in

რა სიმაღლეზე უნდა დამონტაჟდეს როზეტები სამზარეულოში?

ელექტროგაყვანილობის მოწყობა ავეჯის განლაგებაზე არანაკლებ მნიშვნელოვანია. აუცილებელია სწორი დაგეგმვა და ელექტროენერგიის წყაროების ზუსტი მდებარეობის განსაზღვრა. სწორედ ამაზეა დამოკიდებული, თუ რამდენად მოსახერხებელი იქნება ესა თუ ის სივრცე. დღევანდელ სტატიაში განვიხილავთ, იატაკიდან რა სიმაღლეზე და რა რაოდენობის როზეტები უნდა განთავსდეს სამზარეულოში.

სამზარეულო ყველაზე „ელექტრულად დამუხტული“ ოთახია. აქ მრავალი სხვადასხვა მოწყობილობის ჩართვა ხშირად ერთსა და იმავე დროსაა საჭირო. ამიტომ უნდა გაითვალისწინოთ შემდეგი:

  • ცალკეული კვების წყაროები უნდა განთავსდეს საყოფაცხოვრებო ტექნიკის ძირითადი ნაკრებისთვის, რომელიც მოიცავს გაზქურას, ღუმელს, გამწოვს და მაცივარს. გაითვალისწინეთ, რომ ამ უკანასკნელის დამაგრძელებლის საშუალებით ჩართვა შეუძლებელია.
  • ღუმელის შეერთებისთვის განკუთვნილი როზეტი პირდაპირ მის უკან არ უნდა იყოს. ღუმელის გარშემო კედელს ცარიელს ტოვებენ, ხოლო როზეტი შეიძლება განთავსდეს გვერდით, სამუშაო ზედაპირის ზემოთ ან ქვემოთ. იგივე ეხება ჭურჭლის სარეცხ მანქანასაც — უსაფრთხოების წესების მიხედვით, მის უკანა კედელზე არაფრის დამონტაჟება არ შეიძლება.
  • სამუშაო ზონაში მოათავსეთ რამდენიმე როზეტი. როგორც წესი, მათ წინსაფარზე ამონტაჟებენ. კარგი იქნება, თუ წინასწარ განსაზღვრავთ, რომელ მოწყობილობებს გამოიყენებთ მუდმივად. აჯობებს, დამატებით 1-2 როზეტი დაამონტაჟოთ იმ შემთხვევისთვის, თუ კიდევ შეიძენთ ტექნიკას. როზეტები სამზარეულოს ზედაპირიდან საშუალოდ 15-20 სმ-ით მაღლა უნდა განთავსდეს. ისინი წინსაფრის ქვედა ან ზედა კიდესთან ახლოს უნდა დაამონტაჟოთ.
  • სავარაუდოდ, სამზარეულოში რამდენიმე როზეტი კიდევ დაგჭირდებათ. მათი დამონტაჟება სამზარეულოს ავეჯიდან მოშორებით შეგიძლიათ, მაგალითად, ტელევიზორის, მტვერსასრუტის, ადგილობრივი განათების ჩასართავად და ა. შ.

ენობრივი რედაქტორი: სოფიო მენთეშაშვილი

როგორ ავაწყოთ და დავამონტაჟოთ მწერებისგან დამცავი ბადე ჩვენი ხელით?

ფერადი ავეჯით შექმნილი სახასიათო სტილი ბაგებში — თათია ქარჩხაძის და გიორგი ნასყიდაშვილის ინტერიერი