in

სინგაპურის აეროპოტი – Jewel Changi Airport

პროექტის მიზანი იყო შექმნილიყო ურბანული ცენტრი, რომელიც დააკავშირებდა ტერმინალებს სავაჭრო სივრცესთან და შთამბეჭდავ ბუნებასთან. ინსპირაცია ალბათ თვითონ სინგაპურის მდებარეობა იყო, რომელსაც ასევე უწოდებენ ‘ქალაქს ბაღში’. პროექტზე იმუშავა 82 წლის არქიტექტორმა მოშე საფდიმ თავის სტუდიოსთან – Safdie Architects-თან ერთად. 

137 000 კვადრატული მეტრის ფართობის პროექტი მოიცავს უამრავ განსხვავებულ ობიექტს, როგორც გასართობ ადგილებს, ასევე სივრცეებს აეროპორტის ოპერაციებისთვის, ამ ყველაფერს კი აერთიანებს ბაღები, რომელიც უამრავ თავგადასავალს სთავაზობს ვიზიტორებს. შენობის მე-5 სართულზე 14 000 კვადრატულ მეტრზე გაშენებული პარკია, რომელიც გამწვანებასთან ერთად მოიცავს ატრაქციონებს, ლაბირინთებს, სხვა და სხვა არტისტების ინსტალაციებს და ასევე საღონისძიებო სივრცეს, რომელიც 1 000-მდე ადამიანს იტევს. შენობის თანამედროვე ვენტილაციის სისტემა არეგულირებს თერმულ კომფორტს როგორც ადამიანებისთვის, ასევე ინტერიერში მცენარეებისთვისაც.

აეროპორტის ცენტრი მისი მთავარი ღირსშესანიშნაობაა, მინის გუმბათის გადახურვის შუა წერტილში ფასეტური ფანტანია, საიდანაც შენობის მთელს სიმაღლეზე წრიულად წყალი ჩამოედინება. ეს ფანტანი ყველაზე მაღალი ფანტანია რომელიც აქამდე ინტერიერში გაკეთებულა. რადგან ამ რეგიონში ხშირად არის წვიმა და ჭექა-ქუხილი, შენობა აგროვებს და თავიდან მოიხმარს 40 000 ლიტრამდე წვიმის წყალს. 

ჯუველი აერთიანებს ბუნებას და საქმიან, სავაჭრო და საზოგადოებრივ სივრცეებს. პროექტი ემსახურება იდეას რომ აეროპორტი არის ურბანული ცენტრი, რომელშიც მოხვედრა უნდა იყოს გამოცდილება მოგზაურებისთვის და ვიზიტორებისთვის. გეგმარება ისე არის მოწყობილი რომ ნებისმიერ მოგზაური ტერმინალებტან დასაკავშირებლად ხიდით გაივლის გამწვანებულ სივრცეებს. პროექტს მომავალში აპირებენ რომ მიანიჭონ სინგაპურის ენერგო ეფექტური შენობის სტატუსი – GreenMark Platinum status.

 

წყარო: Safdie Architects

ფოტოები: Jewel Changhi Airport, Safdie Architects

თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი თუ ველოსიპედების პარკინგი?

სამზარეულოს კუნძულის 10 განსხვავებული იდეა