის დროს განსაკუთრებულად მიმზიდველია. „მოდუსის“ თანამედროვე სტანდარტის შოურუმებში, გარდა ადგილობრივი წარმოების პროდუქციისა, განთავსებულია ევროპის ქვეყნებიდან იმპორტირებული პროდუქციაც. ასევე, ქსელში წარმოდგენილია ყველა სახის სარემონტო-სამშენებლო მასალები, საყოფაცხოვრებო და დეკორატიული ნივთები, სველი წერტილების ინვენტარი და აქსესუარები, განათება, ელექტროობა და მრავალი პროდუქტი სხვადასხვა კატეგორიიდან.

მიჰაუსი

„მიჰაუსი“ მომხმარებელს სთავაზობს კომფორტულ გარემოს და ორიგინალურ კონცეფციას, ფართო სპექტრის ასორტიმენტს, მსოფლიოს წამყვან ბრენდებს შოურუმში, პროდუქციის მისაღებ ფასს და გაყიდვამდე და გაყიდვის შემდგომი მომსახურების მომხმარებელზე მორგებულ სერვისს. „მიჰაუსის“ პროდუქცია წარმოდგენილია ისეთ კატეგორიებში, როგორიცაა სამშენებლო მასალები, ელექტროობა, სანტექნიკა და აქსესუარები, მოსაპირკეთებელი მასალები, იატაკი და ფილები, შპალერი, ელექტრო და ხელის ინსტრუმენტები, ლაქ-საღებავები, განათება, დეკორაცია და სხვა.

ნიუ დიზაინი

„ნიუ დიზაინი“ მომხმარებელს სარემონტო მასალების ფართო არჩევანს სთავაზობს. აქ შეგიძლიათ შეიძინოთ შპალერი, ლამინირებული იატაკი-ლამინატი, კერამიკული ფილები, კაფელი და მეტლახი, რბილი იატაკი, ვინილის იატაკი, სანტექნიკა, ონკანები, შემრევები და ა.შ კომპანიის შოურუმებში, წარმოდგენილია სარემონტო მასალებს მრავალფეროვანი არჩევანი, რომელიც სრულიად აკმაყოფილებს საერთაშორისო მოთხოვნებსა და სტანდარტებს.

ვიტრა

სახლში სველი წერტილების მნიშვნელობაზე საუბრით თავს არ შეგაწყენთ. ალბათ ყველა ვთანხმდებით, რომ გამართული სანტექნიკა, ჩვენი მშვიდი ნერვიული სისტემის პირდაპირ პროპორციულია. „ვიტრა“, მსოფლიოში საუკეთესო სანტექნიკის მწარმოებელი კომპანიების ათეულში შედის. მისი პროდუქცია გამოირჩევა დახვეწილი, სადა დიზაინით, ეკომეგობრული ტექნოლოგიებით, ჰიგიენის დაცვის უმაღლესი კლასიფიკაციით.  შოურუმებში, შეძლებთ მიიღოთ სრულყოფილ კონსულტაცია, ასევე მიწოდებისა და მონტაჟის სერვისების მომსახურება.

დემასი

რემონტისათვის განკუთვნილი მოსაპირკეთებელი მასალების ფართო არჩევანს შეხვდებით მაღაზია „დემასში“. კომპანია მომხმარებელს სთავაზობს სარემონტო მასალებს მსოფლიოში წამყვანი მწარმოებლებისგან – ევროპიდან და აზიიდან. „დემასის“ შოურუმებში წარმოდგენილია უმაღლესი ხარისხის კერამიკული სანტექნიკა, აკრილის აბაზანები ჰიდრომასაჟით და მასაჟორის გარეშე, საშხაპე კაბინები და მოწყობილობები, შემრევი ონკანები, ლამინირებული და ხის იატაკი, სამშრიანი პარკეტი, კედლის და იატაკის ფილები (კაფელი, მეტლახი), კერამიკული გრანიტი და მოზაიკა, წებოცემენტი და ჰიდროსაიზოლაციო მასალები.

ზოდი

ბუნებრივი ქვები, სარემონტო–მოსაპირკეთებელი მასალები, ბუხრები, კიბის საფეხურები, სამზარეულოს და მაგიდის ზედაპირები, ინტერიერის და ექსტერიერის კარები, ფანჯრის რაფები, ბარის ზედაპირები, იატაკის, ფასადის მოსაპირკეთებელი ფილები.  ეს ყველაფერი შეგიძლიათ „ზოდში“ იპოვოთ, გარდა ამისა „ზოდის“ მრავალფეროვან ასორტიმენტში უმაღლესი ხარისხის ქართული ქვების – გრანიტის, კირქვის და ბაზალტის შეძენაცაა შესაძლებელი და რაც მთავარია  „ზოდის“ ოსტატებს თქვენთვის სასურველი დიზაინის ნებისმიერი ნაკეთობის დამზადება შეუძლიათ.

ჯაოკენი

” ჯაოკენის” შოურუმები, საქართველოს მასშტაბით არის წარმოდგენილი, კომპანია უზრუნველყოფს მსოფლიო დონის ბრენდებისა და ინოვაციური პროდუქტების იმპორტს ქვეყანაში. „ჯაოკენის“ ძირითადი მიმართულებებია: კერამიკული და კერამოგრანიტის ფილები, ლამინირებული იატაკი, პარკეტი, შპალერი ლაქ-საღებავები, სანტექნიკა, სააბაზანო ოთახის ავეჯი და აქსესუარები.

არტ დეკორი +    

როგორი დიზაინიც არ უნდა გადაწყვიტოთ, რემონტისთვის საღებავის შეძენა აუცილებლად დაგჭირდებათ, ამიტომ აუცილებლად უნდა ესტუმროთ „არტ დეკორ +“ , სადაც მაღალი ხარისხის ბერძნული ლაქ-საღებავების ძალიან დიდი არჩევანი დაგხვდებათ ექსტერიერისა თუ ინტერიერისათვის. აქ შეგიძლიათ შეიძინოთ ისეთი ბრენდები, როგორიცაა ვიტექსი, იზომატი, გარდა საღებავებისა შეძლებთ ჰიდროსაიზოლაციო, ანტიკორზიული საშუალებებისა და სხვა სამშენებლო სარემონტო მასალების შეძენას .

ELECO

როცა რემონტის ძირითადი ელემენტები სრულდება, დღის წესრიგში დგება არანაკლებ მნიშვნელოვანი ელექტროობის საკითხი, რაც თითოეული ოთახისთვის განსაკუთრებულ მიდგომასა და გონიერებას მოითხოვს. ელექტროტექნიკური პროდუქციის მრავალფეროვანი არჩევანი ელეკოს შოურუმში დაგხვდებათ. აქ მარტივად შეარჩევთ როზეტებს, ჩამრთველებსა და სხვა დეტალების თქვენი ახალი სახლისთვის.

ვაშინგტონში მდებარე უძველესი სახლის რედიზაინი იერემია ბრენტის მიერ

ადამიანი ლეგენდა: არქიტექტორი ლუიჯი კაჩია დომინიონი