in

7 ადგილი თბილისში, სადაც საწერ მაგიდას შეიძენთ

სასკოლო სეზონი მალე დაიწყება, შესაბამისად,  ყველაზე აქტუალური თემა ბავშვის საწერი მაგიდაა, რომელიც სასწავლო პროცესის უმნიშვნელოვანესი კომპონენტია. მშობლები ცდილობენ, მათ შვილებს მაქსიმალურად კომფორტული მაგიდა შეურჩიონ, რათა სწავლის დროს ბავშვებმა თავი მოხერხებულად და სასიამოვნოდ იგრძნონ. ამავდროულად, მიმზიდველი ავეჯი კარგი საშუალებაა ოთახის გასაახლებლად და ინტერიერის გამოსაცოცხლებლად, ამიტომ პროდუქტის შერჩევისას დიზაინიც არანაკლებ მნიშვნელოვანია. დღეს შევეცდებით ის ადგილები გაგაცნოთ, სადაც თქვენთვის სასურველ საწერ მაგიდას შეიძენთ.

1. FORUM By New Light

თქვენი შვილებისთვის საწერი მაგიდის შეძენას „FORUM By New Light“-ის შოურუმში შეძლებთ, სადაც მიმზიდველი კოლექცია დაგხვდებათ. სასურველი პროდუქტი იდეალურად მოერგება სამუშაო კუთხესა და საძინებელ სივრცეს და დახვეწილ აქცენტებს შექმნის.

2. ერგო

სამეცადინო, ერგონომიული მაგიდების ფართო არჩევანს გთავაზობთ ავეჯის მაღაზია „ერგო“. შოურუმში წარმოდგენილი მაგიდისა და სავარძლის გამოყენება პირველი კლასიდან ზრდასრულ ასაკამდეა შესაძლებელი, რადგან ავეჯი მომხმარებლის სიმაღლის მიხედვით რეგულირდება და ნებისმიერი ასაკის ბავშვს სრულად ერგება, რაც ამცირებს სკოლიოზისა თუ ახლომხედველობის განვითარების ალბათობას.

3. KARE  

სასკოლო სეზონისთვის შეგიძლიათ „KARE“-ს შოურუმშიც მოემზადოთ, სადაც საწერი მაგიდები დაგხვდებათ, რომლებიც სამეცადინო კუთხეს გაალამაზებს და თქვენს შვილებს სასწავლებლად კომფორტულ გარემოს შეუქმნის.

4. INTERIORISMO

დახვეწილ და ესთეტიკურად მიმზიდველ მოდელებს შეიძენთ „INTERIORISMO“-ს შოურუმში. ეკოლოგიურად სუფთა, ხის საწერი მაგიდები განსაკუთრებულ მიმზიდველობას შესძენს თქვენი შვილის სამეცადინო ზონას და ინტერიერს ელეგანტურ იერსახეს შემატებს.

5. დომინო

კიდევ ერთი ადგილი, სადაც თქვენი შვილისთვის შესაფერის სამეცადინო მაგიდას შეიძენთ „დომინოა“. კოლექციაში წარმოდგენილი მოდელები ბავშვებს დაეხმარება სწავლის პროცესში თავი კომფორტულად იგრძნონ და სასკოლო სეზონი პროდუქტიულად წარმართონ.

6. Ashley HomeStore

განსხვავებული დიზაინის მოდელების შერჩევას შეძლებთ „Ashley HomeStore“-ში. მაგიდა გარდა პრაქტიკული გამოყენებისა დეკორის ფუნქციასაც შეასრულებს და თქვენი სახლის ინტერიერს საოცარ მომხიბვლელობას შემატებს.

7. VELI.store

თქვენი შვილებისთვის მაგიდას „VELI.store“-ზეც შეიძენთ. სასურველ მოდელს სწავლის გარდა ბავშვები სათამაშოდ და ხატვისთვის გამოიყენებენ, მაგიდის სათავსოებში კი შესაბამის ნივთებს შეინახავენ. პროდუქტი ეკოლოგიურად სუფთა მასალებისგანაა დამზადებული და სრულიად უსაფრთხოა გარემოსთვის.

ავტორი: მეკო მეტრეველი

8 საუკეთესო ოთახის მცენარე სკანდინავიური ინტერიერისთვის

„Ergaster“ – ეკოლოგიურად სუფთა მასალით შექმნილი ქართული ავეჯი