in

უნიტაზი VitrA-გან – 5 მიზეზი მის ასარჩევად

სველი წერტილები სახლის უმთავრეს ზონას წარმოადგენს, ამიტომ ჰიგიენური კუთხის კეთილმოწყობას უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება. ამ სივრცეში უნიტაზი ის განსაკუთრებული ელემენტია, რომელსაც ყველაზე მეტრად სჭირდება მოვლა და მუდმივ სისუფთავეზე ზრუნვა, რომ საცხოვრებელი ბაქტერიების მთავარ წყაროდ არ გადაიქცეს. ამასთანავე, პროდუქტმა დიდხანს უნდა გაძლოს, შესაბამისად, უნიტაზის მასალა ხარისხითა და მდგრადობით უნდა გამოირჩეოდეს, რათა ხანგრძლივად შეძლოს პირვანდელი სახის შენარჩუნება.

თანამედროვე ინტერიერის დიზაინში უნიტაზის არა მხოლოდ ფუნქციურ დანიშნულებას, არამედ მის ესთეტიკურ მხარესაც უდიდესი ყურადღება ექცევა. სასურველია, პროდუქტი სააბაზანოს ინტერიერს ესადაგებოდეს და მას ბევრად უფრო საინტერესოსა და მომხიბვლელს ხდიდეს. დღესდღეობით დიზაინერები უპირატესობას ყველაზე ტრენდულ მოდელებს, ჩასაშენებელი ავზის მქონე უნიტაზებს ანიჭებენ, რომლებიც ვიზუალურად მეტად დახვეწილი და ელეგანტურია, ამასთანავე ისინი არ იკავებენ დიდ ადგილს და ერთიანი, მოცულობითი სივრცის ეფექტს ქმნიან.

თანამედროვე ტექნოლოგიების დამსახურებით, შექმნილია ე.წ. “ჭკვიანი უნიტაზები”, რომლებიც დისტანციურად, სენსორებით იმართება, რაც ბევრად უფრო კომფორტულსა და მოსახერხებელს ხდის მათ გამოყენებას. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ თანამედროვე მოდელების უმეტესობა ეკო-მეგობრულ პროდუქტს წარმოადგენს – სპეციალური საშხაპე უნიტაზების დახმარებით, ქაღალდის მოხმარება საგრძნობლად მცირდება, რაც გარემოს ზედმეტი ნარჩენებისა და დაბინძურებისგან იცავს. ამ ყოველივეს გათვალისწინებით, მწარმოებლები უნიტაზების მრავალ საინტერესო ვარიანტს გვთავაზობენ, ერთ-ერთ ასეთ გამორჩეულ ხაზს კი VitrA-ს პროდუქცია ქმნის, რომელიც უნიტაზების ხარისხიან და მრავალფეროვან არჩევანს სთავაზობს მომხმარებელს.

რატომ მაინცადამაინც VitrA?

თანამედროვე დანადგარები ცხოვრებას ბევრად უფრო კომფორტულს და ჩვენს საჭიროებებზე მორგებულს ხდის, რაც ყოველდღიურობას საგრძნობლად გვიმარტივებს. VitrA-ს უნიტაზების ფართო არჩევანი, გარდა იმისა, რომ გამოირჩევა ხარისხით, დიზაინით, დახვეწილი ფორმებითა და ფერებით, მთლიანად ერგება თანამედროვე ტექნოლოგიებს და  21-ე საუკუნის ახალ სტანდარტებს სრულად აკმაყოფილებს. აღნიშნული პროდუქცია არაერთი უპირატესობით ხასიათდება:

1. VitrA Clean

VitrA Clean ტექნოლოგიების წყალობით, ზედმეტი დროისა და ენერგიის ხარჯვის გარეშეა შესაძლებელი უნიტაზების სისუფთავის დაცვა. ამ ტექნოლოგიების დამსახურებით, ზედაპირზე არ რჩება წყლისა და სხვა ნივთიერებების წვეთები და მუდმივი სიმშრალე დიდი ხნის განმავლობაში ნარჩუნდება. VitrA-ს პროდუქცია VitrA Clean-ის კერამიკის გამოწვის სპეციალური ტექნოლოგიითაა დამზადებული, რაც იმის საშუალებას იძლევა, რომ ზედაპირს რბილი საწმენდი საშუალებების გამოყენებით, ძალიან ადვილად მოსცილდეს ჭუჭყი და თხევადი ნივთიერებები. ამასთანავე, ინტენსიური წმენდის შემთხვევაშიც კი  VitrA Clean ტექნოლოგია საიმედოდ იცავს ნებისმიერი ზედაპირის კერამიკას და ხანგრძლივად უზრუნველყოფს უნიტაზის პირვანდელ სახეს.

2. VitrA Hygiene

VitrA Hygiene წარმოადგენს სპეციალურ ტექნოლოგიას, რომელიც ხელს უშლის ბაქტერიების გავრცელებას და განაპირობებს უნიტაზის ჰიგიენურ სისუფთავეს. ის 99,9%-მდე აფერხებს ბაქტერიებისა და მავნე მიკროორგანიზმების წარმოქმნას უნიტაზის ზედაპირზე. VitrA Hygiene ტექნოლოგია სხვადასხვა ადგილობრივი და საერთაშორისო ლაბორატორიების მიერ არის შემოწმებული და გლობალური პროტოკოლებით (ISO 22196, JIS Z 2801, ASTM E 3031 15 და TSE 13420) დასტურდება, რომ მისი გამოყენება ბაქტერიების წინააღმდეგ ეფექტური და უსაფრთხოა, რაც მუდმივად სუფთა, მოწესრიგებული სააბაზანო ოთახის შენარჩუნებაში გვეხმარება.

3. VitrA Fresh

სველი წერტილების მაქსიმალური ჰიგიენისა და კომფორტისათვის VitrA-მ სპეციალური, VitrA Fresh ტექნოლოგია შექმნა, რომლის ავზი უნიტაზის უკანა ნაწილშია ინტეგრირებული და თხევადი საწმენდი ხსნარებისთვისაა განკუთვნილი. მასში არსებული ხსნარი, ყოველი ჩარეცხვისას ერევა წყალს და უნიტაზს ეფექტურად წმენდს. VitrA Fresh სისტემა თხევად სარეცხ საშუალებას უნიტაზის შიდა ზედაპირზე ანაწილებს, რაც საგრძნობლად ამცირებს ჰიგიენაზე ზრუნვისთვის განკუთვნილ დროს და სველ წერტილებში მუდმივად სასიამოვნო სურნელსა და ჯანსაღ გარემოს განაპირობებს. აღსანიშნავია ისიც, რომ VitrA Fresh-ის კონტეინერი იტევს 0,8 ლიტრ სითხეს, სისტემის სამუშაო ტემპერატურა კი 1°C – 40°C -ია. დისპენსერი ისეა დაპროექტებული, რომ ჩამრეცხ ღილაკზე ყოველი დაჭერით, განსაზღვრული რაოდენობის სარეცხი საშუალება ავზიდან გამომავალ წყლის ნაკადს უერთდება და ხანგრძლივად ინარჩუნებს სუფთა და ჰიგიენურ გარემოს.

4. Rim-ex

მეტი კომფორტისა და ცხოვრების წესის გაუმჯობესების მიზნით, VitrA-ს მიერ შექმნილმა Rim-Ex-ის სისტემამ, უნიტაზის შიდა მხარეს განლაგებული ჭრილები კერამიკის სწორი ზედაპირით ჩაანაცვლა, რაც უნიტაზის მოვლას კიდევ უფრო ამარტივებს. ჩარეცხვის დროს Rim-Ex-ის წყლის გამშლელი წყალს ისე ანაწილებს, რომ მან სრულად დაფაროს და ეფექტურად გაწმინდოს უნიტაზის მთლიანი შიდა ზედაპირი. დამატებითი ჰიგიენის უზრუნველსაყოფად, შესაძლებელია წყლის გამშლელი სარქველის მოხსნა და მისი გაწმენდაც. აღსანიშვანია, რომ VitrA მომხმარებელს კერამიკაზე 10 წლიან გარანტიას სთავაზობს, რაც პროდუქციის ხარისხსა და მდგრადობაზე მეტყველებს.

5. V-Care

VitrA-ს მიერ შექმნილი V-Care საშხაპე უნიტაზი კომფორტის, პრაქტიკულობისა და დიზაინის სრულყოფილ ნაზავს წარმოადგენს, რომელიც ჰიგიენის მაღალ სტანდარტებს სრულად აკმაყოფილებს. V-care სისტემა უზრუნველყოფს თქვენს კომფორტსა და სისუფთავეს და საჭიროებების შესაბამისად, გთავაზობთ წყლისა და საშრობი სისტემების რეგულირებას და სასურველი ტემპერატურის არჩევის შესაძლებლობას. დისტანციური მართვის გამოყენებითა და ავტომატური სახურავის წყალობით კი უნიტაზთან შეხება არც კი დაგჭირდებათ. აღნიშნული სისტემა მთლიანად ერგება თანამედროვე მოთხოვნებს და ახალი ტექნოლოგიების წყალობით მოსახერხებელ, სუფთა და ვიზუალურად მიმზიდველ პროდუქტს ქმნის.

საერთაშორისო ბაზარზე აღიარებული თურქული ბრენდის, VitrA-ს მრავალფეროვანი უნიტაზების შეძენა საქართველოში, VitrA Georgia-ს მაღაზიებშია შესაძლებელი, რომლებიც თბილისში ა.ბელიაშვილის N142 ნომერში და ბათუმში შ.ხიმშიაშვილის N1-ში მდებარეობს.

8 მაღაზია თბილისში, სადაც ჩამრთველებსა და როზეტებს შეიძენთ

იორნ უტზონი — არქიტექტორი, რომელმაც სიდნეის ოპერის თეატრი დააპროექტა