in ,

ორიგინალური დიზაინის მქონე საცხობი ბახტრიონის ქუჩაზე – ელენე სხვიტარიძის ნამუშევარი

Banner M2
Banner M2

ამ ულამაზესი საცხობის საერთო ფართი სულ რაღაც 15 კვადრატული მეტრია და მისი ინტერიერის შექმნაზე დიზაინერმა ელენე სხვიტარიძემ იმუშავა.

პროექტის ამოცანა იმაში მდგომარეობდა, რომ შექმნილიყო ძველი ინდუსტრიული ტიპის საცხობის იერსახე. პატარა ფართის მიუხედავად, ინტერიერი უნდა ყოფილიყო თვალისთვის დასამახსოვრებელი და საინტერესო.

ინტერიერში 3 ძირითად მასალას ვხვდებით: ხეს, ბეტონს და მეტალს. ასევე ცალკე აღნიშვნის ღირსია ინდუსტრიული სტილის ფონზე “შემოჭრილი” რენესანსის, კერძოდ კი ლეონარდო და ვინჩის ნამუშევარი, რომელიც ერთის მხრივ, საკმაოდ კონტრასტულია, თუმცა ამავე დროს, ძალიან ჰარმონიულად ერწყმის გარემოს. ზემოთხსენებულ ელემენტს ინტერიერში შემოაქვს ახალი ფერი – ბორდოსფერი, რომელიც კედლების ქვედა ნაწილში და იატაკზე ხალიჩის სახით გრძელდება.

დიზაინერი: ელენე სხვიტარიძე

დიზაინ სტუდია: EleniaS – Interior and Product Design

როგორ მოვამზადოთ აივანი საგაზაფხულოდ

საკუთარი ხელით განხორციელებული რემონტი და ინტერიერის დიზაინი – დაჩი აბსანძის გამოცდილება