in

სად შევიძინო შპალერი? – 7 მაღაზია თბილისში

წელს “შპალერის ტენდენცია იმაზე უფრო ცხელია, ვიდრე ოდესმე“ – ამბობს ვოგთან ინტერვიუში დიზაინერი მარტინ ლორენსი. მართლაც, შპალერი კვლავ ინტერიერის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ნაწილად რჩება. აქედან გამომდინარე, თანამედროვე ბაზარზე საკმაოდ დიდი არჩევანი გვხვდება. თუმცა, საიდან დავიწყოთ ძიება? ამ პროცესის გასამარტივებლად ჩვენ რამდენიმე კონკრეტული ლოკაცია შევარჩიეთ:

ნიუ დიზაინი

„ნიუ დიზაინში“ ერთ სივრცეშია მოქცეული ევროპის წამყვანი ბრენდების A + კლასის საუკეთესო ხარისხის, ეკოლოგიურად სუფთა შპალერის ერთ-ერთი ყველაზე ფართო არჩევანი და კონკურენტული ფასები – მომხმარებელს აქვს საშუალება შეიძინოს ევროპაში ცნობილი დიზაინერების მიერ შექმნილი შპალერი მისთვის ხელსაყრელ ფასად.

ჯაოკენი

” ჯაოკენის” შოურუმები, საქართველოს მასშტაბით არის წარმოდგენილი, კომპანია უზრუნველყოფს მსოფლიო დონის ბრენდებისა და ინოვაციური პროდუქტების იმპორტს ქვეყანაში. აქ შეგიძლიათ შეიძინოთ A.S. Création -ის პანორამული შპალერი, რომელიც კედელს შთამბეჭდავ 3D ვიზუალს ანიჭებს.

ნოვა

ნოვა – ეს არის სამშენებლო და სარემონტო მასალების მეგაცენტრი, სადაც ყველა ტიპის მასალა გვხვდება, მათ შორის შპალერი. აქ წარმოდგენილი პროდუქცია ნებისმიერი ტიპისა და ბიუჯეტის მქონე მომხმარებელზეა გათვლილი.

ინტერიო

„ინტერიოში“ თქვენ შეძლებთ შეიძინოთ, ხელით ნაქსოვი შპალერი, ხავერდის კედლის საფარი, დეკორატიული პანოები. აქ წარმოდგენილი პროდუქცია ფერების აღქმის სიღრმით თუ მასალით განსხვავდება ერთმანეთისაგან. როგორც ცნობილია, ბოლო პერიოდში პოპულარული ხდება შპალერის გამოყენება აბაზანებში,“ინტერიოში“ კი თქვენ შეძლებთ  ELITIS-ის მაღალი მედეგობის შპალერის შეძენას, რომელიც სველ წერტილებშიც გამოსადეგია.

გალერეა რუმ დიზაინი

„გალერეა რუმ დიზაინი“ – ეს არის კონცეპტუალური, მულტიბრენდული შოურუმი, რომელიც შეიქმნა იმისთვის, რომ მომხმარებლებმა ისარგებლონ მაღალი კლასის მომსახურებით  -ქაღალდის, ვინილის, ფლიზელინის, გობელენის, აბრეშუმის, ხელნაკეთი და მეტალიზირებული შპალერი მხოლოდ წამყვანი ევროპული ქვეყნებიდან: იტალია, გერმანია, ჰოლანდია, ბელგია. მუდმივად განახლებადი კოლექციები  – ეს ყველაფერი იმ 500 000 სახეობის შპალერშია აკუმულირებული, რომელსაც „გალერეა რუმ დიზაინი“ მომხმარებელს სთავაზობს.

ბელ მეზონი

“ბელ მეზონი” გამორჩეულია მსოფლიოში ცნობილი ბრენდების კონცეპტუალური შოურუმებით. აქ ექსკლუზიურად არის წარმოდგენილი ისეთი მწარმოებლები, როგორიცაა: Villeroy & Boch, Baxter, Rimadesio, Flexform, Valcucine, Scavolini, Flou, Listone Giordano, Foscarini, Moooi და სხვა.

ID VISION სტუდიო

შპალერის მაღაზიებზე საუბრისას აუცილებლად უნდა ვახსენოთ ID VISION სტუდიო. ეს არის კომპანია, რომელიც მომხმარებელს ქართული წარმოების შპალერს სთავაზობს. აქ თითოეული პატერნი იხატება ხელით და შემდგომ სხვადასხვა ტექნიკის გამოყენებით გადადის ქაღალდზე ან ქსოვილზე. აღსანიშნავია ისიც, რომ ID VISION-ში კოლექციები მუდმივად განახლებადია.

ნაოტო ფუკასავას ინტუიციური დიზაინი და მისი შექმნილი 10 საკულტო ნივთი

როგორ შევქმნათ მეტი სივრცე პატარა აბაზანაში – 7 მთავარი წესი