in

Leeza SOHO – ზაჰა ჰადიდის მიერ დაპროექტებული ცათამბჯენი პეკინში

Alliance Group
Alliance Group

ზაჰა ჰადიდის მიერ დაპროექტებული Leeza SOHO Tower სამხრეთ დასავლეთ პეკინში, ლიზის გზაზე მდებარეობს და მისი საერთო ფართობი 172800 კვადრატული მეტრია. კოშკის მშენებლობა 2019 წელს დასრულდა. მდებარეობა საკმაოდ ხელსაყრელია, რადგან ეს არის მზარდი ფინანსური და სატრანსპორტო კერა და ახლოსაა როგორც ქალაქის ცენტრთან, ასევე პეკინის აეროპორტთანაც.

კოშკი 45 სართულს აერთიანებს და აკმაყოფილებს მცირე და საშუალო ბიზნესისთვის შესაფერისი საოფისე სივრცეების სტანდარტებს. აღსანიშნავია, რომ მიწისქვეშა მეტროს გვირაბი შენობას დიაგონალურად კვეთს, რაც ისეთ შეგრძნებას იწვევს, თითქოს კოშკი ორ ნაწილად არის გაყოფილი.

Leeza SOHO-ს აქვს ეზოც, რომელიც კოშკის ყველა სივრცეს ერთმანეთთან აკავშირებს. შენობის სიღრმეში მოქმედებს თერმული ბუხარი ინტეგრირებული სავენტელაციო სისტემით, რომელიც ინარჩუნებს შესაფერის წნევას და უზრუნველყოფს სუფთა ჰაერის ეფექტურ ფილტრაციას.

კოშკის ორმაგი, გაერთიანებული კედლების სისტემა უზრუნველყოფს ვიწრო დერეფნებს ჰაერის გასატარებლად. თითოეული სართულის შემთხვევაში, ძალიან ფრთხილად არის შექმნილი გარემოსდაცვითი კონტროლის სისტემა. უნდა აღინიშნოს, რომ კოშკის 3D ინტერიერის გათვალისწინებით, მშენებლობისა და მენეჯმენტის პროცესში, Zaha Hadid Architects-მა და SOHO China-მ დანერგეს ახალი ტექნოლოგიები ენერგიის მოხმარების შესამცირებლად.

არქიტექტურული სტუდია: Zaha Hadid Architects

ფოტოები: Hufton+Crow

რუბრიკის წარმდგენია: “ალიანს ჯგუფი”

4 კომპანია საქართველოდან, რომლებიც იატაკის მოჭიმვაში დაგეხმარებათ

ნაძვისებური და V ფორმის იატაკი ინტერიერში – იდეები შთაგონებისთვის