in

საზღვაო კონტეინერებისგან შექმნილი მოგზაური სახლები საქართველოდან

გიფიქრიათ იმაზე თუ რატომ გვიყვარს ადამიანებს ჩვენი საკუთარი ავტომანქანა და რატომ გვაქვს მის მიმართ განსაკუთრებული დამოკიდებულება მიუხედევად მარკისა და ფასისა? პასუხი შემდეგში მდგომარეობს: ის ჩვენი ბორბლებიანი ჭერია. რა განცდა დაგეუფლებოდათ იმ შემთხვევაში თუ თქვენს განკარგულებაში ბორბლებიანი მოგზაური სახლი აღმოჩნდება? იმისთვის, რომ ამ კითხვას უპასუხოთ, სახლ-კონტეინერში უნდა იცხოვროთ.

აღმოჩნდა, რომ ამ ტიპის საცხოვრებლის დამზადება საქართველოშიც შესაძლებელია. სწორედ ამ მიმართულებით მუშაობს კომპანია რუმბოქსი. დღეს ჩვენ მის დამფუძნებლებს – არჩილ და ირაკლი ლურსმანაშვილებს გავესაუბრეთ, რომლებმაც კონტეინერების კონსტრუქციების შესახებ დეტალურად გვიამბეს და მათ მიერ შერულებული პროექტები გაგვიზიარეს.

-მოგვიყევით მოკლედ რა არის საზღვაო კონტეინერის სახლი?

-ეს არის კონსტრუქციულად მყარი, მყუდრო, ერგონომიული და პრატქიკული სახლი, რომელიც ამავრდოულად მობილურია.

საზღვაო კონტეინერის სახლი გვაძლევს საშუალებას ნებისმიერ ადგილას ჩაიდგას ის კაპიტალური, მასიური საძირკვლის გარეშე  – თუნდაც რთულ და უსწორმასწორო რელიეფზე, უბრალო ხიმინჯების გამოყენებით.

-რა უნდა ვიცოდეთ კონტეინერების მოვლის შესახებ? როგორ ავიცილოთ კოროზია მიწასთან შეხების ადგილებში, როგორ მოვაცილოთ კონტეინერს ქარხნულად დატანილი ტოქსიკური საღებავი,  როგორ უნდა შევქმნათ ზაფხულში გრილი და ზამთარში თბილი ატმოსფერო?

-კონტეინერის ექსპლუატაციის ვადა ხელახლა გადაღებვის გარეშე შეადგენს 20-30 წელს.

კოროზიისგან დასაცავად ხდება კონტეინერის გასუთავება მექანიკურად. გაწმენდის შემდეგ იგი იფარება ორი ფენა ეკოლოგიურად სუფთა ლაქ-საღებავით.

იმისათვის, რომ თავიდან ავირიდოთ უხილავი საფრთხე, შეძენამდე ყველა კონტეინერი მოწმდება ტოქსიკურ  ნივთიერებებზე და რადიაციაზე სპეციალური მოწყობილობებით.

რაც შეეხება თბოიზოლაციას, ვიყენებთ მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ეფექტურ, ეკოლოგიურად სუფთა და ცეცხლ-მედეგ მასალას – პოლიურეთანის მისაფრქვევ ქაფს (Polyurethane Foam Insulation).

 

აღსანიშნავია, რომ კონტეინერის სახლში (ისევე როგორც ტრადიციული მეთოდით აშენებულ სახლებში) ჰაერის ვენტილაციის არ ქონამ  შეიძლება არასასიამოვნო პრობლემებამდე მიგვიყვანოს. თუმცა, ამ პრობლემას მარტივად ვაგვარებთ რეკუპერატორით.

-რა უპირატესობები აქვს კონტეინერების სახლს სხვა მსგავსი ფართის კაპიტალურ შენობებთან მიმართებაში?

-საზღვაო კონტეინერების კონსტრუქცია და ლითონის შემცველობა (მცირედ-ლეგირებული 1,8მმ სისქის ფოლადი) თავიდანვე შექმნილია რთული კლიმატური პირობებისა (უკიდურესი სიცხე/ყინვა, ოკეანის მარილიანი წყალი, ნესტი, ქარი) და მექანიკური დატვირთვის ასატანად. შესაბამისად, კონტეინერის სახლები ძალიან გამძლე და საიმედოა.

ამავდროულად, ჩვენი სახლი მის პატრონს საშუალებას აძლევს მოიწყოს მყუდრო, ერგონომიული და პრაქტიკული საცხოვრებელი ნებისმიერ ადგილას.

რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, კონტეინერის სახლი მზადდება მცირე დროში, მომხმარებელს ბარდება სრულად მოწყობილი და იგი 100%-ით მობილურია – მისი გადატანა, დამზადების შემდეგ, ნებისმიერ ადგილას არის შესაძლებელი.

-როგორ მომხმარებელზეა გათვლილი თქვენი სახლი-კონტეინერები?

-კონტეინერისგან დამზადებული სახლები იდეალურია ლამაზი ხედების მოყვარული ადამიანებისთვის, რომლებიც თანაბრად აფასებენ როგორც ბუნებაში გატარებულ დროს, ასევე ქალაქში ცხოვრების სრულ კომფორტს. ეს არიან თავისუფალი, დამოუკიდებელი, თანამედროვე  და კრეატიული ადამიანები.

 

 

განათება როგორც არქიტექტურისა და დიზაინის ელემენტი

ძველი თბილისური ამბავი გასტროდუქან “რიგის” ინტერიერში