in

“კოსმოსური ხომალდი” – ნაომი კემპბელის შთაგონებით აშენებული სახლი

Alliance Group
Alliance Group

– როცა გავიღვიძებ, მხოლოდ ცას და საყვარელ ქალს მინდა ვხედავდე!

– თქვენ ხვდებით, რომ ასეთი სახლი ხეებზე მაღალი უნდა იყოს?

– რატომაც არა, მე თქვენ გენდობით!

ეს საუბარი ზაჰა ჰადიდსა და ვლადისლავ დორონინს შორის შედგა და „ირიბი ხაზების დედოფლის“ მიერ ქაღალდის ხელსახოცზე იქვე მოხაზულმა კონტურებმა ერთ-ერთ ყველაზე ფუტურისტულ კერძო პროექტს “Capital Hill” -ს  ჩაუყარა საფუძველი. საუბარი 2006 წელს შედგა და სახლის დასრულებას 12 წელი დასჭირდა.

ბარვიხაში მშენებარე ეს სახლი, რომელიც კოსმოსურ ხომალდს უფრო ჰგავს, დორონინმა მის საყვარელ ქალს, ნაომი კემპბელს მიუძღვნა.

2016 წლამდე ანუ ზაჰას გარდაცვალებამდე, ის მთლიანად იყო ჩართული პროექტში და ყველა დეტალი მასთან შეთანხმებით შესრულდა, ხოლო 2018 წელს მშენებლობა პატრიკ შუმახერმა დაასრულა.

რეზიდენცია 140 მილიონი აშშ დოლარი დაჯდა, ხოლო ზაჰას მომსახურება 100 ათასი აშშ დოლარი. ამ სახლში 90 გრადუსიან კუთხეს ვერ ნახავთ, ყველგან მრუდი ხაზებია. თუმცა როგორც ყველა გენიალური არქიტექტორის ნამუშევრისთვისაა დამახასიათებელი, სახლს ფუტურისტულ შესახედაობასთან ერთად, მაღალი ფუნქციური მახასიათებელი აქვს. „ის ძალიან კომფორტულია საცხოვრებლად“ – ამბობს დორონინი.

სახლის ფართი 2650 კვადრატული მეტრია. აქ არის აუზი, სპა-სალონი, იაპონური ბაღი, ბიბლიოთეკა და ღამის კლუბი. სახლის გამორჩეული შტრიხი ბეტონის თხელი სვეტია, რომელსაც ძირითადი ნაგებობა მიწიდან 22 მეტრზე აქვს ამაღლებული.

«Capital Hill Residence» მეზობლებისგან შორს, ფიჭვის ტყეშია აშენებული. პირველ სართულზე სტუმრების მისაღები ვრცელი დარბაზია განთავსებული. აქაა ბუხარი, სწორკუთხა მაგიდა სკამებით, სამზარეულო, სასადილო და აუზი.

ძირითადი ნაგებობიდან აღმართულია უზარმაზარი კოშკი, საიდანაც ბრწყინვალე ხედები იშლება. კოშკში, რომელიც კოსმოსური ხომალდის გემბანს უფრო ჰგავს, მასპინძლების ვრცელი, პანორამული ფანჯრებით გაწყობილი საძინებლებია. მის ქვემოთ ბავშვების ოთახებია მოთავსებული.

ქვედა სართულზე რუსული აბანო, საუნა და ჰამამია მოწყობილი. აქვეა დიდი სავარჯიშო დარბაზი და სასტუმრო ოთახი.

მილიარდერის სხვა სახლების მსგავსად, ეს შენობა „ეკო-მეგობრულ“ სტილშია აშენებული. ამ ფუტურისტულ ნაგებობაში  თანამედროვე შესრულების ბუნებრივი მასალები ჰარმონიულადაა შერწყმული. შენობა მთლიანად „ჭკვიანი სახლის“ სისტემითაა აღჭურვილი.

ნაომი კემპბელთან გაყრის შემდეგ დორონინმა ეს სახლი აუქციონზე გასაყიდად გამოიტანა.

“Brette Haus – სახლი, რომელიც 3 საათში იწყობა

სად შევიძინოთ ბუნებრივი ნაძვის ხეები თბილისში – Homeis.ge გირჩევთ