in

სერენა უილიამსის გასაოცარი სახლი ფლორიდაში

Banner M2
Banner M2

ცნობილმა ჩოგბურთელმა – სერენა უილიამსმა მაიამის ჩრდილოეთით, საკუთარი დის – ვენუსის და მშობლების საცხოვრებლებისგან რამდენიმე წუთის სავალზე თვალწარმტაცი ხედების მქონე ზღვისპირა საკუთრება შეიძინა. იმისათვის, რომ სახლი იდეალური გამოსულიყო, მან მსოფლიო დონის დიზაინერულ ფირმას – V Starr-ს მიმართა.

დიზაინერი ვენერა ამბობს, რომ, როგორც ნებისმიერი სხვა კლიენტის შემთხვევაში, პრიორიტეტი სერენას ხედვის გათვალისწინება იყო. 1350მ2-ის სიდიდის ესპანური ხმელთაშუა ზღვის სტილის სახლის შეძენის შემდეგ, სერენამ იგრძნო, რომ მისი ტრადიციული გემოვნება ცხოვრების ამ ახალ ფაზას ეწინააღმდეგებოდა. ჩოგბურთელი საბოლოოდ სრულიად ხელახლა შექმნილ ულტრათანამედროვე საცხოვრებელში მეუღლესთან (ალექსი) და პატარა შვილთან ერთად გადავიდა. როგორც ცნობილია, V Starr-თან ერთად დიზაინის სათავეში ძირითადად სერენას უნიკალური ფანტაზია იდგა.

მიუხედავად იმისა, რომ ალექსი სერენას უფრო პრაქტიკული მიდგომისთვის მსუბუქ, დამხმარე როლს ასრულებდა, ერთ-ერთი ადგილი, რომლის სრულყოფაში ალექსმა წამყვანი როლი დაიკავა, მათი სამი წლის ქალიშვილის – ოლიმპიას საძინებელი იყო. მიუხედავად იმისა, რომ ოლიმპიას ოთახი სახლში ყველაზე ექსტრავაგანტური ადგილია, სერენა სხვა სივრცეებში ცოტა მეტი თავშეკავების გამოვლენას დაჟინებით მოითხოვდა.

„სერენა ფორმალური არ არის“ ­- აღნიშნავს ვენერა. „ის მხიარულია და ძალიან თავისუფალი, ამიტომ მიზანი ძალიან სტუმართმოყვარე სივრცის შექმნა იყო.“ ვენერა ასევე ამბობს: „მე არ ვარ მხოლოდ სივრცეების ქონის მოყვარული. შესაძლოა, ზოგიერთი ადამიანი თავის ოფიციალურ სასტუმრო ოთახებს იყენებდეს, მაგრამ ჩვენ – არა. ასე რომ, ჩვენ შევქმენით სივრცე, სადაც სერენას შეუძლია ისიამოვნოს და იცხოვროს ხელოვნებით, მოიწვიოს სხვა ადამიანები და მათთან ემოციური კავშირები დაამყაროს.“

სახლის მრავალ გამორჩეულ მახასიათებელს შორის არის საუნა სპორტ დარბაზში, აუზი, ღვინის მარანი, რომელიც ნიუ-იორკის პატარა ბინის ზომისაა, ვრცელი ტერასა, რომელიც მფლობელს შიდა და გარე საცხოვრებელ ადგილებს სთავაზობს. თუმცა, არის ერთი შესამჩნევი დანაკლისი: ჩოგბურთის კორტი.

„მინდოდა სახლი სამსახურისგან გამომეყო“ – ამბობს სერენა. „მიყვარს სახლში ყოფნა და დასვენება, ასე რომ, ჩემთვის უბრალოდ სიმშვიდით ტკბობა და არაფრის კეთება ძალიან სასიამოვნოა.“

ჩოგბურთის, ტექნოლოგიებისა და მოდის იმპერიის მშენებლობის გარდა, სერენა უილიამსის ოჯახის ერთ-ერთი საყვარელი გართობა კარაოკეა. აშშ-ის ღია პირველობის გამარჯვების შემდეგ, მსოფლიო ჩემპიონები ტრიუმფს მანჰეტენის 50-ე ქუჩაზე მდებარე კერძო კარაოკეში აღნიშნავდნენ, ბუნებრივია, საკუთარი კარაოკე სერენასაც უნდა ჰქონოდა. სწორედ ამიტომ, გალერეის მიღმა, წიგნების თაროში დამალული საიდუმლო კარის უკან კარაოკეს ოთახია.

7 რამ ინტერიერისთვის, რაც გაგაბედნიერებთ

Buildner-ის საერთაშორისო არქიტექტურული იდეების კონკურსი – “ემოციების მუზეუმი” და ქართველი სტუდენტების მიერ შემუშავებული საინტერესო კონცეფცია