in

მოდერნიზმის სტილით შთაგონებული სახლი ამერიკაში

Banner M2
Banner M2

სახლის მფლობელის გემოვნება, ცხოვრების სტილი და კომფორტი, რომელიც არქიტექტორების კლასიკურ მიდგომებსა და თანამედროვე აქცენტებს ერწყმის, ვესტჩესტერში მდებარე საცხოვრებელს სიმდიდრისა და ინდივიდუალიზმის ხასიათს უქმნის, რაც მის ინტერიერის დიზაინში აისახება.

საცხოვრებელი ამერიკელ ინტერიერის დიზაინერს ეკუთვნის, რომელიც ვესტჩესტერის ოლქში გაიზარდა. როგორც ის განმარტავს, ეს ადგილი ბავშვობის ნოსტალგიებს უქმნის. შენობა ბორცვზე დგას და გარშემორტყმულია ბაღითა და ტყით, რომელიც 20 ჰექტარზეა გაშენებული და საკმაოდ მოშორებულია ცენტრს, რომელიც სახლიდან დაახლოებით ერთი საათის სავალზეა.

 

თავდაპირველად სახლს ხუთი საძინებელი ჰქონდა, რომლებიც გადაკეთდა და ერთი მთავარი, ხოლო ერთიც სტუმრების საძინებელი დარჩა. მისაღების ნაწილში ვხვდებით ლუი XVI-ს ეპოქის სტილის სკამებს, დივანსა და ყავის მაგიდას, რომლებიც ანტიკვარიატს წარმოადგენენ.

მისაღები ოთახი საკმაოდ დიდია. მის ერთ ნაწილში განთავსებულია კერამიკული სკულპტურები და მაგიდა, რომელიც „ბარის მაგიდის“ ფუნქციას ასრულებს. სკამების დიზაინი ცნობილ არქიტექტორსა და ინტერიერის დიზაინერს, Paul Laszlo-ს ეკუთვნის, ხოლო ფანჯრებს მაღალი ხარისხის აბრეშუმის ფარდები ამშვენებს.

სასადილო სივრცეში განთავსებულ მაგიდას ტყავის სკამები ახლავს თან, რომელთა დიზაინიც Jacques Adnet-ს ეკუთვნის და არაფორმალური შეხვედრებისთვისაა განკუთვნილი.

აქვეა შედარებით დიდი ზომის მაგიდაც, რომელსაც ანტიკური სტილის სკამები ამშვენებს. მაგიდის გადასაფარებელი კი Holland & Sherry-ს კოლექციიდანაა და მატყლის მასალითაა შექმნილი.

ინტერიერის დიზაინზე მუშაობისას შთაგონების წყარო ძველებური, ამერიკული სახლი იყო, რომელსაც გლამურის ეფექტები ექნებოდა. საბოლოო სახის მისაღებად დიზაინერებს ოთხი წელი დასჭირდათ და საერთო ჯამში, კიბეების გარდა, თითქმის ყველაფერი შეცვალეს.

პირველი, რაც სახლის რესტავრაციის პროცესში გაკეთდა, იყო ექსტერიერის შეცვლა, ვერანდების სვეტების გადაკეთება და ფანჯრების დამატება.

სახლში ვხვდებით კლასიკური სტილის სამზარეულოსა და ბიბლიოთეკას. სამზარეულოს მიუყვება დერეფანი, რომელიც სასადილო ოთახს უერთდება. ბიბლიოთეკა ფრანგული ავეჯითაა აღჭურვილი, რომელთა უმეტესი ნაწილიც ფრანგულ ავეჯის სახლებს ეკუთვნის.

მთავარ საძინებელში განთავსებულია ძვირადღირებული ხალიჩა და ვინტაჟური სავარძლები, რომელთა დიზაინიც იტალიურ ბრენდს, Loro Piana-ს ეკუთვნის. კედელზე დაკიდებულია ანტიკვარული კილიმი, რომელიც სახლის მეპატრონემ ლონდონის აუქციონზე შეიძინა.

საძინებლის მსგავსად, აბაზანაშიც Loro Piana-ს ქსოვილებია გამოყენებული, თუმცა, სხვა ოთახებთან შედარებით, სააბაზანო მდიდარია განსხვავებული ფერებითა და კონტრასტული აქცენტებით.

სტუმრების საძინებელში ვხვდებით ვინტაჟურ საწოლს, რომელიც ბამბუკის მასალითაა შექმნილი და მეპატრონემ ისიც პარიზში, კერძოდ კი Antiquités Modernes-ში შეიძინა.

ინტერიერი ერთდროულად ქმნის კონსერვატიზმისა და მოდერნიზმის ხასიათს, ფერები ერთი შეხედვით, ცივია, თუმცა მიუხედავად ამისა, პროექტის ავტორებმა მაინც მოახერხეს მყუდრო და კომფორტული სივრცის შექმნა.

სკინალი – როგორია მისი გამოყენების სპეციფიკა და ღირებულება ქართულ ბაზარზე?

კლასიკური და თანამედროვე ელემენტებით შექმნილი ბინა ქავთარაძის ქუჩაზე — პაპუნა საბაშვილის ნამუშევარი