in

იატაკი თუ კედლები – როგორია რემონტის თანმიმდევრობა?

იატაკი თუ კედლები? ამ კითხვაზე ხშირად, გამოცდილ მშენებლებსაც კი უჭირთ სწორი პასუხის პოვნა. მიუხედავად იმისა, რომ ამ შემთხვევაში ცალსახა პასუხი არ არსებობს და ყველაფერი დამოკიდებულია კონკრეტული პროექტის ნიუანსებზე, სტანდარტული სქემა ასეთია: რემონტისას ჯერ კედლების მოპირკეთება ხდება, შემდეგ კი იატაკის.

რემონტი საკმაოდ ძვირადღირებული პროცესია, ასე რომ მუშაობის სწორი თანმიმდევრობა აუცილებელია, რადგან ის დამატებითი ხარჯების თავიდან აცილებაში გვეხმარება. ხოლო დროის მოგების კუთხით, რაციონალურია რამდენიმე საქმის ერთმანეთის პარალელურად კეთდება. მაგალითად, სანამ ერთი ზედაპირის გაშრობას ელოდებით, შეგიძლიათ მეორე შეღებოთ და ასე შემდეგ.

კედლებისა და იატაკის მოპირკეთების თანმიმდევრობის ორი მიდგომა არსებობს. ძირითადი პრინციპი, რომელსაც თითქმის ყველა მშენებელი იყენებს, არის “ზემოდან ქვევით”, ანუ ჯერ ჭერის, შემდეგ კედლების, ბოლოს კი იატაკის გაკეთება. ამის ძირითადი მიზეზი არის ის, რომ სარემონტო საშუალებები შეიძლება კედელზე მუშაობის დროს მოხვდეს ახალ გაკეთებულ იატაკზე და დააზიანოს ის.

ქიმიურ ნაერთებთან მუშაობისას, როგორებიცაა პრაიმერი და სხვა, განახლებული ან სრულიად ახალი დაგებული იატაკიც კი შეიძლება განადგურდეს, რადგან მათ შემადგენლობაში ძალიან ძლიერი ქიმიკატები შედის. ეს განსაკუთრებით ეხება დეკორატიულ თაბაშირს ან კერამიკულ ფილებს, რომლებიც მარტივი ზემოქმედების შედეგადაც შეიძლება დეფორმირდეს ან მასზე ლაქები დარჩეს.

კიდევ ერთი მიზეზი, რის გამოც ჯერ კედლები უნდა გაკეთდეს, არის ის, რომ კომპოზიციის მთლიანად გაშრობას დიდი დრო სჭირდება. როდესაც ახალ დაგებულ იატაკის საფარზე ფეხით დავდივართ, შეიძლება ის დაზიანდეს, გაჩნდეს ნაკაწრები, შეიცვალოს ფერი და ასე შემდეგ. ზოგიერთი ექსპერტი დარწმუნებულია, რომ ამან შესაძლოა მომავალში ორმოები და უთანასწორობა გამოიწვიოს.

თუმცა, თუ მაინც გადაწყვეტთ ჯერ იატაკის საფარი დააგოთ, გირჩევთ რომ შემდგომში კედლებზე მუშაობისას იატაკზე პოლიეთილენი დააფინოთ, ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან პოლიეთილენი კარგად უმკლავდება წებოსა და საღებავების ნაწილაკებს.

“არქიტექტურული ხდომილება” — ინტერვიუ ნატალია ნებიერიძესთან

ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით შექმნილი პროექტი ათენში – ArchitectScripta-ს ნამუშევარი