in

როგორ გავხადოთ გარდერობი უფრო ორგანიზებული?

გარდერობის წესრიგში მოყვანა ხშირად დიდ თავსატეხად იქცევა ხოლმე. რაც დრო გადის, სამოსი უფრო გროვდება და უკვე ვეღარ ვხვდებით ხოლმე, სად და როგორ უნდა მოვათავსოთ უამრავი ნივთი. ამ შემთხვევაში, მნიშვნელოვანია, იფიქროთ გარდირობის ორგანიზებაზე, რის შესახებაც ამ სტატიაში რჩევებს გაგიზიარებთ.

გამოიყენეთ კედელი

თუკი თქვენს გარდერობში არის თავისუფალი კედელი, აუცილებლად გამოიყენეთ ის – დაკიდეთ მასზე თქვენი ჩანთები და აქსესუარები, რაც ნამდვილად გამოგითავისუფლებთ ადგილს სათავსოებში.

გამოიყენეთ საფულეების/ხელჩანთების სათავსო

თქვენი საფულეებისა და ხელჩანთების ერთად და უწესრიგოდ მოთავსება მათ კარგს არაფერს მოუტანს. საამისოდ არსებობს მათი სპეციალური გამყოფები, რომლებში მოთავსების მერეც ისინი უსაფრთხოდ იქნებიან ჩალაგებულები.

გამოიყენეთ გარდერობის სისტემა


გარდერობის სისტემები დაგეხმარებათ მაქსიმალურად გამოიყენოთ თქვენი სივრცე. ჩამოკიდებული ბარები, სათავსოები და უჯრები უზრუნველყოფენ თქვენი ტანსაცმლის ორგანიზებას და ასევე იმას, რომ ყველაფერს თავისი ადგილი ჰქონდეს და მარტივად იპოვოთ ნებისმიერი ნივთი.

იყავით მოქნილი

თქვენი გარდერობი იცვლება სეზონთან და წლებთან ერთად. შესაბამისად, თქვენ უნდა შექმნათ ისეთი სათავსო, რომელიც ნებისმიერ დროს გამოსადეგი იქნება. უჯრის ეს გამყოფები შეიძლება გამოიყენოთ ნებისმიერი ნივთის ორგანიზებისთვის, მათ შორის: შარფები, ქამრები, წინდები და სხვა.

სამოსის ჩამოკიდება

კარადაში ტანსაცმლის დაკიდება არის სამოსის ორგანიზების მარტივი გზა, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ თქვენ გაქვთ ბევრი ტანსაცმელი, კოსტიუმი ან კაბა. მნიშვნელოვანია, ყურადღება მიაქციოთ ტანსაცმლის ორგანიზებულად ჩამოკიდებას – თუნდაც, ეტიკეტების, სიგრძის, კატეგორიის მიხედვით და დაკიდოთ ისინი ერთად.

გამოიყენეთ დახრილი თაროები ფეხსაცმლისთვის

დახრილ თაროებზე ფეხსაცმლის შენახვა აადვილებს თაროების შიგთავსის დანახვას. დახრილი თაროების დაყენებამდე გაითვალისწინეთ რამდენი წყვილი ფეხსაცმელი გჭირდებათ შესანახად და რა ზომისაა ისინი.

ფოკუსირდით განათებაზე

დიდია თუ პატარა თქვენი კარადა, კარგი განათება მას კიდევ უფრო ფუნქციურს გახდის. ნათურები შეიძლება გამოიყენოთ სათავსოში დამატებითი განათებისთვის, რაც სასარგებლოა თუნდაც გამოსაცვლელი ადგილისთვის. თუ თქვენს გარდერობს აქვს ფანჯარა, გამოიყენეთ ჟალუზი, რადგანაც მზის მუდმივმა შუქმა შეიძლება გამოიწვიოს ტანსაცმლის გაუფერულება.

გარდერობის სარკე

თუ თქვენი კარადა ასევე არის თქვენი გასახდელის ადგილი, გახადეთ ის უფრო ფუნქციური კომოდთან დიდი სარკის ჩამოკიდებით. ან განიხილეთ იატაკამდე სიგრძის სარკის დაფიქსირება კარზე.

ჩაშენებული საუთოო დაფა

თქვენი გარდერობი კიდევ უფრო კომფორტული და სასიამოვნო იქნება, თუკი აქვე ჩააშენებთ საუთოო დაფას. მისი მეშვეობით სასურველი ტანსაცმლის დაუთოვება მყისვე შეგეძლებათ.

გამოიყენეთ ეტიკეტები

ხშირად ხდება ხოლმე ისე, რომ გვავიწყდება ან უბრალოდ ვერ ვარჩევთ რომელ სათავსოში რა დევს, განსაკუთრებით, თუ ეს სათავსოები მოძრავია (მაგ: კალათა, ჩანთა და ა.შ). მათ გასარჩევად შეგიძლიათ, ეტიკეტები გამოიყენოთ.

უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვა Area.ge-ზე

რემონტის გიდი: როგორ დავგეგმოთ როზეტებისა და ჩამრთველების განლაგება საძინებელში