in

იორნ უტზონი — არქიტექტორი, რომელმაც სიდნეის ოპერის თეატრი დააპროექტა

სიდნეის ოპერის თეატრის ცნობილი არქიტექტორი — იორნ უტზონი 1918 წლის 9 აპრილს კოპენჰაგენში, დანიაში დაიბადა. იორნი იყო საზღვაო არქიტექტორის ვაჟი, რის გამოც მას განუვითარდა ინტერესი გემების მიმართ და საზღვაო კარიერის შექმნაზეც კი ფიქრობდა. გაიზარდა რა ხელოვნებით ღრმად დაინტერესებულ ოჯახში, 1937 წელს იორნი დანიის სამეფო სახვითი ხელოვნების აკადემიაში ჩაირიცხა.

1937-1942 წლებში იორნი სწავლობდა კოპენჰაგენის არქიტექტურის სკოლაში, შემდეგ წავიდა სტოკჰოლმში და იქ, სამი წლის განმავლობაში შვედი არქიტექტორის — გუნარ ასპლუნდას დაქვემდებარებაში მუშაობდა. 1946 წელს იგი გაემგზავრა შეერთებულ შტატებში, სადაც სწავლობდა ექვსი თვის განმავლობაში. ამ პერიოდს კი მოჰყვა სტაჟირება ფინელი არქიტექტორისა და დიზაინერის — ალვარ აალტოს ოფისში, ფინეთში.

Paustian House, Copenhagen
Kingo Houses, Helsingør, Denmark

იორნმა შემდეგი ათწლეული მთელი მსოფლიოს მასშტაბით მოგზაურობაში გაატარა, მათ შორის ისეთი მიმართულებებით, როგორიცაა მაროკო, მექსიკა, შეერთებული შტატები, ჩინეთი, იაპონია, ინდოეთი და ავსტრალია. არქიტექტორის ცხოვრების ამ ეტაპმა მის კარიერაზე მნიშვნელოვანი კვალი დატოვა. მართალია, იორნის პროექტების უმეტესობა დანიაში განხორციელდა, თუმცა მსოფლიო აღიარება მას სიდნეის ოპერის თეატრმა მოუტანა.

Sydney Opera House

1970-იანი წლების დასაწყისში იორნ უტზონი ოჯახთან ერთად საცხოვრებლად ესპანეთის კუნძულ მაიორკაზე გადავიდა. თუმცა, გარკვეული პერიოდი მან გადაწყვიტა მთებში, უფრო შორეულ მხარეში დასახლებულიყო, ხოლო სიცოცხლის ბოლო წლები კვლავ მაიორკაზე, თავისივე დაპროექტებულ სახლში – Can Feliz-ში გაატარა.

Kuwait National Assembly Building
არქიტექტორის სახლი, ჰელებაეკი
Utzon Center, Aalborg, Denmark
Elineberg Housing, Helsingborg, Sweden

Bagsværd Church, Copenhagen

უნიტაზი VitrA-გან – 5 მიზეზი მის ასარჩევად

სანათების ბრენდი TOOY უკვე საქართველოშია