in

მსოფლიოს 7 ყველაზე ცნობილი არქიტექტორი, რომელსაც უნდა იცნობდეთ

ვამჩნევთ და ვაღიარებთ თუ არა ამ ფაქტს, არქიტექტურა ყველგან და ყოველთვის ჩვენს გარშემოა. იქნება ეს არქიტექტურული სტრუქტურები, პაწაწინა კოტეჯი, გრანდიოზული ხიდი თუ ფანტასტიკური აეროპორტი, არქიტექტურა ძლიერად ზემოქმედებს საზოგადოების განვითარებაზე, ბიზნესის კეთილდღეობაზე და, რა თქმა უნდა, ადამიანების ფსიქიკურ ან ფიზიკურ მდგომარეობაზე. იმისდა მიუხედავად, რომ პლანეტაზე რამდენიმე ათეული ათასი არქიტექტორია, მხოლოდ რამდენიმე მათგანმა მოახერხა უნიკალური შედევრების შექმნა, რომლებიც ადამიანების აღფრთოვანებასა და გაოცებას იწვევს. დღეს სწორედ ამ ჩამონათვალს გადავხედავთ:

  1. ანტონიო გაუდი (1852-1926 წწ.)

ამ კატალონიელი არქიტექტორის შესახებ ცოტა ცივილიზებულ ადამიანს თუ არ სმენია. გაუდის შემოქმედება აჩქარებს გულებს და სამყაროს შესახებ მისი უცნაური ხედვით ადამიანებს აღფრთოვანებულს ტოვებს. მის მიერ შექმნილმა შენობებმა ბარსელონას სახე სამუდამოდ შეცვალა. აღსანიშნავია, რომ მისი წარმატებით განხორციელებული 17 ყველაზე ცნობილი და გრანდიოზული პროექტიდან 7 იუნესკოს მიერ მსოფლიოს მემკვიდრეობის ძეგლთა სიაშია შეყვანილი.

ანტონიო გაუდი

ექსპერტები დღემდე კამათობენ იმის შესახებ, თუ რა მიმდინარეობის მიმდევარი იყო ბრწყინვალე არქიტექტორი, მაგრამ მისი შედევრების კლასიფიკაცია შეუძლებელია. თეორიულად ეს არის მოდერნი, რომელშიც ოსტატურად არის ჩაქსოვილი სხვადასხვა მიმდინარეობების, სტილებისა და ტენდენციების ელემენტები. ამასთან, არქიტექტორმა ეს ყველაფერი ისე გადაამუშავა, რომ ახლა ასეთ სტრუქტურებს „გაუდის სტილს“ უწოდებენ. არქიტექტურის ხედვისთვის დამახასიათებელი უნიკალური ნიშნები შეგიძლიათ მის ბრწყინვალე ნამუშევრებში აღმოაჩინოთ: Guell’s Wine Cellar, Casa Battlo, House of Mila და, რა თქმა უნდა, Sagrada Familia Expiatory.

Guell’s Wine Cellar
Casa Battlo
House of Mila
Sagrada Familia Expiatory
  1. ფრენკ გერი (1929წ.)

ფრენკ გერის წილად ხვდა გაბედული და შოკისმომგვრელი არქიტექტორის დიდება. მისი პროექტები ზოგჯერ ძალიან უხეში და მოულოდნელი ზედაპირების სიმრავლით ხასიათდება. მის ყველა ქმნილებას, სხვა სტილის არქიტექტურისგან განსხვავებით, დასამახსოვრებელი წინააღმდეგობრივი და ძალიან ექსპრესიული ხასიათი გააჩნია.

ფრენკ გერი

არქიტექტორის სწორედ ასეთი არაორდინალური სტილი არის დაფასებული ცნობილი საერთაშორისო ჯილდოებით. ყველაზე ღირებული იყო პრიცკერის პრემია, რომელიც გერის 1989 წელს მიენიჭა. ფრენკ გერის ყველაზე ცნობილი და მსოფლიო არქიტექტურისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი პროექტები, რომლებიც ტურისტებს იზიდავს არის: გუგენჰაიმის მუზეუმი ბიბლაოში, უოლტ დისნეის სახელობის საკონცერტო დარბაზი ლოს ანჯელესში, მუსიკის მუზეუმი სიეტლში, მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის სტატა ცენტრი და მრავალი სხვა.

გუგენჰაიმის მუზეუმი ბილბაოში
უოლტ დისნეის სახელობის საკონცერტო დარბაზი ლოს ანჯელესში
მუსიკის მუზეუმი სიეტლში
მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის სტატა ცენტრი
  1. ეერო საარინენი (1910-1961 წწ.)

ეერო სარინენი XX საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე ნიჭიერი არქიტექტორი და ავეჯის დიზაინერია. მისი შემოქმედება იმდენად მრავალფეროვანია, რომ გასაოცარია, ამ ყველაფერს ერთი ადამიანი როგორ იტევს. მან დატოვა არა მხოლოდ საოცარი ფორმის სავარძლები და სკამები, არამედ, სენტ-ლუისში მდებარე Arch-ის მემორიალური კომპლექსი, ცათამბჯენი CBS-ის სამაუწყებლო კომპანიისთვის, ჰოკეის მოედანი იელის უნივერსიტეტისთვის და თუნდაც Trans World Airlines-ის ტერმინალი ნიუ-იორკში.

ეერო სარინენი
სენტ-ლუისში მდებარე Arch-ის მემორიალური კომპლექსი
ცათამბჯენი CBS-ის სამაუწყებლო კომპანიისთვის
Trans World Airlines-ის ტერმინალი ნიუ-იორკში

ეს ნამდვილად ის ადამიანია, რომელიც ამართლებს ცნობილ გამოთქმას: „ნიჭიერი ადამიანი ყველაფერში ნიჭიერია“. მისი უნიკალური ნამუშევრები დღესაც იპყრობს მნახველების ყურადღებას და მათში აღფრთოვანებას იწვევს.

  1. ფრენკ ლოიდ რაითი (1867-1959 წწ.)

ფრენკ ლოიდ რაითის სახელი მთელი მსოფლიოს არქიტექტურის ისტორიაში სამართლიანად არის ოქროს ასოებით ჩაწერილი. საკუთარი საქმიანობით მან თანამედროვე არქიტექტურის საფუძვლების ჩამოყალიბებაში უდიდესი წვლილი შეიტანა და ორგანული არქიტექტურის ფუძემდებლად ითვლება. მისი შენობები გამოირჩევა მთლიანობითა და საოცრად ორგანიზებული უწყვეტი სივრცით, რომელიც მიმდებარე ბუნებასთან სრულყოფილ ჰარმონიაშია. რაითის ყველა ნამუშევრის მთავარი ტექნიკა იყო თავისუფალი გეგმა, რომლის შეგრძნებაც ნამდვილად შეიძლება.

ფრენკ ლოიდ რაითი

ამ აღქმის უნიკალურობა დღევანდელი არქიტექტურული სტილის განვითარების ძირითად ნაწილად იქცა. რაითი ძალიან ნაყოფიერი შემოქმედი იყო და ასობით პროექტი განახორციელა: სახლი ჩანჩქერის თავზე, სახლი Robie, ტალიესინის კომპლექსი, სახლი Yamamura, ბეთშალომის სინაგოგა, ჯონსონის ცვილის ოფისი, სოლომონ გუგენჰაიმის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი და მრავალი სხვა.

სახლი ჩანჩქერის თავზე
სახლი Robie
ტალიესინის კომპლექსი
სახლი Yamamura
ბეთშალომის სინაგოგა
ჯონსონის ცვილის ოფისი
სოლომონ გუგენჰაიმის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი
  1. რიჩარდ როჯერსი (1935წ.)

ეს ყველაზე ცნობილი ბრიტანელი არქიტექტორი ძალიან პოპულარული თანამედროვე მაღალტექნოლოგიური სტილის ერთ-ერთი ფუძემდებელია. მისი შემოქმედების ორიგინალურობიდან გამომდინარე, სულაც არ არის გასაკვირი, რომ 2000 წელს იგი საიმპერატორო პრიზის, ხოლო 2007 წელს – ყველაზე პრესტიჟული პრიცკერის პრემიის ლაურეატი გახდა.

რიჩარდ როჯერსი

რიჩარდ როჯერსის ყველაზე ცნობილ პროექტებად აჟამად განიხილება ბარახასის აეროპორტის მეოთხე ტერმინალი, პომპიდუს ცენტრი პარიზში, სადაზღვევო კომპანია Lloyd-ის სათაო ოფისი ლონდონში, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს საბჭო სტრასბურგში, ათასწლეულის სახლი გრინვიჩში, მსოფლიო სავაჭრო ცენტრის პროექტი ნიუ-იორკში და უელსის ეროვნული ასამბლეა კარდიფში.

ბარახასის აეროპორტის მეოთხე ტერმინალი
პომპიდუს ცენტრი პარიზში
სადაზღვევო კომპანია Lloyd-ის სათაო ოფისი ლონდონში
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს საბჭო სტრასბურგში
ათასწლეულის სახლი გრინვიჩში
მსოფლიო სავაჭრო ცენტრის პროექტი ნიუ-იორკში
უელსის ეროვნული ასამბლეა კარდიფში
  1. რენცო პიანო (1937წ.)

ჩვენი დროის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და მოთხოვნადი იტალიელი არქიტექტორი არის მაღალტექნოლოგიური სტილის ფუძემდებელი არქიტექტურაში. მიუხედავად იმისა, რომ იგი არქიტექტურის ეტალონად ითვლება, პიანო არასოდეს ქმნიდა სახელის მოსახვეჭად, ის მუდამ ფუნქციონალური შენობების დაპროექტებას ცდილობდა. მისთვის მხოლოდ პირადი ხედვა არ არის პრიორიტეტი და ის არ ცდილობს ავტორის სტილის აქტიურად დემონსტრირებას. ამიტომ, რენცო არა მხოლოდ აპროექტებს და ქმნის, არამედ, მონაწილეობს ისტორიული ღირსშესანიშნაობების აღდგენაში იტალიაში, კრეტაზე, მალტაში და რუსეთში.

რენცო პიანო

ჩვენი დროის ბრწყინვალე არქიტექტორის შენობებში არ ვხვდებით „ვარსკვლავურ საფირმო ნიშანს“, რადგან თითოეული მათგანი განსხვავებულია, მაგრამ, იმავდროულად, რენცოს ნამუშევრებს უმცირეს დეტალებამდე გააზრება და ნამდვილი ოსტატობა აერთიანებს. მისი ნამუშევრების ძირითადი ნაწილი საზოგადოებრივი ცენტრებისა და კულტურული დაწესებულებების შექმნას ეფუძნება.

რენცო პიანო არქიტექტურის, ხელოვნებისა და ფილოსოფიის დარგში მრავალი ორდენის, მედლისა და ჯილდოს მფლობელია, რომელთაგან ყველაზე პრესტიჟულია სამეფო ოქროს მედალი, იტალიის რესპუბლიკის ღირსების ორდენი, იმპერიული ჯილდო და ა. შ. მაესტროს ყველაზე ცნობილი ნამუშევრებია: კალიფორნიის მეცნიერებათა აკადემია, ჟან-მარი ტიბაუს კულტურული ცენტრი ნუმეაში, პოლ კლეის ცენტრი ბერნში, ნიუ-იორკ თაიმსის შენობა, მუზეუმი NEMO ნიდერლანდებში, მუსიკალური პარკი რომში, კანსაის საერთაშორისო აეროპორტი ოსაკაში და მრავალი სხვა.

კალიფორნიის მეცნიერებათა აკადემია
ჟან-მარი ტიბაუს კულტურული ცენტრი ნუმეაში
პოლ კლეის ცენტრი ბერნში
ნიუ-იორკ თაიმსის შენობა
მუზეუმი NEMO ნიდერლანდებში
მუსიკალური პარკი რომში
კანსაის საერთაშორისო აეროპორტი ოსაკაში
  1. ზაჰა ჰადიდი (1950-2016 წწ.)

ზაჰა ჰადიდი არის დიდი არქიტექტორი ქალი, რომელიც  „ფორმების დედოფლად“ ითვლება. ჰადიდმა თავისი შთაგონება თავად დედა ბუნებისგან მიიღო, რაც მის შემოქმედებას ჰარმონიულ ბუნებრივ ფორმას სძენს.

ზაჰა ჰადიდი

მისი შემოქმედების ყველა დროის არქიტექტურის შედევრებთან არევა შეუძლებელია, ასე რომ, ზაჰა ჰადიდი სამართლიანად გახდა მსოფლიოში პირველი ქალი, რომელსაც პრიცკერის პრემია მიენიჭა. გარდა ამისა, მას გადაეცა ბრიტანეთის იმპერიის ორდენი, საიმპერატორო პრიზი, სამეფო ოქროს მედალი და, ასევე იგი ჯეინ დრიუს პრიზის ლაურეატი გახდა.

მის ყველაზე ცნობილ ნამუშევრებს შორის არის ჰეიდარ ალიევის ცენტრი ბაქოში, აკვატიკის ცენტრი ლონდონში, რივერსაიდის ტრანსპორტის მუზეუმი გლაზგოში, XXI საუკუნის ხელოვნების ეროვნული მუზეუმი რომში, მადრიდის სამოქალაქო სასამართლო, გუანჯოუს ოპერის სახლი და მრავალი სხვა.

ჰეიდარ ალიევის ცენტრი ბაქოში
აკვატიკის ცენტრი ლონდონში
რივერსაიდის ტრანსპორტის მუზეუმი გლაზგოში
XXI საუკუნის ხელოვნების ეროვნული მუზეუმი რომში
მადრიდის სამოქალაქო სასამართლო
გუანჯოუს ოპერის სახლი

ძალიან კარგია, რომ მსოფლიოში ჯერ კიდევ არსებობს არქიტექტურული ნაგებობები, რომლებიც ბრწყინვალე ავტორების მიერ არის შექმნილი. ეს ნამუშევრები იქცევა ნებისმიერი ადგილის დეკორაციად, რომელიც მიწიერი ცივილიზაციის სახეს განსაზღვრავს. ინოვაციური ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად, არქიტექტურული შედევრების რაოდენობა სულ უფრო იზრდება.

#დაძარი ახალი პერსპექტივა! – ცენტროპოლისი ბათუმში

როგორ გამოვიყენოთ სამზარეულოს სივრცე მაქსიმალურად: 7 პრაქტიკული რჩევა