in

სანათების ბრენდი TOOY უკვე საქართველოშია

28 თებერვალს „ფაბრიკაში“ იტალიური დეკორატიული სანათების ბრენდის TOOY-ის წარდგენის ღონისძიება გაიმართა, რომლის მთავარი პარტნიორი საქართველოში Salotti – იტალიური ავეჯისა და განათებების შოურუმია. TOOY-ის დამფუძნებლები, იტალიელი ცოლ-ქმარი Valeria Giacomozzi და Valerio Tidei არიან, რომლებიც საქართველოში პირველად სწორედ ამ ღონისძიებისთვის ჩამოვიდნენ, რათა ქართველ მომხმარებლებსა და ბრენდის მოყვარულებს პირადად შეხვედროდნენ.

TOOY-ის ისტორია 1959 წელს, პატარა სახელოსნოდან იწყება, რომელიც Valeria-ს მამას ეკუთვნოდა. მოგვიანებით მან საკუთარი კომპანია TOOY მეუღლესთან ერთად დააარსა და დღეს ის მთელ მსოფლიოში ცნობილ, გამორჩეული დიზაინისა და ხელწერის სანათების ბრენდს წარმოადგენს. კოლექციაში წარმოდგენილია საინტერესოდ  შერწყმული ძველი იტალიური სტილისა და თანამედროვე ტექნოლოგიების შედეგად შექმნილი პროდუქცია.

იტალიური სანათების ბრენდის დიზაინი ფორმების, დახვეწილი მასალებისა და მინიმალისტური დიზაინის შესწავლას ეფუძნება. TOOY ასახავს იტალიური ოჯახის მოგზაურობის ისტორიას, რომელიც დიდი ხნის წინ, უწყვეტი მოძრაობის სურვილითა და ადგილობრივი მიწის სიყვარულით დაიწყო. ბრენდის მთავარი კონცეფცია მომავლის ახლებურ ხედვას გულისხმობს, რომელიც არაერთ ექსპერიმენტს, ინოვაციასა და საინტერესო კოლაბორაციებს აერთიანებს, რათა შექმნას არა მარტო საინტერესო დიზაინის დეკორატიული სანათები, არამედ ნამუშევრებით სრულყოფილი ესთეტიკა და გამოხატოს დახვეწილი გემოვნება.

 TOOY-ის წამყვანი დიზაინერები მჭიდროდ  თანამშრომლობენ კომპანიის საწარმო გუნდთან, რომ შექმნან გამორჩეული პროდუქტი ნებისმიერი გემოვნების მქონე მომხმარებლისთვის.

28 თებერვლის ღონისძიებაზე მიწვეულ სტუმრებს ბრენდის დამფუძნებლებმა – Valeria Giacomozzi-მ და Valerio Tidei-მ, იტალიის ელჩის მოადგილემ ნიკოლა ოიორიომ, შოურუმ Salotti-ის წარმომადგენელმა – თორნიკე ქირიამ და  TOOY-ის გენერალური გაყიდვების მენეჯერმა ამიერკავკასიაში – ნინო ლეგაშვილმა მიმართეს და დამსწრე საზოგადოებას ბრენდის ისტორიისა და კონცეფციის შესახებ მცირე პრეზენტაცია წარუდგინეს, შემდგომ კი გაიმართა გათამაშება, რომლის ფარგლებშიც შემთხვევითი პრინციპით შერჩეულმა ხუთმა მონაწილემ კომპანია Salotti-ისა და TOOY-ისგან საჩუქრები მიიღო.

დარბაზში წარმოდგენილი იყო TOOY-ის სანათების კოლექციიდან და Salotti-ის შოურუმიდან რამდენიმე პროდუქტი, სტუმრებს კი მათი დათვალიერებისა და პროდუქციის გაცნობის შესაძლებლობა ჰქონდათ. საღამოს მუსიკალურად აფორმებდა DJ Anano Svansikh, სტუმრებს კი შეეძლოთ დაეგემოვნებინათ იტალიელი შეფის მიერ სპეციალურად ამ საღამოსთვის შექმნილი კერძები.

ფოტოების ავტორი – ლაშა ფალავანდიშვილი

იორნ უტზონი — არქიტექტორი, რომელმაც სიდნეის ოპერის თეატრი დააპროექტა

თანამედროვე ინტერიერი ინდუსტრიულ სტილში – სტუდია ZROBIM architects-ის ოფისი თბილისში