in

სამზარეულოს დაპროექტებისას დაშვებული 8 ძირითადი შეცდომა

კარგი კერძის შექმნას კარგი განწყობა სჭირდება, ამ განწყობის მიღება კი მხოლოდ ფუნქციურ და კომფორტულ სივრცეს შეუძლია. დღეს გვინდა ის რვა შეცდომა აღვწეროთ, რომელთა გავითვალისწინებაც სამზარეულოს სწორ დაგეგმვაში დაგვეხმარება.

1. მფლობელების ინდივიდუალური თავისებურებების უგულებელჰყოფა

სამზარეულოს მაგიდა მოხერხებულ ადგილსა და სიმაღლეზე უნდა განთავსდეს, იმ ადამიანების სიმაღლის გათვალისწინებით, ვინც მას მოიხმარს. არასწორად არჩეული სამზარეულოს მაგიდამ (მხოლოდ სტანდარტული ზომების გათვალისწინებით) მომზადების დროს შესაძლებელია კუნთების დაჭიმვა და წელის ტკივილი გამოიწვიოს.

2. „სამუშაო სამკუთხედის“ წესის დაუცველობა

მაცივრის, სამუშაო ზედაპირისა და სარეცხი ადგილის გონივრული განთავსება  ნაკლები მოძრაობის გაკეთებისა და სამზარეულოს უფრო მარტივად გამოიყენების საშუალებას იძლევა. სწორედ ამაში მდგომარეობს “სამუშაო სამკუთხედის” პრინციპი, რომელიც აუცილებლად გასათვალისწინებელი დეტალია სამზარეულო ოთახის დაპროექტებისას.

3. არასწორად გათვლილი განათება

სამზარეულოში სწორად გათვლილი განათება კომფორტულ სამუშაო ატმოსფეროს ქმნის. „დიმერებადი“ სანათები და შუქის ტემპერატურის მაკონტროლებლები უკიდურესად სასარგებლო ოფციაა. საკვების მომზადების დროს ცივი და კაშკაშა ნათება შეგიძლიათ გამოიყენოთ, ხოლო საღამოს, ოჯახური ჩაის სმის დროს – მინავლებული და თბილი.

4. ნატურალური მარმარილოსგან გაკეთებული სამზარეულოს ზედაპირი

მარმარილო ფორიანი მასალაა და ნებისმიერი ჭუჭყი მის სტრუქტურაში ღრმად აღწევს. ლაქების მოშორება, ზოგჯერ სპეციალური ქიმიური საშუალებების გამოყენებითაც კი შეუძლებელია. სწორედ ამიტომ, მარმარილოს მაგივრად უმჯობესია ნაკლებ ფორიანი ნატურალური ქვის გამოყენება, როგორიც გრანიტი ან კვარცია.

5. კუთხეში მოთავსებული ნიჟარა

ყოველდღიური სარგებლობისთვის კუთხეში მოთავსებული ჭურჭლის სარეცხი ზონა არ არის მოხერხებული. ამ შემთხვევაში გართულებულია ნიჟარასა და სანაგვე ყუთთან თავისუფალი წვდომა. მისი განთავსება  „სამუშაო სამკუთხედის“ პრინციპის თანახმად, “მაცივარი-ნიჟარა-ქურა სქემით” უნდა მოხდეს.

6. სამუშაო ზონისთვის დაგეგმილი არასაკმარისი ფართი

არასწორად დაგეგმილი პატარა სამუშაო ზონა ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული შეცდომაა. თუ თავიდანვე არ გაითვალისწინებთ საკმარის თავისუფალ სამუშაო ადგილს, საკვების მომზადების პროცესი ყოველდღიურ დისკომფორტად გექცევათ.

7. ზედმეტად დიდი რაოდენობის კარადების დაგეგმვა

სამზარეულოს დაპროექტების დროს ყველაზე ხშირად დაშვებული შეცდომა საჭიროზე მეტი კარადების რაოდენობაა. ამიტომაც დაგეგმარებამდე დაფიქრდით, თუ კონკრეტულად რამხელა სათავსოები გჭირდებათ, წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენ შეიძლება „მონსტრისებრი“ სამზარეულო მიიღოთ, სადაც კარადების 30% ცარიელი იქნება, ან პირიიქით, არასაჭირო საგნებით გაივსება. გახსოვდეთ, ზედა კარადებზე უარის თქმნით თქვენ სივრცეს ვიზუალურად შეამსუბუქებთ. ამასთან, ჭურჭლის შესანახი და საშრობი მარტივად შეიძლება მოთავსდეს ქვედა ზონაში.

8. ბარის დამონტაჟება მაშინ, როდესაც მისი საჭიროება არ არის

თუ თქვენ სრულფასოვანი სასადილო მაგიდა გაქვთ და მაინც ბარის მოწყობას აპირებთ, ისმის კითხვა: „რატომ?“ ხშირად მოცემულ სიტუაციაში თქვენ უბრალოდ ტვირთავთ სივრცეს ზედმეტი ავეჯით, რომელიც პრაქტიკულად, დანიშნულებისამებრ არ გამოიყენება. ბარის მაგივრად უმჯობესია სამზარეულოს „კუნძულის“ მოწყობა, რომელიც სამუშაო ზონის როსლსაც შეასრულებს.

პარიზული ბრუტალიზმის ესთეტიკა – ტური არქიტექტორ შადი აბუ ჟოდის სახლში

ბინა ვორონცოვზე – 37 კვ/მ სივრცის გასაოცარი გარდასახვა