in

პატარა საოჯახო თავშესაფარი ურუგვაის სანაპიროზე

Alliance Group
Alliance Group

ურუგვაის სანაპიროზე, ბალნეარიო ბუენოს აირესში, პუნტა დელ ესტედან 15 კმ-ის დაშორებით, მღელვარე ქალაქის ცხოვრებიდან შორს მდებარე ატლანტიკური ნიავით განებივრებული სახლი წარმოადგენს არქიტექტურულ და, იმავდროულად, ცხოვრებისეულ პროექტს. არქიტექტორებმა — დელფინა რივერტიმ და ფრანო რიჩერიმ, გადაწყვიტეს, აეშენებინათ, როგორც თავად ამბობენ, „სახლი ცხოვრების საუკეთესო მომენტებისთვის, სადაც ოჯახის შექმნას და ბავშვის აღზრდას შევძლებდნენ“. ასე რომ, მათი საოცნებო სახლი გადაიქცა დიზაინის გამოწვევად — შეექმნათ თავიანთ საჭიროებებზე მორგებული სივრცე, ამასთან, ეკონტროლებინათ ხარჯები და პროექტის ვადები.

მიუხედავად იმისა, რომ სახლი მხოლოდ 45მ2-ის სიდიდისაა, სივრცე ფართო და შუქით სავსეა. მთავარი საცხოვრებელი ზონა და საძინებელი თავმოყრილია ცენტრალური ბირთვის ირგვლივ, რომელიც აერთიანებს საერთო მოხმარების საგნებს, რათა ყველა ოთახს ჰქონდეს მათზე წვდომა. შუშის ფასადები მთელი სივრცის ბუნებრივი შუქით ავსებას უწყობს ხელს.

გარდა სტრუქტურული ბაზისა, მთელი კონსტრუქცია დამზადებულია სხვადასხვა ტიპის ხისგან, რაც სივრცეში ფერებისა და ტექსტურების მრავალფეროვნებას უწყობს ხელს. მთავარი სტრუქტურა მულტილამინირებული ევკალიპტისგან ამ ტერიტორიის ფარგლებს გარეთ შეიქმნა, რათა კუნსტრუქციის აწყობის დრო გაკონტროლებულიყო და შენობის ნარჩენები შემცირებულიყო.

მარტივი, მაგრამ ეფექტური გადაწყვეტები ხელს უწყობს მიკროკლიმატურ კეთილდღეობას გარემოზე მინიმალური ზემოქმედებით — ღიობების დიზაინი ხელს უწყობს ზაფხულში ბუნებრივ ჯვარედინ ვენტილაციას, ხოლო ორმაგი მინის პანელები ქმნის ჰერმეტულობას, რაც მზის სითბოს შენარჩუნებას უზრუნველყოფს და, შესაბამისად, გათბობის ხარჯებს ამცირებს.

შიგნით, მარტივი და აუცილებელი დიზაინის მქონე ავეჯი — მათ შორის სამზარეულოს კარადა, რომელიც აღდგენილი საზღვაო დაფებისგან არის დამზადებული — და უხეში მოპირკეთება სივრცეში ინტიმურ და მყუდრო ატმოსფეროს ქმნის.

 

რუბრიკის წარმდგენია “ალიანს ჯგუფი” 

არქიტექტურა, როგორც სოციუმის დაკვეთა — ინტერვიუ სულხან სულხანიშვილთან

რა არის დეკორატიული ლესვა და რა უპირატესობებით გამოირჩევა ეს ტექნიკა