in

სამზარეულოს ზედაპირის ტიპები და მათი მახასიათებლები

სამზარეულო ის ადგილია, რომელიც განსაკუთრებულ სიამოვნებას უნდა გვანიჭებდეს და აქ გამოყენებული მასალები, გარეგნობის გარდა კარგ ფუნქციონალურ მახასიათბლებსაც უნდა ფლობდეს. თანამედროვე ტექნოლოგიების წყალობით, მწარმოებლები ამა თუ იმ ნაწარმის ნაკლოვანებებს მოხერხებულად მალავენ, რაც ჩვენთვის საუკეთესო ვარიანტის შერჩევას ართულებს. სწორედ ამიტომ, დღეს  ჩვენ მოგიმზადეთ სამზარეულოს ზედაპირების ჩამონათვალი მათი სუსტი და ძლიერი მხარეების განხილვით. იმედი გვაქვს, ამ გიდის დახმარებით მარტივად შეძლებთ თქვენთვის იდეალური ვარიანტის შერჩევას.

სამზარეულოს ლამინირებული ზედაპირი

ძლიერი მხარეები:

  • დაბალი ფასი;
  • სიმტკიცე;
  • პოსტფორმინგით დამზადებულ ზედაპირს ნაკლებად ეშინია ნესტის;
  • ნაკაწრებისადმი მეტნაკლები მედეგობა;
  • მარტივი წმენდაში;
  • ფერისა და ტექსტურის დიდი არჩევანი;
  • სუსტი მჟავების, ტუტეების, სპირტის, საღებავი პიგმენტებისა და ქლორისადმი მეტნაკლები მედეგობა.

სუსტი მხარეები:

  • ეშინია ნესტის, რომელიც გადაბმებში და კიდეებში გროვდება;
  • გადაბმის ადგილებში გასუფთავების სირთულე;
  • მერქან ბურბუშელოვანი ფილისგან (დსპ) დამზადებული ზედაპირი ლამინატის აძრობის შემთხვევაში გამოყოფს ფორმალდეგიდს, რაც მომწამვლელია;
  • ეშინია ცხელი ჭურჭლის.

 

აკრილის ზედაპირი

აკრილის ზედაპირი თანამედროვე პლასმასისგანაა დამზადებული და მისი ფასი ბუნებრივ ან აგლომერატის ზედაპირების ფასზე ნაკლებია

ძლიერი მხარები:

  • გადაბმის ადგილები უხილავია;
  • შესაძლებელია ზედაპირის მრავალჯერადი რესტავრირება;
  • მტკიცეა და ინერტული ქიმიური საშუალებებისადმი;
  • აკრილის ზედაპირს არა აქვს ფორები, შესაბამისად არ იწოვს ჭუჭყს, წყალს, სუნს და არ ეშინია სოკოსი.

სუსტი მხარეები:

  • ადვილად იჩხაპნება;
  • ეშინია ცხელი ჭურჭლის;
  • შედარებით მაღალი ფასი.

 

აგლომერატის (კომპოზიტის) ზედაპირი

მას ხელოვნურ ქვასაც უწოდებენ (პოპულარულია კვარცის, გრანიტის), თუმცა მისი ხელოვნურობა პირობითია და მასში მხოლოდ 7 პროცენტია. სინთეთიური მინარევების საშუალებით ის ქვის საუკუთესო თვისებებსაც ინარჩუნებს და დამატებით კარგ თვისებებსაც იძენს. ჩვენი აზრით, ის საუკეთესოა ზედაპირებს შორის. ნატურალური ქვისგან განსხვავებით, კომპოზიტური ზედაპირი განსაკუთრებულ მოვლას არ საჭიროებს, ვინაიდან მას ფორები არ გააჩნია.

ძლიერი მხარეები:

  • მარტივი მოვლა;
  • არ იკაწრება;
  • ნებისმიერი ფორმის მიღების საშუალება;
  • მაღალი თბო მედეგობა – იგი 280 გრადუსამდე გაცხელებული ჭურჭლის პირდაპირ შეხებას უძლებს;
  • ქიმიური ინერტულობა და ეკოლოგიურობა.

სუსტი მხარეები:

  • მაღალი ფასი;
  • არ ექვემდებარება რესტავრაციას და რემონტს (თუმცა პრაქტიკულად არ საჭიროებს მას);
  • ის ძალიან მძიმეა და მისი მონტაჟი ძვირია.

 

სამზარეულოს ხის ზედაპირი

ძლიერი მხარეები:

  • ბუნებრივი სითბო და ხის სილამაზე;
  • ხის ზედაპირი უნივერსალურია, განსაკუთრებით კარგია კლასიკური, “ქანთრის” და “პროვანსის” ინტერიერში;
  • ფასი ნაკლებია ხელოვნური და ბუნებრივი ქვის ზედაპირებზე;
  • განახლების და რესტავრაციის საშუალება;
  • ხე ადამიანისთვის სასარგებლო ფიტონციდებს გამოყოფს;
  • შესაძლებერია ელფერის შეცვლა;
  • გამძლეა, ადვილად დასამონტაჟებელი და ანტისტატიკური.

სუსტი მხარეები:

  • შეიძლება გამოიბურცოს, გაიღუნოს და დაიბზაროს ნესტის ან ტემპერატურული რყევების ზემოქმედებისგან;
  • მოითხოვს აკურატულ მოპყრობას, საჭიროებს რეგულარულ დამუშავებას და ლპობისადმია მიდრეკილი;
  • არ შეიძლება ცხელ ჭურჭელთან კონტაქტი;
  • იკაწრება.

 

ნატურალური ქვის ზედაპირები

ამ კატეგორიაში განსაკუთრებით პოპულარულია მარმარილოსა და გრანიტის ზედაპირები, თუმცა მათ გააჩნიათ გარკვეული თავისებურებანი.

ძლიერი მხარები:

  • განსაკუთრებული იერსახე და ატმოსფერო, რომელსაც ისინი ქმნიან;
  • მაღალი თბომედეგობა;
  • სიმტკიცე
  • არ იკაწრება.

სუსტი მხარეები:

  • ძნელად ექვემდებარება განახლებას და რესტავრაციას;
  • ეშინია მჟავეების;
  • გრანიტის შემთხვევაში აუცილებლად შესამოწმებელია რადიაციაზე.

 

სამზარეულოს უჟანგავი ფოლადის ზედაპირები

ძლიერი მხარეები:

  • თბომედეგობა;
  • უნაკვთო გადაბმები;
  • არ ეშინია ლაქების, ქონის, საღებავი პიგმენტებისა და სუნის;
  • მტკიცეა, გამძლე, ეკოლოგიური და ინერტულია ქიმიური ხსნარების მიმართ.

სუსტი მხარეები:

  • მაღალი ფასი;
  • ადვილად იკაწრება, თუმცა პოლირების შედეგად ნაკაწრები ქრება.

5 რჩევა სამზარეულოს ზედაპირის შესარჩევად

ნულოვანი დანახარჯის კონცეფცია არქიტექტურაში