in

სამზარეულოს კუნძულის 10 განსხვავებული იდეა

თანამედროვე ინტერიერში ხშირად ვხვდებით სამზარეულოს კუნძულებს, რაც სახლში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ადგილია.

კუნძული ითავსებს ყველა იმ ფუნქციას, რომელთა საჭიროება სამზარეულოში ყოფნის დროს ჩნდება. მასში გაყვანილია წყალი, გაზი და ელექტროობა, რაც მრავალი პროცესის განხოციელების საშუალებას იძლევა.

დაწყებული საჭმლის მომზადებიდან, დასრულებული მისი შესანახი კომფორტული  სივრცეებით,  ეს ობიექტი ერთდროულად ბევრ ფუნქციას ითავსებს.

10 განსხვავებული დიზაინი, რომელიც ინსპირაციას მოგცემთ, თუ როგორ დაგეგმოთ სამზარეულოს რემონტი და როგორ შეიძლება ჰარმონიულად შეუსაბამოთ კუნძული და სამზარეულო ერთმანეთს.

დაამატეთ განათებები თქვენს კუნძულს

ფოტოზე ნაჩვენებია ნაომი უოტსის ნიუ-იორკის ბინის სამზარეულო. კუნძულის ზემოდან დაკიდებული განათებები ხელს უწყობს მის ფუნქციურად გამართვას და ასევე ესთეტიურად ალამაზებს ოთახს.

საერთო ფერთა გამა

ხშირად საინტერესოა ერთ მასალაში შესრულებული სამზარეულოები. ფერის მეშვეობით შერწყმული სამზარეულო, სახლის სხვა ოთახებისგან უფრო მეტად გამოკვეთილია.  ფოტოზე გამოსახულია  Charlotte Ronson-სა და Nate Ruess-ის სამზარეულო, რომელიც დააპროექტეს Paul Fortune-მა და Gachot Studios-მ.

დამატებითი სათავსო

როდესაც მოცულობით შედარებით მცირე ზომის კუნძულთან გავქვს საქმე, ყოველთვის შეიძლება კრეატიული იდეების მოფიქრება. ჯულიანა მარგულიუსის ნიუ-იორკის სახლში, კუნძულის თავზე დამატებითი ფოლადის თარო არის დამონტაჟებული, რაც ძალიან პრაქტიკული გადაწყევტაა სამზარეულოში მუშაობის ხელშესაწყობად.

ლოკალური განათებები

მუქ ფერებში გაკეთებულ სამზარეულოს ყოველთვის უხდება ლოკალური განათებები. კუნძულის ქვეშ დამონტაჟებული თბილი განათება ოთახს ამდიდრებს და უფრო კომფორტულს ხდის.

მცირე ზომის კუნძულები

ფერადი სამზარეულოების ასეთი ვერსია გამოირჩევა სიმარტივით, რაც ძალიან მომგებიანია პატარა სივრცისათვის. ასეთ კომპაქტურ სამზარეულოში საქმის კეთება გაცილებით მარტივია.

 

ცენტრალური კუნძული 

კუნძულის უფრო ხაზგასმისათვის შეიძლება მისი სივცეში გაცენტრალურება და როგორც სკულპტურის, ისე წარმოჩენა. ამასთან ერთად, უჩვეულო ფორმის განათებებით, როგორიც მოცემულია ფოტოზე, მძაფრდება ეს გრძნობა.

შენარჩუნებული სიმარტივე

კიმ კარდაშიანისა და ქანიე ვესტის ლოს-ანჯელესის სახლი დახასიათებულია, როგორც “ფუტურისტული ბელგიური მონასტერი”. მთლიანი სახლი, სამზარეულოს კუნძულის ჩათვლით, მინიმალიზმის ნათელი მაგალითია.

თანამედროვე მიდგომა

მადრიდში მდებარე სახლის კუნძულის ეს ტიპი აძლიერებს თანამედროვეობის შეგრძნებას.

კედლის კუნძული

საინტერესოა კუნძული, როგორც კედლის გაგრძელება. თანამედროვე ხასიათი შენარჩუნებლია პრიალა და გლუვ სივრცეში.

შეუთავსეთ დასაჯდომი და სათავსო სივრცეები

ასეთი ტიპის კუნძულები გამოიჩა მულტიფუნქციურობით, რაც სამზარეულოში ყოფნას უფრო სასურველსა და სასიამოვნოს ხდის.

წყარო: architecturaldigest.com

სინგაპურის აეროპოტი – Jewel Changi Airport

განახლებული სახლები – გასაოცარი Before and After ფოტოები