in

8 ნივთი სახლისთვის, რომელიც „ალდაგისა“ და VELI.store-ის აქციის ფარგლებში უნდა შეიძინოთ

სახლისთვის ახალი ნივთების შეძენა ან მოძველებული ტექნიკის განახლება ყოველთვის კარგი გადაწყვეტილებაა. გარდა იმისა, რომ  შენაძენი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების ხარისხს აუმჯობესებს და კომფორტულ საცხოვრებელ გარემოს გვიქმნის, ის სივრცეს აახლებს, მას ახალი ენერგიით ავსებს და რაც მთავარია, დადებითად მოქმედებს ჩვენს განწყობაზე.

არავისთვის არის საიდუმლო, რომ საყიდლებისგან მიღებული სიამოვნება ბევრად უფრო დიდია აქციების პერიოდში. სწორედ ამიტომ, ჩვენ მუდმივად ვაცნობთ ჩვენს მკითხველს ინფორმაციას სხვადასხვა ფასდაკლების შესახებ. ამჯერად ძალიან საინტერესო შეთავაზებას გვთავაზობს “ალდაგისა” და “ველის” ერთობლივი კამპანია. მომხმარებელმა უკვე იცის, რომ ციფრული გაყიდვების პლატფორმა VELI.store  გამორჩეული სივრცეა ქართულ ბაზარზე და იგი ადამიანებს უნიკალური სერვისით უზრუნველყოფს  – სახლიდან გაუსვლელად, ერთ კომფორტულ სივრცეში ნებისმიერი პროდუქტის შეძენა და მისი მიღება უმოკლეს ვადებშია შესაძლებელი, რაც ცხადია, საკმაოდ ხელსაყრელი და მოსახერხებელია.

მოცემული აქციის ფარგლებში, რომელსაც “ალდაგი” გვთავაზობს 8 მაისიდან 16 ივნისამდე, მომხმარებელი, რომელიც „ალდაგში“ სახლის სრულ დაზღვევას შეიძენს, „ველიში” შოპინგისთვის 150 ლარიან ვაუჩერს მიიღებს, ხოლო არსებული მომხმარებლები 20 ლარიანი ვაუჩერით (100 ლარიან შენაძენზე), ველიზე ნებისმიერი პროდუქტის შეძენას შეძლებს.

VELI.store-ის მრავალფეროვანი ასორტიმენტიდან ჩვენთვის, ტრადიციულად, ყველაზე საინტერესო სახლის ნივთები აღმოჩნდა. ქვემოთ სწორედ იმ პროდუქტების ჩამონათვალს გთავაზობთ, რომელთა შეძენა, აღნიშნული აქციის ფარგლებში, განსაკუთრებით მომგებიანი იქნება:

Swan-ის მიკროტალღური ღუმელი 

მიკროტალღური ღუმელი კერძების მომზადების პროცესს უფრო მრავალფეროვანს და მარტივს გახდის. აღნიშნული მოდელი მოსახერხებელი ფუნქციებით გამოირჩევა და გალღობის, გაცხელების, ავტომატური და სწრაფი მომზადების განსხვავებული რეჟიმები აქვს. პრაქტიკულობასთან ერთად, ღუმელი სასიამოვნო დიზაინითაც გამოირჩევა და ის თქვენს სამზარეულოს აუცილებლად მეტად მომხიბვლელს გახდის.

პროდუქტის შესაძენად გადადით ბმულზე

Dyson-ის მტვერსასრუტი

მტვერსასრუტი სახლში მუდმივი წესრიგისა და სისუფთავის შენარჩუნებაში გვეხმარება. ამიტომ სწრაფი, ეფექტური, ხარისხიანი და კომფორტული ხელსაწყო ნებისმიერი საცხოვრებელი სივრცისთვის მნიშვნელოვანი ელემენტია. მოცემული მოდელი გამოირჩევა იმით, რომ ის უნიკალური ფილტრაციის სისტემითაა აღჭურვილი და მტვრის უმცირეს ნაწილაკებსაც იჭერს. ამავდროულად, არაა ალერგიული და ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტს წარმოადგენს. მტვერსასრუტს მოჰყვება სხვადასხვა დანიშნულების აპარატები, რომლებიც თქვენს ყოველდღიურობას საგრძნობლად შეამსუბუქებს. და რაც მთავარია, აღნიშნულ მოდელს არ გააჩნია სადენი, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი გამოყენება თავისუფლად და შეუზღუდავად არის შესაძლებელი სახლის ნებისმიერ წერტილში.

პროდუქტის შესაძენად გადადით ბმულზე

Karcher-ის ხელის მტვერსასრუტი

თუ უფრო მსუბუქ, კომპაქტურ და პატარა მტვერსასრუტს ეძებთ, რომელიც თქვენს საძინებელს, სამზარეულოს, ავტომობილსა თუ ავეჯს ყოველდღიურად დაასუფთავებს, მაშინ Karcher-ის ხელის მტვერსასრუტი ნამდვილად საუკეთესო გადაწყვეტილება იქნება. პროდუქტის ორ საფეხურიანი ფილტრი უზრუნველყოფს გაფილტრული და ჯანსაღი ჰაერი გამოედინებას აპარატიდან, რაც სივრცის სისუფთავესა და ეკოლოგიურ უსაფრთხოებას განაპირობებს.

პროდუქტის შესაძენად გადადით ბმულზე

Ninja-ს ბლენდერი

წვენების, გასაგრილებელი სასმელების, დესერტებისა და სოუსების მოსამზადებლად ბლენდერი აუცილებლად დაგჭირდებათ, განსაკუთრებით გაზაფხულისა და ზაფხულის სეზონებზე, როდესაც ხილ-ბოსტნეულით ჯანსაღი კერძების მომზადება შეგვიძლია. უჟანგავი ფოლადის საჭრელი დანებით აღჭურვილი პროდუქტი, ხანგრძლივად უზრუნველყოფს თქვენს ყოველდღიურ კომფორტს და მოსამზადებელ პროცესს გაგიმარტივებთ. სასურველი რეჟიმის არჩევით, თქვენ შეძლებთ შესაბამისი კერძისა თუ სასმლის მომზადებას და განსხვავებული გემოთი ისიამოვნებთ.

პროდუქტის შესაძენად გადადით ბმულზე

Koopman-ის ტაფებს ნაკრები

ტაფა ის მნიშვნელოვანი ხელსაწყოა, რომელიც ყოველდღიურად კერძის მოსამზადებლად გვჭირდება, ამიტომ აქციის ფარგლებში მისი განახლება, ვფიქრობთ, იდეალური გადაწყვეტილება იქნება. განსხვავებული ზომის, ალუმინის ტაფები კულინარიული ექსპერიმენტების ჩატარებაში დაგეხმარებათ და დიდი ხნის განმავლობაში პირვანდელ სახეს შეინარჩუნებს.

პროდუქტის შესაძენად გადადით ბმულზე

Karaca-ს დესერტის ნაკრები 

სივრცის განახლებისას ჭურჭელი ერთ-ერთ მნიშვნელოვან როლს თამაშობს, ამიტომ, თუ ახალი, დახვეწილი და განსხვავებული დიზაინის ჭურჭლის ნაკრების შეძენას გადაწყვეტთ, ჩვენ Karaca-ს დესერტის თეფშებს გირჩევთ. რომლებიც პრაქტიკულ გამოყენებასთან ერთად, ესთეტიკური თვალსაზრისითაც გამოირჩევა და თქვენს სუფრას მეტ ორიგინალურობას შესძენს.

პროდუქტის შესაძენად გადადით ბმულზე

Stojo-ს კონტეინერი

კონტეინერი ის პროდუქტია, რომელიც აუცილებლად უნდა გქონდეთ სახლში. თუ ჰაერზე გასვლასა და სადილობას გადაწყვეტთ, მაშინ კომპაქტური, ტევადი და ხარისხიანი საკვების სათავსო თქვენი იდეალური მეგზური იქნება. აღნიშნულ მოდელში შეგიძლიათ ნებისმიერი ტემპერატურის საკვები მოათავსოთ, კონტეინერი კი მის სიჯანსაღესა და პირვანდელ მდგომარეობას დიდი ხნის განმავლობაში შეინარჩუნებს.

პროდუქტის შესაძენად გადადით ბმულზე

Patisse-ს ცომის საჭრელი 

ეს პატარა, მაგრამ კულინარიის მოყვარულთათვის საჭირო ნივთი, დიასახლისებს ყოველდღიურობას აუცილებლად გაუმარტივებს. ის უზრუნველყოფს ცომის თანაბრად დაჭრას და დაგეხმახმარებათ საკონდიტრო ნაწარმის უკეთ მომზადებაში. სწორედ ამიტომ, სპეციალური ცომის საჭრელი დანა ის ნივთია, რომელიც ყველა სამზარეულოს უჯრაში უნდა ინახებოდეს.

პროდუქტის შესაძენად გადადით ბმულზე

ავტორი: მეკო მეტრეველი

5 იდეა ფერმის სტილის სამზარეულოს შესაქმნელად

XX საუკუნის ერთოჯახიანი რეზიდენციის გუსტავ კარლსონისეული რენოვაცია