in

უმშვენიერესი სახლი ცისფერი დარაბებით პროვანსში

Alliance Group
Alliance Group

სახლი, რომელზეც დღეს გიამბობთ, საფრანგეთის სამხრეთ აღმოსავლეთით, პროვანსის რეგიონში მდებარეობს. ეს არის ულამაზესი დიზაინის მქონე საუცხოო საცხოვრებელი, რომელიც ნებისმიერ მნახველს აღაფრთოვანებს.

ინტერიერში დომინირებს თეთრი და კრემისფერი, რომლებიც გაჯერებულია ღია ვარდისფრითა და მწვანე ტონებით. სივრცე საკმაოდ დახუნძლულია ავეჯითა და ნივთებით, თუმცა ეს იმდენად ოსტატურად არის გაკეთებული, რომ არანაირი დისკომფორტი არ იგრძნობა, პირიქით, ყველა ოთახი სასიამოვნო სიმსუბიქითა და ჰაეროვნებითაა სავსე.

რაც შეეხება ექსტერიერს, შენობას აქვს კლასიკური იერი, რომლის უმშვენიერეს აქცენტად ცისფერი დარაბები გვევლინება, რაც სახლის კიდევ ერთ ღირსებას წარმოადგენს. გარე სივრცეში ასევე გვხვდება ულამაზესი ვინტაჟური ავეჯი, რომელიც ძალიან კარგად ეხამება შენობის არქიტექტურულ სტილსა და ხასიათს.

მისაღები ოთახის მოწყობის წესი ფენ-შუის მიხედვით: 6 სასარგებლო რჩევა

“მენაბდის მარანი” – ძველებური ოდა თანამედროვე გურიაში