in

როგორ გამოვიყენოთ ლილვაკი და ფუნჯი კედლის შეღებვისას? – 5 რჩევა პროფესიონალებისაგან

სახლში კედლების შეღებვის დროს, ჩვენ ყველაზე დიდ დროს საღებავის არჩევას ვუთმობთ, რათა ფერი იდეალურად მოერგოს ოთახის ინტერიერს, თუმცა, საჭირო აქსესუარებისა და ტექნიკის გარეშე, დიდი სიზუსტით შერჩეული ფერიც კი შეიძლება, რომ გაშრობის შემდეგ, სულ სხვა ტონალობაში მიიღოთ.

ექსპერტები გვაძლევენ 5 პროფესიონალურ რჩევას, რომელიც კედლის იდეალური ფერის მიღებაში დაგეხმარებათ.

ლილვაკი გააჯერეთ იმაზე მეტი საღებავით, ვიდრე ფიქრობთ, რომ საჭიროა

სანამ ლილვაკით კედლის შეღებვის პროცესს დაიწყებთ, თქვენ მას საღებავში ავლებთ, თუმცა ხშირად ფიქრობთ, რომ ორჯერ ან სამჯერ მისი საღებავის ჭურჭელში მოთავსება სრულიად საკმარისია. სინამდვილეში, თუ გსურთ რომ ფერი კედელზე იდეალურად დაჯდეს, საჭიროა, რომ ის საღებავში ათჯერ მაინც ამოავლოთ.

მსგავსი ტექნიკა საღებავის დიდი რაოდენობით ფლანგვას არ გამოიწვევს, რადგან ლილვაკი ზედმეტი საღებავით იჟღენთება და მის გამოყენებას მოგვიანებით, კედლის სხვა ნაწილში შეძლებთ,

შეცვალეთ ლილვაკი ყოველი ახალი სექციის დაწყების შემდეგ

ერთი და იმავე ლილვაკით რამდენიმე კედლის შეღებვა რეკომენდებული არ არის, რადგან, საბოლოო ჯამში, თქვენთვის სასურველ ფერს ვერ მიიღებთ. როდესაც ოთახის ერთი კედლის შეღებვას დაასრულებთ, სჯობს ლილვაკი შეცვალოთ და ახალი კედელი ახალი ხელსაწყოთი შეღებოთ.

არ დაატანოთ ძალა ლილვაკს

როდესაც გვეჩვენება, რომ ფერი კედელზე საკმაოდ მქრქალია ან ტექსტურა აქვს, ლილვაკს უფრო მეტად ვაწვებით, რათა ხარვეზები დავფაროთ, თუმცა ეს იწვევს იმას, რომ ფერი ზოგიერთ ადგილებში უფრო მეტად მუქდება.

ამ პროცესის თავიდან ასარიდებლად, სჯობს, რომ საღებავის გაშრობას დაელოდოთ და საჭიროების შემთხვევაში, მეორე ან მესამე ფენა საღებავი გამოიყენოთ.

შეარჩიეთ ლილვაკის სისქე სწორად

თითოეულ ლილვაკს აქვს კონკრეტული სისქე, რომელიც ღებვის პროცესში საკმაოდ მნიშვნელოვანია. კარგი შედეგის მისაღებად ექსპერტები გვირჩევენ დაახლოებით 0,9სმ-ის სისქის ლილვაკის გამოყენებას. თუმცა, თუ ოთახს ტექსტურირებულ სტილში ღებავთ, შესაძლებელია უფრო სქელი ლილვაკის გამოყენებაც.

ლილვაკის სისქე აბალანსებს საღებავის ფენებს და ფერებს კედელზე, რაც იდეალური შედეგის მიღებაში დაგეხმარებათ.

საღებავში ფუნჯის მხოლოდ ნახევარი ნაწილი ამოავლეთ

თუ ლილვაკის ნაცვლად ფუნჯს იყენებთ, გაითვალისწინეთ, რომ მას აქვს სექციები. ფუნჯის ერთი ნახევარი საღებავით გაჯერებასა და ფერის განაწილებაზეა პასუხისმგებელი, ხოლო მეორე ნაწილს ე.წ “ფერის დამჭერის” ფუნქცია აქვს.

აქედან გამომდინარე, საღებავში ფუნჯის მთლიანი ნაწილი არ უნდა ამოავლოთ და მისი ზედა ნახევარი ყოველთვის მშრალად უნდა დატოვოთ.

შესაძლოა, ეს რჩევები რთულ გამოწვევად გეჩვენებოდეთ, თუმცა მათი დაცვის შემთხვევაში საქმეს ბევრად უფრო გაიმარტივებთ და შეძლებთ, ზუსტად ისეთი ფერის მიღებას, როგორზეც პროექტის დაწყებამდე ფიქრობდით.

Dyson-მა ბუქარესტის რეგიონულ ღონისძიებაზე ახალი პროდუქტები წარადგინა

რივერ პარკი – Index | Wealth Management-ის ახალი პროექტი დიღომი #9-ს ტერიტორიაზე