in

ფერთა 10 კომბინაცია, რომელიც ინტერიერის დიზაინს განსაკუთრებით უხდება

თუ სახლში ინტერიერის განახლებას გეგმავთ და ფერთა კომბინაცია ჯერ კიდევ ვერ შეარჩიეთ, დიზაინერები გვთავაზობენ რამდენიმე ფერს, რომლებიც ერთმანეთს იდეალურად ეხამება. ზოგიერთი ფერი ერთმანეთთან ჰარმონიაშია, ზოგი კი პირიქით – კონტრასტით არის გამორჩეული, თუმცა თითოეული მათგანი თქვენს სახლს ზღაპრულ ხასიათს მიანიჭებს.

ლურჯი და ყავისფერი

ყავისფერი და ლურჯი ერთმანეთს თითქმის ყველა პროექტში ეხამება, თუმცა თუ ამ ორ ფერს მწვანე მცენარეებსაც დაუმატებთ, შედეგი კიდევ უფრო კარგი იქნება. შეღებეთ კედლები ლურჯად და აარჩიეთ ყავისფერი იატაკის საფარი ყავისფერ ავეჯთან ერთად.

ყვითელი და კრემისფერი

ეს ორი ფერი სახლში თბილ და მყუდრო გარემოს ქმნის და მიიღებთ ინტერიერს, რომელსაც როგორც კომფორტის, ასევე ინდივიდუალიზმის დახვეწილი შთაბეჭდილებებიც მოაქვს.

ღია მწვანე და მუქი ლურჯი

მუქი ლურჯი შპალერი იდეალურად ეხამება მწვანე აქცენტებს, რომლებსაც ინტერიერში ხასიათი და ტექსტურა შემოაქვს. ამ ფერებს შეგიძლიათ შეუხამოთ ხისფერი იატაკის საფარი ან თეთრი ავეჯი და დეკორაციები.

თეთრი და ხისფერი

ეს ფერები განსაკუთრებით უხდება მინიმალისტური სტილის ინტერიერს, სადაც ავეჯიც და ტექნიკაც კონტრასტული ფერებითაა დაბალანსებული. დამატებითი აქცენტებისთვის შეგიძლიათ ლურჯი, ცისფერი და მწვანე აქცენტების გამოყენებაც.

ყვითელი და ფირუზისფერი

ყვითელი რომ ლურჯ ფერს ძალიან უხდება, სიახლე არავისთვისაა, თუმცა თუ სტანდარტულ ლურჯს ფირუზისფერი ლურჯით ჩაანაცვლებთ, შედეგი კიდევ უფრო შთამბეჭდავი იქნება.

ყავისფერი და სალათისფერი

ამ ორ ფერს სახლში კომფორტისა და სიმყუდროვის შექმნა შეუძლია. დამატებით, სალათისფერი იდეალურია ზღვის სანაპიროებზე ან მდინარის პირას მდებარე სახლების ინტერიერისთვის ან აგარაკებზე.

ლურჯი და ნაცრისფერი

მდიდრული და ელეგანტური ინტერიერის მისაღებად დიზაინერები ყოველთვის გვირჩევენ შავი და ნაცრისფერი ფერების გამოყენებას, რომლებსაც განსაკუთრებით უხდება ცისფერი ან ლურჯი ფერები.

ცისფერი და იისფერი

ეს ორი ფერი სახლში კლასიკის შეგრძნებებს ქმნის. ამ კომბინაციას შეგიძლიათ შეუხამოთ ყვითელი და მწვანე ან ფირუზისფერი დეკორაციები.

მკვეთრი ყვითელი და თეთრი

ყვითელი საკმაოდ ნათელი და მდიდრული ფერია, რომელსაც სახლში ენერგია მოაქვს. ყვითელი ფერის ავეჯთან ან შპალერთან დიზაინერები თეთრი აქცენტების გამოყენებას გვირჩევენ, რადგან თეთრის ფონზე ყვითელი არ „დაიკარგება“ და საკუთარ ეფექტს იდეალურად შეინარჩუნებს.

ზეთის ხილის მწვანე და მანდარინისფერი

ამ ორი ფერის კომბინაცია სახლში ცოცხალ და დახვეწილ ატმოსფეროს ქმნის და იდეალურია სამზარეულოს ან მისაღები ოთახის ინტერიერისთვის.

რუბრიკა “ფერების” წარმდგენია კაპაროლი

ბინა ვერაზე ცისფერი შუშაბანდით — ირმა გოგიაშვილის ნამუშევარი

ევროპული სტილით შთაგონებული სახლი კალიფორნიაში