in

Rooms Studio-ს გამოფენა ნიუ-იორკის Emma Scully-ს გალერეაში

საქართველო ისტორიით გაჟღენთილი ქვეყანაა – ეს არამხოლოდ ჩვენთვის, არამედ სხვა ქვეყნებისთვისაც ასე ჩანს. აქ უძველესი მონასტრებისა და მართლმადიდებლური ეკლესიების კლასიკური ორნამენტები საბჭოთა ეპოქის კოშკებს უპირისპირდება. დიზაინ სტუდია Rooms Studio-სთვის, ანუ ნატა ჯანბერიძისა და ქეთი თოლორაიასთვის ეს მდიდარი მემკვიდრეობა შთაგონების უხვი წყაროა, რომელიც მათ ინტერიერში, ავეჯსა და მრავალფეროვან ობიექტებში გადააქვთ.

სტუდია ატარებს ექსპერიმენტებს ბუნებრივი მასალების მრავალფეროვან არსენალთან ერთად ხელნაკეთი ნივთების დასამზადებლად, ეს მასალებია: ქვა, ტერაცო, თუჯი, ფუტკრის ცვილი, ხე, ბამბა და ჰიმალაის ბამბა. ნატა და ქეთი ყოველთვის სძენენ საკუთარ ნამუშევრებს არქიტექტურულ ხარისხსა და გამოკვეთილ ფოლკლორულ ელფერს.

ახლახან გახსნილი გამოფენა Upper East Side-ში, Emma Scully Gallery-ში აერთიანებს მათ ბევრ უახლეს პროდუქტს. გამოფენა Distant Symphony არის სტუდიის ყველაზე ვრცელი ამერიკული პრეზენტაცია დღემდე. შოუ გაგრძელდება 20 ნოემბრამდე.

რაც შეეხება გალერეას, მხოლოდ გასულ წელს იგი მუშაობდა ისეთ ცნობილ ნიჭიერ არტისტებთან, როგორებიც არიან ჩენ ჩენი და კაი უილიამსი, ბრეხტ განდერ რაიტი, ტელირიკო და ნელ ვერბეკი. გალერეის სია საერთაშორისოა და მოიცავს უამრავ ახალბედას. საერთო თემა არის ის, რომ ყველა ეს დიზაინერი არის ექსპერიმენტებსა და კვლევაზე ორიენტირებული, რაც აშორებს საკოლექციო დიზაინის ინდუსტრიას წმინდა ესთეტიკურ და ტრენდებზე ორიენტირებული დიზაინისგან. Rooms Studio კი იდეალურად შეესაბამება ამ კატეგორიას.

არქიტექტორ ქვინსი ჯონსის განახლებული სახლი ლოს-ანჯელესში

გამწვანების როლი თანამედროვე მრავალბინიან საცხოვრებელ კომპლექსებში – “ნამაი სტანდარტი”