in

სამზარეულო არასტანდარტული დიზაინით – რამდენიმე საინტერესო პროექტი შთაგონებისთვის

იდეები შთაგონებისთვის
იდეები შთაგონებისთვის მობილური

სამზარეულო ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. ეს სივრცე არა მხოლოდ კვებისთვის, არამედ ოჯახური და მეგობრული შეკრებებისთვისაც არის განკუთვნილი. სწორედ ამიტომ, სამზარეულოს დიზაინი უნდა იყოს ფუნქციური, ესთეტიკური და რაც მთავარია,  პიროვნული მახასიათებლების გამომხატველი. სამზარეულო მოიაზრება ფუნქციურ სივრცედ, თუმცა, თანამედროვე ინტერიერში ის ხშირად ხდება ექსპერიმენტებისა და ინოვაციების ადგილი. არასტანდარტული სამზარეულო იძლევა საშუალებას, შეიტანოთ ინდივიდუალური ელემენტები და გააფართოოთ დიზაინის საზღვრები.

ნეიტრალურ ან მონოქრომულ ფერებთან კომბინაციაში მოულოდნელი თამამი ფერები, როგორიცაა ყვითელი, მწვანე ან წითელი ინტრიგას მატებს სივრცეს. არასტანდარტული ფორმის ავეჯის განთავსება ქმნის შთამბეჭდავ ატმოსფეროს. ეს შესაძლოა იყოს მრუდე ხაზების, ასიმეტრიული კონსტრუქციის ან არატრადიციული დიზაინის ელემენტები, რომლებიც სივრცეს განსაკუთრებულ ხასიათს სძენს. ხის, ბეტონის, მეტალისა და მინის კომბინაცია ქმნის უნიკალურ ვიზუალურ ეფექტს. ინტეგრირებული ჭკვიანი მოწყობილობები, სენსორული ონკანები და ავტომატიზებული სისტემები კი კომფორტსა და თანამედროვეობას სძენს სივრცეს. ექსპერიმენტი ჩაატარეთ ტექსტურებით. მაგალითად, სივრცეში განათავსეთ მარმარილოს ზედაპირის კუნძული და ხის პანელების კედელი. გარდა ამისა, სამზარეულოს დაამატეთ ისეთი ელემენტები, რაც თქვენს ხასიათსა და ინტერესებს გამოხატავს, მაგალითად, ხელნაკეთი თაროები ან უჩვეულო ფორმის ავეჯი.

არასტანდარტული დიზაინის სამზარეულო არა მხოლოდ საინტერესოს ხდის სივრცეს, არამედ შთაგონებასაც გაძლევთ ყოველდღიური ცხოვრების ახალი კუთხით აღსაქმელად. ამ სივრცეში ყველაფერი შესაძლოა იყოს უნიკალური. დღევანდელ სტატიაში სწორედ არასტანდარტული დიზაინის სამზარეულოებს გაგიზიარებთ, რაც შესაძლოა თქვენი შთაგონების წყარო გახდეს.

რუბრიკის წარმდგენია მონოლით ჯგუფი

7 საუკეთესო საწოლი ორიგინალური დიზაინით

NS Studio-ს ორი პროექტი Archdaily-ს საპრიზო კატეგორიების ნომინანტად დასახელდა