in

10 ადგილი თბილისში, სადაც საუთოებელ მაგიდას შეიძენთ

საუთოებელი მაგიდა ერთ-ერთი ყველაზე პრაქტიკული და აუცილებელი  ნივთია სახლში, რომელიც ნებისმიერ მაცხოვრებელს სჭირდება. მისი შერჩევისას მნიშვნელოვანია ხარისხის, მასალის, ზომისა და დიზაინის გათვალისწინება, რათა  მოდელი ინტერიერისთვის შეუფერებელი არ იყოს და დიდი ხნის განმავლობაში მოგემსახუროთ. დღევანდელ სტატიაში გთავაზობთ იმ ადგილების ჩამონათვალს, სადაც სხვდასხვა გემოვნებასა და ბიუჯეტზე მორგებულ საუთოებელ მაგიდებს შეიძენთ.

Miele Georgia

კომპაქტურობითა და გამოყენების სიმარტივით ხასიათდება პრემიუმ-კლასის „Miele“-ს საუთოო მაგიდა, რომლის შეძენაც „Miele Georgia“-ს შოურუმშია შესაძლებელი. რეგულირებადი მოდელი შეგიძლიათ სასურველ სიმაღლეზე დააყენოთ, დაკეცოთ და მარტივად გადააადგილოთ, რადგან მაგიდა ბორბლებითაა აღჭურვილი და ადვილად მოძრაობს. ეს არის სრულიად ინოვაციური პროდუქტი, რომელიც თანამედროვე სტანდარტების მიხედვითაა შექმნილი და მომხმარებლებს დაუთოების პროცესს უმარტივებს.

ელიტ ელექტრონიქსი

სასურველი მოდელის შეძენა შეგიძლიათ „ელიტ ელექტრონიქსშიც“, სადაც განსხვავებული ბრენდების ხარისხიანი პროდუქციაა წარმოდგენილი. თითოეული მათგანი დიზაინითაც მიმზიდველია და ნებისმიერი სტილის სივრცეს ესადაგება.

JYSK

თუ საუთოო მაგიდის შეძენას გადაწყვეტთ, შეგიძლიათ „JYSK“-ის შოურუმსაც ესტუმროთ, სადაც თქვენთვის საინტერესო და სასურველ მოდელს მარტივად შეარჩევთ და ინტერიერსაც განაახლებთ.

დომინო

მუდმივი სისუფთავისა და წესრიგისთვის აუცილებელია ხარისხიანი და გამძლე საუთოო მაგიდა, რომელიც ინტერიერის ტექსტილისა და ტანსაცმლის მოწესრიგებაში დაგეხმარებათ. მიმზიდველი დიზაინის კომფორტულ მოდელებს კი, მსგავსად სხვა სივრცეებისა, „დომინოს“ შოურუმშიც შეიძენთ.

სუპერი

საყოფაცხოვრებო ნივთების დიდი არჩევანი დაგხვდებათ “სუპერშიც“, სადაც არაერთ საჭირო პროდუქტთან ერთად, საუთოო მაგიდასაც შეიძენთ, რომელიც ყოველდღიურობას გაგიმარტივებთ და დაუთოების პროცესში მოსახერხებელ პირობებს შეგიქმნით.

Mihouse

მოსახერხებელი საუთოო მაგიდები დაგხვდებათ „Mihouse“-შიც. შერჩეული პროდუქტი სახლის საქმიანობას უფრო კომფორტულს გახდის და ინტერიერის გახალისებაშიც დაგეხმარებათ.

VELI.store

VELI.store“-ის სერვისის საშუალებით, სასურველ მოდელს უმოკლეს დროში, აღნიშნულ მისამართზე მიიღებთ და სახლიდან გაუსვლელად, პრაქტიკული ნივთის გამოყენებას იმავე დღეს შეძლებთ.

Extra.ge  

Extra.ge“-ზე ონლაინ არის შესაძლებელი რეგულირებადი მაგიდების მრავალფეროვანი პროდუქციის შერჩევაც, რომლებიც ხარისხით, გამძლეობითა და დიზაინით გამოირჩევა და სივრცის გაცოცხლებაში დაგეხმარებათ.

ციტრუსი

კიდევ ერთი ადგილი, რომელიც თქვენზე მორგებულ საუთოო მაგიდებს გთავაზობთ „ციტრუსია“, სადაც განსხვავებული დიზაინისა და საფასო კატეგორიის მოდელებია წარმოდგენილი.

გორგია

მომხმარებლებს „გორგიას“ შოურუმშიც შეუძლიათ მათთვის საინტერესო და ხელსაყრელი საუთოო მაგიდის შერჩევა, რომლებიც დიდი ხნის განმავლობაში მოგემსახურებათ.

ავტორი: მეკო მეტრეველი

შემოსასვლელის კარადა – იდეები შთაგონებისთვის

რატომ არის საჭირო მარილი ჭურჭლის სარეცხის მანქანისთვის და რა სიხშირით უნდა გამოვიყენოთ ის?