in

„რუმ დიზაინ სტუდიო“-ს მიერ შექმნილი საუცხოო ვილა თბილისთან ახლოს

მდიდრული ვილა თბილისთან ახლოს, რომლის დიზაინი და პროექტირება „რუმ დიზაინ სტუდიო“-ს არქიტექტორების და დიზაინერების გუნდმა შექმნა, მომხიბვლელი და ექსკლუზიური დიზაინით გამოირჩევა.

ვილის ზოგადი დიზაინ-პროექტი გადმოსცემს მფლობელის ხასიათს – სწორედ ამისკენ ისწრაფვის „რუმ დიზაინ სტუდიო“-ს გუნდი ყოველ პროექტზე მუშაობისას, სადაც მომხმარებლის ყველა მნიშვნელოვანი დეტალი და სურვილი შერწყმულია უნიკალურ სტილთან და ასახულია დამკვეთის საოცნებო ინტერიერში. ვილის ინტერიერის დიზაინი გადაწყვეტილია ნეოკლასიკურ და თანამედროვე სტილში, სადაც ნათელი აქცენტები და საოცარი დეკორაციები მომაჯადოვებელ და მომხიბვლელ გარემოს ქმნიან.

პროექტში გამოყენებული ყველა მასალა – შპალერი, ავეჯი, განათება, დეკორატიული პანო, კერამიკული ფილები და საფარდე ქსოვილები არის მხოლოდ პრემიუმ კლასის, რომლებიც ექსკლუზიურად, „გალერეა რუმ დიზაინი“-ს შოურუმში წარმოდგენილი მასალებისგან იქნა შერჩეული. აღნიშნული პროექტის საერთო ფართი 1500 კვმ. მოიცავს.

ნეოკლასიკური სტილის მისაღები ოთახი, რომელიც განთავსებულია პირველ სართულზე, თბილ და ნეიტრალურ ფერებში არის გადაწყვეტილი. სივრცის შუაგულში დომინირებს სპეციალურად ვილებისა და სასტუმროებისთვის დამზადებული დიზაინერული სანათი, რომელსაც ორიგინალური კომპოზიციური განათება შემოაქვს ინტერიერში.

მისაღები ოთახის კედლების დიზაინისთვის „რუმ დიზაინ სტუდიო“-ს გუნდმა იტალიური წარმოების ულამაზესი დეკორატიული შპალერი და მარმარილოს ფაქტურის მეგა ფორმატის, ნეოკლასიკური სტილის კერამიკული ფილები შეარჩია. კედლის ნაწილისთვის კი ნატურალური ხის ფაქტურის პანელები განისაზღვრა, რომლებიც ინტერიერში ამაღლებულ განწყობას ქმნიან.

ოთახში მყუდრო და კომფორტული გარემოს შესაქმნელად, „რუმ დიზაინ სტუდიო“-ს დიზაინერებმა უმაღესი ხარისხის, დეკორატიული კერამიკული გრანიტის ფილებით მოპირკეთებული ბუნებრივი ბუხარი განათავსეს. სივრცის მოსაწყობად განისაზღვრა კლასიკური სტილის ექსკლუზიური ავეჯი, რომელიც ინტერიერის საერთო ფერთა გამასთან ჰარმონიულად არის შეხამებული.

კედლებს იტალიური წარმოების ულამაზესი დეკორატიული შპალერი, მარმარილოს ფაქტურის მეგა ფორმატის, ნეოკლასიკური სტილის კერამიკული ფილები და ხის ფაქტურის პანელები ამშვენებენ. იატაკის მოსაპირკეთებლად „რუმ დიზაინ სტუდიოს“ ინტერიერის დიზაინერებმა ნატურალური ხის მეტალიზირებული ჩანართების პარკეტი შეარჩიეს, რაც განსაკუთრებულ და გამორჩეულ განწყობას ქმნის ინტერიერში.

ვილის პროექტის ერთ-ერთ ფუფუნების ადგილს პირველ სართულზე განთავსებული შიდა აუზი წარმოადგენს, რომლის ინსპირაციის წყარო სიმდიდრის და ბუნებრიობის სინთეზი გახლავთ. ინტერიერში განსხვავებული ემოციის და დინამიკის შესაქმნელად, კედელს ამშვენებს იტალიური მწარმოებლის INCIOSTRO BIANCO-ს ქარხანაში ექსკლუზიურად „გალერეა რუმ დიზაინი“-ს შეკვეთით დამზადებული დეკორატიული პანო, რომელიც შექმნილია უძველესი დროის ქანების, ოკეანის ქაფის და ბუნების ინსპირაციით.

აუზს განსაკუთებულ იერსახეს აძლევს მსოფლიოში ერთ-ერთი ცნობილი ბრენდის BISAZZA-ს უძველესი ტექნიკით შემუშავებული მოზაიკა, რომელიც შეხამებულია გეომეტრიული და დახვეწილი ლუქსორის ტიპის ჩანართების მქონე მეგა ფორმატის კერამგრანიტის ფილებთან.

სივრცის გასაზრდელად, აუზის ჭერზე გამოყენებულია უჟანგავი ფოლადის, გამჭვირვალე წყლის ეფექტის მქონე დეკორატიული ჭერის პანელები, რომლებიც სარკისებრი ეფექტით ირეკლავენ აუზის წყლის ფერს და ქმნიან უფრო მეტ ჰარმონიულ განწყობას. აუზის ვიტრაჟებს ამშვენებენ მაღალი ხარისხის, ნესტგამძლე, ნატურალური სელის მასალისგან დამზადებული ფარდები, რომლებსაც დამატებით სიმყუდროვე შემოაქვთ ინტერიერში. აუზის ტერიტორიაზე სრული კომფორტისთვის განთავსებულია საუნა, საშხაპე, სააბაზანო ოთახები და მოსასვენებელი სივრცე.

ვილის პროექტირება-დიზაინში ყველა დეტალი და ელემენტი გააზრებულია. „რუმ დიზაინ სტუდიო“-ს ინტერიერის დიზაინერები შეეცადნენ, ყოველი ოთახის ინტერიერი ექციათ ხელოვნების ნიმუშად, ისე, რომ ერთი ნახვითაც დიდი ხნის განმავლობაში დარჩეს ადამიანს მეხსიერებაში სივრცის მომხიბვლელი იერსახე.

სამზარეულოს და სასადილო ოთახის სივრცე ერთმანეთისგან გამოყოფილია სლაიდ სისტემის, გამჭვირვალე, რელიეფური ტიპის შუშის და უჟანგავი ფოლადის პროფილებით დამზადებული ტიხრებით. სამზარეულოს კედლის წინსაფრად გამოყენებულია წყალგამძლე დეკორატიული პანო ბუნებრივი ელემენტებით. დეკორზე გამოსახული პრინტი ასოცირდება ბუნებასთან, რაც დამკვეთის მოთხოვნების მიხედვით იქნა შერჩეული და მისი ფერთა გამა კომპოზიციურად შეესაბამება სამზარეულოს ავეჯს.

მეორე სართულის სივრცეს იკავებს 4 საძინებელი ოთახი და 3 სველი წერტილი. საძინებელი ოთახები მოწყობილია პრემიუმ ხარისხის, ექსკლუზიური მასალებით, დეკორატიული, ორიგინალური პანოთი და განათებით, ასევე კომფორტული ავეჯით, რომლებიც ექსკლუზიურად ფუფუნების მოყვარლთათვის არის შექმნილი „გალერეა რუმ დიზაინი“-ს პარტნიორი ბრენდებისგან. უფრო მეტი კომფორტისთვის მთავარ საძინებელს გააჩნია თავისი საგარდერობო ოთახი და სველი წერტილი.

სააბაზანო ოთახების კედლებს, იტალიური წარმოების, უმაღლესი ხარისხის წყალგამძლე დეკორატიული შპალერი და მეგა ფორმატის კერამიკული ფილები ამშვენებენ, რომლებიც მრავალი წლის განმავლობაში თავის პირველად იერსახეს უცვლელად ინარჩუნებენ. რაც შეეხება აბაზანის კომპლექტს, პროექტში გამოყენებულია იტალიური წარმოების, უმაღლესი ხარისხის კერამიკული სანტექნიკა, შემრევი ონკანები და საშხაპე მოწყობილობები, რომლებიც ინტერიერის ნეოკლასიკურ სტილთან გემოვნებით არის შეხამებული.

ვილის საერთო ინტერიერი ხელოვნების ნიმუშის დონეზეა შექმნილი. განსაკუთრებული სპეციფიურობით გამოირჩევა ბუნებრივი მარმარილოს ქვით მოპირკეთებული კიბის უჯრედი, რომლის სივრცე გაფორმებულია ბუნებრივი ელემენტების მქონე დეკორატიული პანოთი, ნატურალური ხის 3D პანელით და ლედ განათების სისტემით, რომელიც სინთეზურად ერწყმის სივრცის საერთო დიზაინს.

ვილის პროექტირებისას ლანდშაფტური დიზაინი ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს. ჩვენმა პროფესიონალმა არქიტექტორ-დიზაინერების გუნდმა არც ამაზე დაზოგა ენერგია და თითოეული სანტიმეტრის გათვალისწინებით შექმნა უნიკალური დიზაინის მქონე ექსტერიერი.

ვილის მეორე სართული გარშემორტყმულია აივნით, ხოლო აუზის ზედა ნაწილის მთლიან სივრცეს დიდი ტერასა იკავებს, რომელიც იდეალური ადგილია რელაქსაციისთვის. ტერასა მოწყობილია კომფორტული და რბილი ექსტერიერის ავეჯით.

არსებული კონცეფციიდან გამომდინარე, ვილის საერთო პროექტში შენარჩუნებულია მინიმალისტური სტილი. გარკვეული დეტალების გათვალისწინებით, დიზაინ-პროექტირება ისე დაიგეგმა, რომ  ექსტერიერი და ინტერიერი ერთმანეთთან სინთეზურად არის დაკავშირებული, რაც სასიამოვნო ატმოსფეროს შექმნას უწყობს ხელს.

„რუმ დიზაინ სტუდიო“-ს არქიტექტორები და ინტერიერის დიზაინერები ზონირების დროს სივრცის ფუნქციონალობას და პრაქტიკულობას დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ. სწორედ ამიტომ, აღნიშნული ვილის ექსტერიერის დიზაინ-პროექტირება ისე დაიგეგმა, რომ გარე სივრცე არ ყოფილიყო გადატვირთული და სავალი სივრცეების ზონები ერთმანეთთან მარტივად დაკავშირებულიყო. ექსტერიერის მაქსიმალურად გასამწვანებლად, „რუმ დიზაინ სტუდიო“-ს დიზაინერებმა ბუნებრივი მოლი და მარადმწვანე დეკორატიული მცენარეები გამოიყენეს. გარდა ამისა, ვილის ექსტერიერს დეკორატიული აუზი და ლაუნჯ სივრცე ამშვენებენ.

რუმ დიზაინ სტუდიო“ ქმნის დიზაინ-პროექტებს, რომლებშიც არქიტექტურა და ინტერიერის დიზაინი ჰარმონიულ თანხვედრაშია ერთმანეთთან. სტუდიის მომსახურებაში შედის  პროექტის არქიტექტურული დაგეგმარება, ინტერიერის და ექსტერიერის 3D ვიზუალიზაცია, დიზაინ-პროექტირების სრული სერვისი იდეიდან გასაღების ჩაბარებამდე.

[R]

ჰოლანდიური ბრენდები VELI.store-ზე -„Woood“-ისა და „BePureHome“-ის 8 რჩეული პროდუქტი Homeis.ge-გან

როგორ გავწმინდოთ შავი ფერის სანტექნიკა სწორად? – 8 მარტივი რჩევა