in

სად შევიძინოთ ბუნებრივი ნაძვის ხეები თბილისში – Homeis.ge გირჩევთ

დიდი ხანია, მორთული ნაძვის ხე სიხარულით სავსე მოლოდინებისა და მომავლის იმედის სიმბოლო გახდაპანდემიით აფორიაქებულ მსოფლიოს 2020  წლის გაცილება განსაკუთრებით უხარია. ბევრმა უკვე მორთო ნაძვის ხე, მაგრამ არიან ისეთებიც, რომლებიც ახლა გეგმავენ შეძენას. ჩვენ შევეცდებით გაგაცნოთ რამდენიმე ადგილი, სადაც ცოცხალი ნაძვის ხის შეძენას შეძლებთ.

საქართველოს ნერგები/seedlings of Georgia

აღმაშენებლის ხეივნის 139-ში მდებარე საქართველოს ნერგებში  – ნაძვის ხეების ფასი 250 ლარიდან 900 ლარამდე მერყეობს.  გარდა სტანდარტული ვიზიტისა, შეგიძლიათ მათ სოციალურ ქსელში დაუკავშირდეთ და სასურველი ნაძვის ხე შეუკვეთოთ.

BOTANICA, აღმაშენებლის ხეივნის მე-12 კმ.

აღმაშენებლის ხეივნის მე-12 კილომეტრზე მდებარეობს “BOTANICA”, ის ახალი გახსნილია და ამჟამად სოციალური ქსელი არა აქვს, თუმცა აქ ნაძვის ხეების დიდი არჩევანია, რომელთა ფასი 250 ლარიდან იწყება.

მწვანე სახლი/Green House

ორთაჭალაში, გორგასლის ქ. N 52-ში მდებარე მწვანე სახლი ასევე ნაძვის ხეების დიდ არჩევანს სთავაზობს მომხმარებელს. ფასი აქაც 250 ლარიდან იწყება და მოქმედებს მიტანის სერვისიც.

Gardenia Shevardnadze

ნიკოლოზ ხუდადოვის ქ. 138-ში მდებარე გარდენიაში ასევე შეძლებთ შეიძინოთ ნაძვის ხეები და აქ მათ მორთვაშიც დაგეხმარებიან. ფასები 1,5 – 2 მეტრიან ნაძვის ხეებზე 200 ლარიდან 500 ლარამდე მერყეობს.

“კოსმოსური ხომალდი” – ნაომი კემპბელის შთაგონებით აშენებული სახლი

სივრცის ოსტატები – DILLER, SCOFIDIO + RENFRO