in

“Brette Haus – სახლი, რომელიც 3 საათში იწყობა

Alliance Group
Alliance Group

“Brette Haus”-ის ასაწყობი კაბინები სახლში მიტანით. 3 საათში შეგიძლიათ გაშალოთ, ადგილზე დაამაგროთ და იცხოვროთ. წარმოდგენილია მოდელები ფართით: 22 დან 47 კვადრატულ მეტრამდე.

brette_haus_prefab_cabin_7
brette_haus_prefab_cabin_5
brette_haus_prefab_cabin_2
previous arrow
next arrow

თითოეულის დასამზადებლად 8 კვირაა საჭირო. დამზადებულია ეკოლოგიურად სუფთა და თბომედეგი მასალებისგან. გამოყენებული მასალების 90 პროცენტამდე ხეა. არ საჭიროებს საძირკველს. მისი გაშლა იოლია ნებისმიერ მოსწორებულ ადგილზე. ასაწყობი და დასამაგრებელი მექანიზმების რესურსი 100 გაშლაზეა გათვალისწინებული. “Brette Haus”-ში გათვალისწინებულია ნარჩენების რეზერვუარი და მზის ელემენტების კომპლექტი. კონსტრუქცია სხვადასხვა დიზაინსა და ფერშია ხელმისაწვდომი.

brette_haus_prefab_cabin_12
brette_haus_prefab_cabin_9
brette_haus_prefab_cabin_10
brette_haus_prefab_cabin_11
previous arrow
next arrow

“Brette Haus”-ის საშუალებით თქვენ მარტივად და სწრაფად შეძლებთ ცივილიზაციისგან გაქცევას.

საახალწლო შეთავაზება მრავალფუნქციური კომპლექსისგან „მოედანი“

“კოსმოსური ხომალდი” – ნაომი კემპბელის შთაგონებით აშენებული სახლი