in

ევროპული სტილით შთაგონებული სახლი კალიფორნიაში

Banner M2
Banner M2

საცხოვრებელი, რომლის შესახებაც დღევანდელ სტატიაში გიამბობთ, 1920-იან წლებშია აშენებული და მისი მფლობელი თავად ინტერიერის დიზაინერია, რომელმაც სახლის პროექტი შეცვალა და მას ევროპული სტილი და დეტალები შესძინა.

~

სახლი კალიფორნიის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარეობს, სადაც ჯერ კიდევ გასული საუკუნის სტილის მქონე შენობებია შემორჩენილი. არქიტექტურული სტილისთვის კი ხის კონსტრუქციები და დიდი აივნებია დამახასიათებელი, რომლებიც სან-ფრანცისკოს ხედებს ზემოდან გადმოჰყურებს.

ამ სახლის მეპატრონეს სურდა მისი ძველებური ხასიათი მაქსიმალურად შეენარჩუნებინა, სწორედ ამიტომ, მან ცვლილებები მხოლოდ ინტერიერის დიზაინში შეიტანა, ამისთვის კი შედარებით თბილი და მუქი ფერები გამოიყენა, რომლებიც სხვადასხვა დეკორაციებთან შეახამა.

შესასვლელ ნაწილში ვხვდებით დიდი ზომის ფანჯრებს, რომლებიც მისაღებ ოთახს ქმნიან. ამ ნაწილში ოჯახური სიმყუდროვის შესაქმნელად დიზაინერმა სასადილო მაგიდა და დახვეწილი ბუხარი გამოიყენა. მისაღებშივე ვხვდებით ვარდისფერის ღია ტონალობებს, რაც ოთახში სივრცისა და სიმშვიდის ეფექტს ქმნის.

დეკორაციების სახით გამოყენებულია ბროწეულის ფერი ქოთანი, რომელიც ყვავილებითაა გაწყობილი. ოთახს ამშვენებს კერამიკის მასალისგან შექმნილი ჭაღიც, რომელიც ვინტაჟური სტილისაა და შენობის სიძველეს  უსვამს ხაზს. აღსანიშნავია, რომ ეს ჭაღი ოჯახური მემკვიდრეობაა და ის თაობიდან თაობას გადაეცემა.

აქვეა Paolo Buffa-ს სკამები, Michael Smith-ის მიერ შექმნილი მდიდრული ქსოვილები და დივანი, რომლის დიზაინიც სპეციალურად ლონდონშია შექმნილი. რაც შეეხება ხალიჩას, მისი ქსოვილი ინდურ ანტიკვარულ მასალას მიეკუთვნება.

სამზარეულო მდიდარია მუქი ფერებითა და მდიდრული ტექნიკით. სახლის ამ ნაწილში შედარებით მუქი ფერის ავეჯია გამოყენებული, რომლებიც ხის ძვირადღირებული მასალისგანაა დამზადებული.

საძინებელი შვედური ინტერიერის მიხედვითაა შექმნილი და ღია ფერებია გამოყენებული. აქ ვხვდებით მდიდრულ ქსოვილებს, რომლებიც სწორედ შვედეთშია დამზადებული.

აბაზანაში Nicholas Herbert-ის მიერ შექმნილი შპალერია გაკრული, რომელსაც გასული საუკუნისთვის დამახასიათებელი ამერიკული სტილი აქვს. აქვეა ფრანგული ანტიკვარული ნიჟარაც, რომელსაც თან პატარა სარკე და დახვეწილი კერამიკული ფილები ახლავს.

რაც შეეხება გარე სივრცეს, აქ განსაკუთრებულ განწყობას ფრანგული ვინტაჟური სტილით შთაგონებული სკამები ქმნის.

ფერთა 10 კომბინაცია, რომელიც ინტერიერის დიზაინს განსაკუთრებით უხდება

როგორ შევარჩიოთ საღებავის ტიპები სახლის კონკრეტული ზონებისთვის? — ზაზა და ზურაბ ხალაძეების რჩევები