in

ჰოლანდიური ბრენდები VELI.store-ზე -„Woood“-ისა და „BePureHome“-ის 8 რჩეული პროდუქტი Homeis.ge-გან

„Woood“ და „BePureHome“  — ჰოლანდიური წარმომავლობის, დახვეწილი დიზაინისა და მაღალი ხარისხის ბრენდებია, რომლებიც საკუთარი წარმოების ავეჯით, დეკორატიული ნივთებითა და აქსესუარებით მნიშვნელოვან ადგილს იკავებს საერთაშორისო ბაზარზე.

პროდუქციის დიდი ნაწილი ადგილობრივ ქარხანაში იწარმოება და ეკოლოგიურად სუფთა მასალისგან, უმეტესად ხისგან მზადდება. აღნიშნულმა ბრენდებმა მსოფლიოში დიდი პოპულარობა ინოვაციური ხედვითა და დეტალებისადმი განსაკუთრებული მიდგომით მოიპოვა, რაც თითოეულ მოდელში მკაფიოდ ვლინდება.

Woood“-ის ავეჯი მაღალი ხარისხით, გამძლეობით, სიმარტივით და ფუნქციური დიზაინითაა ცნობილი. ბრენდისთვის დამახასიათებელია  ბუნებრივ მასალაზე აქცენტი და კოლექციაში წიფლის, მუხისა და ფიჭვის გამოყენება, რაც მოდელების სიმტკიცესა და ელეგანტურობას განაპირობებს. ჰოლანდიური მრავალფეროვანი ავეჯი — დივნები, სკამები, საწოლები, კარადები, მაგიდები, თაროები ნებისმიერი სტილის ინტერიერს ერგება და დიზაინში განსაკუთრებულ აქცენტებს ქმნის.

საერთაშორისო ბაზარზე დიდი მოთხოვნით სარგებლობს BePureHome“-ის ნაწარმიც, რომელიც პირველ რიგში, ავთენტური დიზაინითა და ორიგინალური ფორმებით გამოირჩევა. ჰოლანდიური ბრენდის პროდუქციაში ერთმანეთს ჰარმონიულად ეხამება სხვადასხვა მასალა თუ სტილი, რაც სახასიათო ესთეტიკას განსაზღვრავს. მოდელები მდიდრული, ელეგანტური, თანამედროვე იერსახისაა და ინტერიერს უნიკალურობასა და ავთენტურობას სძენს.

აღსანიშნავია, რომ ჰოლანდიური ბრენდების, „Woood“-ისა და „BePureHome“-ის პროდუქციის შეძენა საქართველოში ექსკლუზიურად მხოლოდ VELI.store-ზეა შესაძლებელი. ონლაინ შოპინგის პლატფორმა — VELI.store ყველაზე კომფორტული და სწრაფი გზაა  სასურველი ნივთის შესაძენად. დღევანდელ სტატიაში ცნობილი ჰოლანდიური ბრენდების რვა საინტერესო მოდელს გთავაზობთ, რომლებიც, ჩვენი აზრით, თქვენს ინტერიერის უფრო მომხიბვლელსა და მრავალფეროვანს გახდის.

1.Woood“ –ის მწვანე ფიჭვის მაგიდა

თანამედროვე, ელეგანტური დიზაინის მაგიდა იდეალურად მოთავსდება სამუშაო, საძინებელ თუ მისაღებ ზონაში. ის ინტერიერს მდიდრულ იერსა და დახვეწილობას შესძენს. მაგიდა გამძლე და მტკიცე ფიჭვის ხისგანაა დამზადებული და ნეფრიტის მწვანე ფერითაა გაფორმებული. მოდელს აქვს ორი უჯრა და ერთი ღია შესანახი განყოფილება, რომელშიც საჭირო ნივთებისა და აქსესუარების მოთავსებაა შესაძლებელი.

პროდუქტის შესაძენად გადადით ბმულზე

2. „Woood“ –ის სარკე

სარკე ინტერიერის მნიშვნელოვანი დეკორატიული ელემენტია, რომელიც სივრცეს უფრო მოცულობითსა და საინტერესოს ხდის. ჰოლანდიური ბრენდის ეს მოდელი უჩვეულო, ორიგინალური დიზაინით ხასიათდება და ოთახს გამორჩეულ ესთეტიკას სძენს. თანამედროვე იერსახის პროდუქტი ნებისმიერი ზონის განახლებასა და გალამაზებაში დაგეხმარებათ.

პროდუქტის შესაძენად გადადით ბმულზე

3. „Woood“ –ის სკამები

 

„Woood“ -ის შავი სკამები საკმაოდ რბილი და კომფორტულია. ისინი გამძლე მეტალის ფეხებითა და ხავერდის ქსოვილით არის დაკომპლექტებული. დახვეწილი და ელეგანტური დიზაინის გამო, ჰოლანდიური ბრენდის ავეჯი განსხვავებული ტიპის ინტერიერს ჰარმონიულად ესადაგება და სივრცეს სისადავეს მატებს.

პროდუქტის შესაძენად გადადით ბმულზე

4. „Woood“-ის შავი მაგიდა

ლაქირებული MDF-ისგან დამზადებულ მაგიდას ორი თარო აქვს, რაც საკმაოდ კომპაქტურ სათავსოს ქმნის. ის იდეალურია სამუშაო კუთხის მოსაწყობად და ინტერიერის გასამდიდრებლად. „Woood“-ის დახვეწილ მოდელში ერთმანეთს ორგანულად ერწყმის დიზაინი და ფუნქციურობა, რაც მის უნიკალურობას განსაზღვრავს.

პროდუქტის შესაძენად გადადით ბმულზე

5. „BePureHome“-ის ყავის მაგიდა

„BePureHome“-ის თანამედროვე დიზაინის მაგიდა უნიკალურ იერს შესძენს თქვენს მისაღებ, სამუშაო, საძინებელ თუ სასადილო სივრცეს. უცხო და ორიგინალური დიზაინი სახასიათო ესთეტიკას და ინდივიდუალურ შტრიხებს ქმნის. მაგიდის ზედაპირი სპილენძის საფარის მქონე მყარი ალუმინისგანაა დამზადებული, რაც მის მედეგობასა და სიმტკიცეს უზრუნველყოფს. გამორჩეულ დიზაინთან ერთად, პროდუქტი საკმაოდ პრაქტიკულია და მარტივი გამოსაყენებელია.

პროდუქტის შესაძენად გადადით ბმულზე

6. „BePureHome“-ის მაგიდის სანათი 

როგორც ცნობილია, ინტერიერში სანათებს არა მარტო სივრცის გასანათებლად, არამედ დეკორატიული დანიშნულებითაც იყენებენ. ჰოლანდიური ბრენდის ეს მოდელი სწორედ ამ დანიშნულებისთვის არის იდეალური. სანათი გამოირჩევა თანამედროვე და განსხვავებული დიზაინით, რაც თქვენს სივრცეს გამორჩეულ სტილსა და ორიგინალურობას შეჰმატებს.

პროდუქტის შესაძენად გადადით ბმულზე

7. „BePureHome“-ის ლანგარი

ინტერიერის უნიკალურობას მცირე დეტალები განსაზღვრავს.  თუ სივრცის განახლება გსურთ და ამავდროულად, ფუნქციური ნივთი გჭირდებათ, „BePureHome“-ის ბრენდის ლანგარი იდეალური არჩევანი იქნება. მოდელი შეგიძლიათ გამოიყენოთ როგორც სერვირებისთვის, ასევე დეკორის გასაფორმებლად.

პროდუქტის შესაძენად გადადით ბმულზე

8. „BePureHome“ –ს კერამიკის რეზერვუარი

სივრცის გამოსაცოცხლებლად საინტერესო იქნება „BePureHome“-ის კერამიკის რეზერვუარის გამოყენებაც, რომელიც რეტრო სტილშია გადაწყვეტილი და ფერადი, დახვეწილი ფორმებით ხასიათდება. მოდელი განსაკუთრებით მოუხდება თქვენს სამზარეულოს და მას ფერად, სახასიათო შტრიხებს შესძენს.

პროდუქტის შესაძენად გადადით ბმულზე

ზემოთ ჩამოთვლილი დახვეწილი და საინტერესო დიზაინის ჰოლანდიური ბრენდების ავეჯის, დეკორატიული ელემენტებისა და აქსესუარების  შეძენა ციფრული საყიდლების ველზე — VELI.store-ზე შეგიძლიათ.

ასევე, შეგახსენებთ, რომ “საჩუქრების ველი” – VELI.store-ისა და Visa-ს საერთო პროექტია, რომლის ფარგლებში Visa ბარათით მინიმუმ 100 ლარიანი შეკვეთის შემთხვევაში, მომხმარებლებს საჩუქრად iPhone 15 Pro-ზე 99%-იანი ფასდაკლების მიღება და 20 000-მდე სხვა საჩუქრის აღმოჩენა ყოველკვირეულად შეუძლიათ. ყველა დეტალის გასაგებად მიჰყევით ბმულს.

ავტორი: მეკო მეტრეველი

ცხოვრების სტილად ქცეული არქიტექტურა – ინტერვიუ გიორგი ვარდანაშვილთან

„რუმ დიზაინ სტუდიო“-ს მიერ შექმნილი საუცხოო ვილა თბილისთან ახლოს