in

Tilia-ს გარე ავეჯი “ელიტ ელექტრონიქსში”

2022 წლის სექტემბრიდან, “ელიტ ელექტრონიქსი” თავის ერთგულ მომხმარებელს პირველი ახალი კონცეფციის მაღაზიას სთავაზობს, სადაც საყოფაცხოვრებო და ციფრულ ტექნიკასთან ერთად, ავეჯის შეძენაც არის შესაძლებელი.

“ელიტ ელექტრონიქსის” ქავთარაძის ფილიალში მსოფლიო წამყვანი ბრენდების ავეჯია წარმოდგენილი. ერთ-ერთი მათგანი არის Tilia, რომელსაც 60 წლიანი ისტორია გააჩნია. Tilia-ს ბრენდის შიდა და გარე ავეჯი 65-ზე მეტ ქვეყანაშია წარმოდგენილი და მას არაერთი საერთაშორისო ჯილდო აქვს მიღებული.

საჭიროებებზე მორგებული დიზაინი, რომელიც ცხოვრებას ამარტივებს

Tilia მინიმალისტური ელემენტებით ქმნის ავეჯს, რომელიც ერგება თანამედროვე ტენდენციებს და გამოიყენება როგორც გარე, ისე შიდა ინტერიერის მოსაწყობად. თითოეული მათგანი ადვილი მოსავლელია და მარტივად არის შესაძლებელია მათი წმენდა-დეზინფექცია.

ავეჯი მდგრადია როგორც მაღალ, ისე დაბალ გარემო ტემპერატურაზე, რის გამოც, მათი გამოყენება შესაძლებელია ყველა სეზონზე. მაღალი ხარისხიდან გამომდინარე კი დიდი ხნის განმავლობაში ინარჩუნებს ფერს, ფორმასა და სტრუქტურას.

ავეჯი, რომლითაც სახლს მოაწყობთ, უნდა შეესაბამებოდეს თქვენს ცხოვრებასა და სტილს, ამიტომ Tilia-ს დიზაინი შთაგონებულია რეალურ საჭიროებებზე დაყრდნობით.

Tilia-ს წარმოების ყველა ეტაპი შეესაბამება ევროპულ სტანდარტებს. თითოეულ პროდუქტში გამოყენებულია უმაღლესი ხარისხის მასალა და ყველა მათგანი გადის ევროპული CATAS ტესტირებას. CATAS ტესტირება აღრიცხავს უსაფრთხოებისა და ოპტიმალური გამოყენების სტანდარტებს.

შიდა და გარე ავეჯის მრავალფეროვანი ასორტიმენტი

  • Nes-ის მოდელი გამოირჩევა ერგონომიული დიზაინით, რომელიც მაქსიმალურ კომფორტს მოგანიჭებთ. არის საკმაოდ მსუბუქი და წარმოდგენილია ორი დიზაინით, როგორც სახელურით, ისე მის გარეშე.
  • Flash-N დიზაინი ცნობილია მისი ელეგანტური და დახვეწილი დიზაინით. ამ სავარძლის საზურგე დაფარულია დრეკადი მასალით. Flash-N-ის მოდელები ძირითადად გამოიყენება ეზოებისა და აუზის მოსაწყობად.
  • Sozo, Gozo და Capri-ის სკამები “ელიტ ელექტრონიქსში” ყველაზე გაყიდვადი მოდელებია, რომლებიც წარმოდგენილია როგორც სტანდარტულ, ისე ბარისთვის განკუთვნილ ზომებში. ნათელი და კაშკაშა ფერების, გამორჩეული დიზაინისა და ხარისხის საშუალებით, თქვენ შეგიძლიათ Tilia-ს სკამები მარტივად მოარგოთ როგორც გარე, ისე შიდა ინტერიერს.

გარე ავეჯის ექსკლუზიური ნაკრები

  • რაც შეეხება ეზოს ავეჯის კომპლექტაციას, “ელიტ ელექტრონიქსში” წარმოდგენილია Silva-ს მოდელი, რომელიც შედგება ოთხი ნაწილისაგან: ორი ერთადგილიანი, ერთი ორადგილიანი სავარძლისა და ერთი ყავის მაგიდისგან. Silva-ს ზედაპირის ფაქტურა ინსპირირებულია ხის ბუნებრივი ფაქტურით, რაზეც მისი იერსახე მეტყველებს. სავარძლები დაკომპლექტებულია რბილი ბალიშებით, რაც საშუალებას გაძლევთ კიდევ უფრო კომფორტული გარემო შეიქმნათ. Silva-ს მოდელი ხელმისაწვდომია თეთრ, რუხ და ღია ნაცრისფერ ტონებში.

  • Moon & Mare ნაკრები განკუთვნილია მათთვის, ვისაც სურს ზაფხულის დასვენება კიდევ უფრო კომფორტული და მრავალფეროვანი გახადოს. აგარაკის, ვერანდისა თუ სასტუმროს ნებისმიერ დიზაინს Moon & Mare-ის ნაკრები იდეალურად შეერწყმება.

მხოლოდ ონლაინ ee.ge-ზე თქვენ შეგიძლიათ განსაკუთრებულ ფასად შეიძინოთ “ელიტ ელექტრონიქსის” ექსკლუზიური ბრენდის — Tilia-ს გარე ავეჯის ნაკრები, რომელსაც მთელი საქართველოს მასშტაბით უფასოდ მიიღებთ.

7 ადგილი თბილისში, სადაც დახვეწილი დიზაინის სავარძელს შეიძენთ

რა უნდა გაითვალისწინოთ მანამ, სანამ კონდიციონერს შეიძენთ?