in

7 ადგილი თბილისში, სადაც დახვეწილი დიზაინის სავარძელს შეიძენთ

რბილი ავეჯი, მათ შორის სავარძელი, კომფორტული და მყუდრო გარემოს შექმნაში გვეხმარება. სავარძელი ფუნქციური თვალსაზრისით მნიშვნელოვანი ელემენტია, რადგან დატვირთული დღის შემდეგ ის იდეალურია დასვენების, განტვირთვისა და დროის სასიამოვნოდ გასატარებლად. ამასთანავე, გასათვალისწინებელია მისი გარეგნული მახასიათებლები, რადგან სწორედ ავეჯი განსაზღვრავს ინტერიერის მთავარ ხიბლსა და ესთეტიკას, ამიტომ დახვეწილი დიზაინის სავარძელი განსაკუთრებულ მომხიბვლელობას მატებს თქვენს სივრცეს და მას ბევრად მიმზიდველ ადგილად აქცევს. დღევანდელ სტატიაში იმ მაღაზიებს გაგაცნობთ, სადაც ელეგანტური დიზაინის სავარძლებს შეიძენთ.

1. Comforter 

Comforter”-ი  დახვეწილი დიზაინის მოდელებს სთავაზობს მომხმარებელს, რომლებიც მრავალფეროვანი იერსახით გამოირჩევა და სხვადასხვა ინტერიერს ჰარმონიულად მიესადაგება. სასურველი სავარძელი თქვენს კომფორტსა და სასიამოვნო განწყობაზე იზრუნებს და განტვირთვისთვის იდეალურ  ადგილს შეგიქმნით.

2. INTERIORISMO 

INTERIORISMO”-ს ავეჯი ელეგანტური, მომხიბლავი დიზაინით ხასიათდება, ამიტომ თუ გამორჩეული ინტერიერის შექმნა გსურთ, გირჩევთ მაღაზიის შოურუმი მოინახულოთ, რომელიც გულგრილს ნამდვილად არ დაგტოვებთ. თქვენთვის სასურველ, განსხვავებული სტილის სავარძლებს კი მრავალფეროვანი კოლექციიდან მარტივად შეარჩევთ.

3. Mysa 

სავარძლები განსაკუთრებით პრაქტიკული მცირე ფართობის მქონე ოთახებშია, სადაც დიდი ზომის ავეჯს ვერ განათავსებთ. ასეთ შემთხვევაში დიდი ყურადღება გმართებთ პროდუქტის შერჩევისას, რადგან თითოეული დეტალი ინტერიერის იერსახეს განსაზღვრავს. დახვეწილი, ელეგანტური და გამორჩეული მოდელების დათვალიერებას კი “Mysa”-ს შოურუმში შეძლებთ.

4. ICR HOME 

სავარძელი სახლის სხვადასხვა ზონაში შეგიძლიათ განათავსოთ  — მისაღებში, საძინებელსა თუ სამუშაო ოთახში, ამიტომ შესაძლებელია მათ ხშირად  შეუცვალოთ ადგილი. ამ ფაქტორის გათვალისწინებით გირჩევთ ხარისხიანი და ესთეტიკურად დახვეწილი პროდუქტი შეარჩიოთ, რათა ხანგრძლივად გამოიყენოთ და თვალისთვის მოსაწყენი არ გახადოთ.  მიმზიდველი დიზაინის სავარძლებს კი „ICR HOME“-შიც შეხვდებით.

5. JYSK

ინტერიერი ფერადი, მრავალფეროვანი დიზაინის სავარძლებით შეგიძლიათ შეავსოთ და სახლში განსაკუთრებული ატმოსფერო შექმნათ, რომელიც ნებისმიერ მნახველს აღაფრთოვანებს. საინტერესო კოლექციის დათვალიერებას „JYSK“-ის შოურუმშიც შეძლებთ, სადაც სკანდინავიური სტილით შთაგონებული პროდუქციის ნახვა იქნება შესაძლებელი.

6. Ashley HomeStore

Ashley HomeStore“-შიც მრავლად შეგხვდებათ მიმზიდველი დიზაინის, კომფორტული სავარძლები, რომლებიც  დასასვენებელი სივრცის შექმნაში დაგეხმარებათ და განსაკუთრებით საღამოს, ოჯახის წევრებთან ერთად დროის სასიამოვნოდ გასატარებლად იდეალურ პირობებს უზრუნველყოფს.

7. FORUM By New Light 

კიდევ ერთი ადგილი, რომელიც მრავალფეროვანი და საინტერესო მოდელებით გამოირჩევა “FORUM By New Light“-ია. ხარისხიანი და დახვეწილი ტექსტურის მქონე სავარძლები სახლში ყოფნას კიდევ უფრო სასიამოვნოს გახდის და თქვენი ოჯახის წევრების კეთილდღეობაზეც იზრუნებს.

ავტორი: მეკო მეტრეველი

თანამედროვე ინგლისური სახლი სკულპტურული ფასადით

Tilia-ს გარე ავეჯი “ელიტ ელექტრონიქსში”