in

რა უნდა გაითვალისწინოთ მანამ, სანამ კონდიციონერს შეიძენთ?

უმთავრესი, რაც კონდიციონერის შერჩევისას უნდა გაითვალისწინოთ, მისი შიდა მონტაჟის შესაძლებლობაა. როგორც წესი, სახლისთვის მხოლოდ რამდენიმე ტიპის კონდიციონერი გამოიყენება.

ჩაშენებული სისტემა

  • გამოიყენება ბინებში, კოტეჯებსა და თითქმის ყველა საცხოვრებელ სივრცეში.
  • უპირატესობები: გათბობის ფუნქცია, მინიმალური ხმაური, ჰაერის მაღალი ხარისხის ფილტრაცია, მოდელების ფართო არჩევანი.
  • ნაკლოვანებები: დიდი ოთახების არათანაბარი გაგრილება და გათბობა.

კედელზე დამონტაჟებული კონდიციონერი ყველაზე პოპულარული და მრავალმხრივია. ის აერთიანებს შიდა და გარე ბლოკებს, რომლებიც შენობის ფასადზე თავსდება. ისინი შეიძლება ერთმანეთისგან 20 მეტრით იყოს დაშორებული. ბლოკებს შორის არა ჰაერი, არამედ ფრეონი მოძრაობს. გაგრილების დროს ის ოთახიდან სითბოს გამოდევნის.

ასეთ სისტემებში შეიძლება რამდენიმე შიდა ერთეული იყოს, რომლებიც მხოლოდ ერთ გარე ბლოკთანაა დაკავშირებული. ისინი რამდენიმე ოთახის ერთდროულად გაგრილებისთვის ან ერთი დიდი მისაღებისთვის გამოიყენება.

კასეტური კონდიციონერი

  • გამოიყენება კოტეჯებში, დიდ მისაღებსა და ნებისმიერ ფართო ოთახში.
  • უპირატესობები: სწრაფი და ერთგვაროვანი გაგრილება.
  • ნაკლოვანებები: მონტაჟის სირთულე, მაღალი ფასი, შეკიდული ჭერის საჭიროება.

ჰაერის ნაკადის ოთხი მიმართულებით განაწილების გამო, ამ ტიპის სისტემა ჰაერს სწრაფად და თანაბრად აგრილებს/ათბობს. როგორც წესი, ამ ტიპის კონდიციონერები ისეთ ოთახებშია დამონტაჟებული, რომელთა ფართობიც 50 მ²-ს შეადგენს.

მოძრავი კონდიციონერი

  • გამოიყენება აგარაკებსა და ისეთ მომცრო ოთახებში, რომლებშიც კედელზე დასამონტაჟებელი სისტემის დაყენება შეუძლებელია.
  • უპირატესობები: გადაადგილების შესაძლებლობა, მონტაჟის ნულოვანი ხარჯი.
  • ნაკლოვანებები: შედარებით მაღალი ხმაურის დონე, სიდიდე, შეზღუდული სიმძლავრე (საშუალოდ, არაუმეტეს 3 კილოვატისა).

მობილური კონდიციონერის დამონტაჟება თავად შეგიძლიათ. საკმარისია, ის იატაკზე მოათავსოთ და ფანჯრიდან (ან კედლის ნახვრეტიდან) შლანგი შემოიტანოთ, რომლის დიამეტრი – დაახლოებით 10 სმ, სიგრძე კი 1,5 მ-ია.

ყურადღება მიაქციეთ კომპრესორს.

კედელზე დამონტაჟებული კონდიციონერის უპირატესობა ინვერტორული კომპრესორია. მართვის ბლოკი ასეთ კონდიციონერებში ცვლად დენს – მუდმივ დენად, შემდეგ კი კვლავ საჭირო სიხშირის ცვლად დენად გარდაქმნის. ეს საშუალებას გაძლევთ, კომპრესორის ძრავის სიჩქარე აკონტროლოთ და ოთახში ტემპერატურა შეუფერხებლად არეგულიროთ.

თუმცა, მყიდველისთვის უფრო მნიშვნელოვანი იმის ცოდნაა, რომ ინვერტორული კონდიციონერები უფრო საიმედო და ეკონომიურია. დიახ, ისინი უფრო ძვირია, მაგრამ მათში გადახდილი თანხა ელექტროენერგიის შემცირებული გადასახადით ანაზღაურდება. არაინვერტორულ მოდელებთან შედარებით, ენერგიის მოხმარების სხვაობამ შეიძლება 30-40%-საც კი მიაღწიოს.

განსაზღვრეთ სწორი სიმძლავრე.

აქ ყველაფერი მარტივია: რაც უფრო დიდია ოთახის ფართობი, მით მეტი სიმძლავრეა საჭირო. ჩვეულებრივ ბინაში, რომლის ჭერის სიმაღლე 3 მეტრს არ აღემატება, ყოველ 10 მ²-ზე მინიმუმ 1 კვტ უნდა გაითვალისწინოთ. როგორც წესი, პროდუქტის ინსტრუქციაში მითითებულია, თუ რა ფართობის გაგრილებისთვისაა განკუთვნილი კონკრეტული კონდიციონერი.

თუ ოთახში ბევრი ელექტროტექნიკაა, განსაკუთრებით – კომპიუტერული ტექნიკა, უმჯობესია, უფრო მაღალი სიმძლავრის კონდიციონერები შეარჩიოთ. გარდა ამისა, ყურადღება მიაქციეთ ოთახის მდებარეობას: როგორც წესი, სამხრეთით განლაგებული ოთახები უფრო თბილია.

შეამოწმეთ საჭირო რეჟიმების არსებობა.

  • გათბობა. ეს ფუნქცია ცივი სეზონისთვისაა განკუთვნილი. გათბობის რეჟიმის დროს კონდიციონერის შიდა ერთეულში გაცხელებული ფრეონი შედის, ცივი კი გამოიდევნება.
  • დატენიანება. ეს რეჟიმი აადვილებ სიცხის გადატანას და ხელს უშლის ობის გავრცელებას. კონდიციონერების უმეტესობისთვის ეს ფუნქცია სტანდარტულია.
  • გაგრილება. ეს რეჟიმი ოთახში ჰაერის მოძრაობას უზრუნველყოფს. როგორც წესი, კედელზე დამონტაჟებული კონდიციონერის გარე ბლოკის კომპრესორი და ვენტილატორი გამორთულია და მხოლოდ შიდა ბლოკი მუშაობს. ეს რეჟიმი სუფთა ჰაერის შემოდინებაში არ უნდა შეგეშალოთ.
  • ჰაერის გაწმენდა. მსხვილი ფილტრები თითქმის ყველა კონდიციონერშია მოთავსებული. ისინი მტვერს და ისეთ დიდ ნაწილაკებს ბლოკავს, როგორებიცაა ბუმბული და ბეწვი. მსხვილი ფილტრები რამდენიმე თვეში ერთხელ მაინც უნდა მოიხსნას და გაიწმინდოს.
  • ბევრად უფრო მნიშვნელოვანია წვრილი ფილტრი, რომელსაც მცენარის უმცირესი მტვრის, სხვადასხვა სუნისა და სიგარეტის კვამლის შეჩერება შეუძლია. ასეთ ფილტრებს მტვერსასრუტით ყოველთვის ვერ გაწმენდთ და წყლით ვერ გარეცხავთ. საჭიროების შემთხვევაში, წვრილი ფილტრი დაუყოვნებლივ უნდა შეიცვალოს.
  • იონიზაცია. ეს რეჟიმი უზრუნველყოფს ჰაერის გაჯერებას აეროიონებით, რომლებიც ადამიანის იმუნიტეტს აუმჯობესებს. აეროიონები ჰაერის ნაწილაკებია, რომლებიც ელექტრულ მუხტს ატარებს. ბუნებრივ პირობებში აეროიონებით გაჯერებულ ჰაერს მაღალი მთების ფერდობებზე, ჩანჩქერების მახლობლად, მთის მდინარეების, ზღვებისა და ოკეანეების ნაპირებზე ვხვდებით.
  • ჟანგბადით გაჯერება. ამ რეჟიმში, შესაძლოა, სრულიად განსხვავებული მექანიზმები იგულისხმებოდეს. 1) საგანგებო გენერატორი, რომელიც აირის გამოყოფის ფიზიკურ მეთოდს იყენებს. იგი ორი გამყოფისაგან შედგება, რომლებიც აზოტს შთანთქავს და გარეთ გამოდევნის, ოთახში კი ჟანგბადს აბრუნებს. 2) საგანგებო მემბრანა, რომელიც ჰაერის შეწოვისას აზოტის მოლეკულებს ინარჩუნებს, თუმცა ჟანგბადს ატარებს. 3) ჰაერის მიმომცვლელი, რომელიც ოთახიდან ნახშირორჟანგის მაღალი კონცენტრაციის მქონე ჰაერს განდევნის. კედელზე დამონტაჟებული სტანდარტული კონდიციონერები ოთახს სუფთა ჰაერით ვერ ავსებს. ისინი, უბრალოდ, ჰაერს ამოძრავებს, აციებს ან ათბობს მას.

შეამოწმეთ დამატებითი ფუნქციები.

  • ძილის ან ღამის რეჟიმი. ამ ფუნქციით აღჭურვილი კონდიციონერი ღამით ნაკლებად ხმაურობს და ტემპერატურას ავტომატურად ამცირებს რამდენიმე გრადუსით.
  • ტურბო რეჟიმი. საშუალებას გაძლევთ, სწრაფად მიიღოთ სასურველი ტემპერატურა. ამისთვის კონდიციონერი, მაქსიმუმ ნახევარ საათს, გაზრდილი სიმძლავრით მუშაობს.
  • გარე ბლოკის გაყინვა. ეს ფუნქცია ცივ სეზონზე გამოიყენება, მაშინ, როდესაც გარეთ ტემპერატურა 5°C-ს არ აღემატება. არ გამოადგებათ მათ, ვისაც ოთახში ჰაერის გათბობა არ სჭირდება.
  • თვითდიაგნოსტიკა. სისტემის გაუმართაობის თვითდადგენა.
  • მოძრაობის სენსორი. ოთახში თქვენი მინიმალური აქტივობის შემთხვევაში, ენერგიის დაზოგვის რეჟიმზე გადასვლის შესაძლებლობა.
  • ჰაერის ნაკადის რეგულირება. საშუალებას გაძლევთ, განსაზღვროთ ჰაერის ნაკადის მიმართულება, რაც გაციებისგან დაგიცავთ იმ შემთხვევაში, თუ კონდიციონერის ქვეშ დაიძინებთ.
  • WiFi მხარდაჭერა. საშუალებას გაძლევთ, კონდიციონერი თქვენი სმარტფონით მართოთ. ეს ფუნქცია არ დაგჭირდებათ, თუ დისტანციური მართვის მოსახერხებელი პულტი გაქვთ.
  • Amazon“-ის, „Alexa“-სა და სხვა ასისტენტების მხარდაჭერა. სასარგებლო ფუნქციაა იმ შემთხვევაში, თუ ხმოვანი ასისტენტით აღჭურვილი ჭკვიანი დინამიკი გაქვთ. ეს შესაძლებლობას მოგცემთ, კონდიციონერის მუშაობა ხმით გააკონტროლოთ ან ავტომატური ჩართვის მექანიზმი შექმნათ.

არ დაივიწყოთ ენერგოეფექტურობა.

კონდიციონერებს აქვს გაგრილებისა (EER — Energy Efficiency Ratio) და გათბობის რეჟიმების (COP — Coefficient of Performance) ენერგოეფექტურობის კოეფიციენტი. ისინი სხვადასხვა ფორმულის მიხედვით გამოითვლება, თუმცა, საბოლოოდ, ყველაფერი საყოფაცხოვრებო ტექნიკაში მიღებულ კლასებამდე დაიყვანება: A-დან (უმაღლესი) G-მდე (ყველაზე დაბალი).

თუ ელექტროენერგიის დაზოგვა გსურთ, საკმაოდ დიდი თანხის დახარჯვა მოგიწევთ. თუმცა, მეტის გადახდა ყოველთვის არ ღირს. მაგალითად, თუ 25 მ2-ზე გათვლილ მოდელებს შევადარებთ, A +++ კლასის კონდიციონერები საშუალოდ 500-600 ვატ ენერგიას მოიხმარს, A ++ ანალოგები კი — 700-800-ს. ამ შემთხვევაში ფასში სხვაობამ შეიძლება 50%-ს მიაღწიოს. შეზღუდული ბიუჯეტის შემთხვევაში, უმჯობესია, A ++ კლასის საუკეთესო ვარიანტი მოძებნოთ.

დღემდე იყიდება B, C და D კლასის კონდიციონერები, რომლებიც ან ძალიან იაფია, ან დიდი ფართობებისთვის განკუთვნილი მძლავრი მოდელებია. გირჩევთ, თანხა არ დაზოგოთ, რადგან A კლასის მოდელებში გადახდილ „ზედმეტ“ თანხას ელექტროენერგიის შემცირებული გადასახადი მალე აანაზღაურებს.

შეჯამება 

  • ბინისთვის კედელზე დასამონტაჟებელი კონდიციონერი შეარჩიეთ. ასეთი მოდელები კარგად ერგება კლიმატურ ცვლილებებსა თუ სხვა ექსტრემალურ პირობებს.
  • მოძრავი საყოფაცხოვრებო კონდიციონერების ყიდვა მხოლოდ საზაფხულო კოტეჯებისა და იმ შენობებისთვის ღირს, რომლებშიც გარე ბლოკის მქონე სისტემის დამონტაჟება შეუძლებელია.
  • კასეტური კონდიციონერები შესანიშნავი არჩევანია 50 მ² ფართობის ოთახებისთვის შეკიდული ჭერით. მცირე ფართობისთვის ისინი არ გამოდგება.
  • ყიდვამდე შეამოწმეთ იმ ფუნქციების არსებობა, რომლებიც ნამდვილად გჭირდებათ, ასევე – ფილტრების მუშაობის ვადა.
  • მოდელის შერჩევისას ყურადღება მიაქციეთ მოდელის ენერგოეფექტურობას. A კლასზე დაბალ ნებისმიერ მოწყობილობას შეუძლია, ელექტროენერგიის გადასახადი მნიშვნელოვნად გაზარდოს.

რუბრიკის წარმდგენია მაქსთერმი

ენობრივი რედაქტორი: სოფიო მენთეშაშვილი

Tilia-ს გარე ავეჯი “ელიტ ელექტრონიქსში”

სამზარეულოს გეგმარების ძირითადი პრინციპები — სალომე მეტრეველის რჩევები