in

10 ადგილი თბილისში, სადაც საშხაპე სისტემებს შეიძენთ

მომხმარებელთა უმეტესობა სააბაზანოს მოწყობისას უპირატესობას საშხაპე კაბინებს ანიჭებს, რადგან ისინი მცირე ადგილს იკავებს და, ამავე დროს, საკმაოდ კომფორტულია. აღსანიშნავია, რომ საშხაპე სისტემები, ფუნქციურ მნიშვნელობასთან ერთად, სააბაზანო ოთახის იერსახესაც განაპირობებს. ამიტომ აუცილებელია, მსგავსი აქსესუარები დიდი ყურადღებითა და სიფრთხილით შეარჩიოთ და მაღალი ხარისხის, გამძლე პროდუქტი შეიძინოთ, რომელიც ესთეტიკურადაც გაამდიდრებს სივრცეს და სასიამოვნო გარემოს შექმნაში დაგეხმარებათ. დღევანდელ სტატიაში იმ ადგილებს გაგაცნობთ, სადაც საშხაპე სისტემების შერჩევას შეძლებთ.

1. Mihouse  

საშხაპე სისტემების დიდი არჩევანი დაგხვდებათ „Mihouse“-ის შოურუმში, სადაც განსხვავებული დიზაინის მოდელებია წარმოდგენილი. ისინი თქვენს სააბაზანოს მყუდროებას შეჰმატებს. სასურველი დიზაინის აქსესუარებით აბაზანაში განსაკუთრებულ გარემოს შექმნით.

2. Domino 

უამრავ სხვა საყოფაცხოვრებო ნივთთან ერთად, „Domino“-ში სააბაზანო კომპლექტსაც შეიძენთ, რომელიც ხანგრძლივად უზრუნველყოფს თქვენს ჰიგიენასა და სისუფთავეს. მიმზიდველი კოლექცია საინტერესო ინტერიერის შექმნაშიც დაგეხმარებათ და სააბაზანო ზონას სახლის განსაკუთრებულ ნაწილად აქცევს.

3. NOVA

სააბაზანო ის ადგილია, სადაც ყოველი ელემენტის შერჩევისას უპირატესობა ხარისხს უნდა მიანიჭოთ, რათა თითოეული მათგანი ხანგრძლივად მოგემსახუროთ. ამ მხრივ, გამორჩეული ადგილი „NOVA“-ს შოურუმია, სადაც მდგრადი საშხაპე სისტემები დაგხვდებათ.

4. გერმანული სახლი

გერმანული სახლი“ სხვადასხვა ფერისა და დიზაინის საინტერესო კოლექციას გთავაზობთ. აქ სასურველ პროდუქტის მარტივად შეარჩევთ. თუ დახვეწილი, ელეგანტური და მდიდრული სააბაზანო სივრცის შექმნა გსურთ, „გერმანული სახლის“ შოურუმი აუცილებლად უნდა მოინახულოთ.

5. იდეალი 

იდეალის“ შოურუმში წარმოდგენილი პროდუქცია თქვენს აბაზანას ბევრად უფრო საინტერესო და სასიამოვნო იერსახეს შესძენს. სასურველ საშხაპე სისტემებს თქვენი სააბაზანოს ინტერიერს მარტივად მოარგებთ და ჰარმონიულ გარემოს შექმნით.

6. გალერეა დემასი

დახვეწილი სტილის მოდელები დაგხვდებათ „გალერეა დემასში“. ისინი ელეგანტური სივრცის მოწყობაში დაგეხმარებათ. საშხაპე სისტემები სააბაზანოს ესთეტიკას განსაზღვრავს, ამიტომ მათი შერჩევისას დიდი ყურადღება გმართებთ.

7. Bricorama

მრავალ სხვა საჭირო ნივთთან ერთად, „Bricorama“-ში საშხაპე სისტემებს და ყველა იმ აქსესუარსაც შეიძენთ, რომლებიც სააბაზანო ოთახის მოსაწყობად დაგჭირდებათ. შოურუმში შერჩეული პროდუქტები თქვენს ინტერიერს უფრო მიმზიდველს გახდის.

8. VitrA Georgia 

გამორჩეულ კოლექციას გთავაზობთ „VitrA Georgia“, რომლის პროდუქციაც, მაღალი ხარისხისა და განსხვავებული დიზაინის წყალობით, მრავალი წელია, ერთ-ერთ მოწინავე ადგილს იკავებს და მომხმარებელთა ნდობით სარგებლობს. ამიტომ, თუ სააბაზანოს განახლება გსურთ, გირჩევთ, ეს სივრცეც მოინახულოთ.

9. Aquaroom   

სახლის გასაახლებლად და ინტერიერში ცვლილების შესატანად სააბაზანო აქსესუარების შეძენა კარგი გადაწყვეტილებაა, რადგან უპირველესად სწორედ საშხაპე სისტემებს სჭირდება განახლება. სასურველი პროდუქტების შეძენას „Aquaroom“-შიც შეძლებთ.

10. მოდუსი 

ზემოთ ჩამოთვლილი ბრენდების მსგავსად, „მოდუსიც“ ორიგინალურ და მიმზიდველი დიზაინის საშხაპე სისტემებს გთავაზობთ. ისინი ყოველდღიურობას გაგიმარტივებთ და აბაზანაში გატარებულ დროს ბევრად უფრო სასიამოვნოდ აქცევს.

ავტორი: მეკო მეტრეველი

ენობრივი რედაქტორი: სოფიო მენთეშაშვილი

ფერადი ეკლექტური სახლი ლონდონში

„სუხე“ – დროსთან ბრძოლის ფილოსოფიით შექმნილი ხის პროდუქცია