in

SHOWROOM Georgia – კომპანია, რომელიც სივრცის დაგეგმარებისა და მოწყობისთვის საჭირო ყველა მომსახურებას ერთად გვთავაზობს

მსოფლიოში დღესდღეობით გავრცელებული ინტერიერის თუ ექსტერიერის ტრენდები, დახვეწილი დიზაინები და სივრცესთან დაკავშირებული ყველანაირი ესთეტიკა გვინდა არ გვინდა, გვანდომებს რომ ის სივრცეებიც ჰარმონიული იყოს, რომელშიც ჩვენ გვიწევს ყოფნა. თუმცა, ინტერიერსა თუ ექსტერიერზე ზრუნვა საკმაოდ დიდ ენერგიას და დროს მოითხოვს. საბედნიეროდ, დღესდღეობით არსებობენ კომპანიები, რომელთა დახმარებითაც მსგავსი საკითხების გადაჭრა მარტივი ხდება. სწორედ ასეთი კომპანიაა SHOWROOM Georgia, რომელიც მომხმარებლებს ინტერიერის და ექსტერის კეთილმოწყობისთვის ყველა საჭირო პროდუქციას თუ მომსახურებას სთავაზობს. შოურუმ ჯორჯიას შესახებ დეტალურად მის ერთ-ერთ დამფუძნებელს, სოფო ქურდიანს გავესაუბრეთ:

გვიამბეთ შოურუმ ჯორჯიას შესახებ

შოურუმ ჯორჯია არის არქიტექტურულ-დიზაინერული კომპანია, რომელიც მუშაობს სხვადასხვა – კერძო თუ საჯარო პროექტების მოწყობაზე. ჩვენ ვმუშაობთ როგორც არქიტექტურულ ნახაზებზე და მთლიან ინტერიერის დიზაინზე, ასევე იმ პროდუქტებისა და მასალების მოძიებასა და კლიენტისთვის მიწოდებაზე, რომლებიც ამ დიზაინში ერთიანდება. ჩვენ არ ვართ მხოლოდ პროდუქციის მიმწოდებლები ან მხოლოდ სარემონტო მომსახურების განმახორციელებლები, არამედ ჩვენ ვაერთიანებთ ყველა მომსახურებას, რომელიც ნებისმიერი სივრცის თავიდან ბოლომდე მოწყობას სჭირდება.

კონკრეტულად, რა ტიპის პროდუქციას სთავაზობს მომხმარებელს შოურუმი?

შოურუმ ჯორჯიას ჰყავს 300-ზე მეტი ევროპული პარტნიორი კომპანია და სწორედ მათ პროდუქციას ვთავაზობთ მომხმარებლებს. ჩვენ მიერ იმპორტირებული პროდუქცია მოიცავს ავეჯის, განათების, აქსესუარების და მოსაპირკეთებელი მასალების დიდ არჩევანს როგორც ინტერიერის, ისე ექსტერიერის მოსაწყობად. თუმცა, უნდა აღვნიშნო ისიც, რომ ხანდახან ხდება, რომ მომხმარებლებს უფრო ბიუჯეტური პროდუქცია სურთ, ამ შემთხვევაში მათ ვთავაზობთ ადგილობრივ ბაზარზე დამზადებულ პროდუქტს. მოკლედ რომ ვთქვათ, ვცდილობთ, მაქსიმალურად მოვერგოთ ჩვენი მომხმარებლების სურვილებს.

პროდუქტთან ერთად, მომხმარებელს სთავაზობთ მომსახურებას (დაგეგმვა, სარემონტო სამუშაოები და .) – გვიამბეთ დეტალურად ამ საკითხზეც.

ჩვენი მომსახურება, პირველ რიგში, იწყება არქიტექტურული პროექტირებით. თავდაპირველად ვათანხმებთ მერიასთან ამ პროექტს, ვადგენთ არქიტექტურულ 3D ნახაზს, რომელიც პროექტის სრულ ვიზუალს წარმოაჩენს. ჩვენ მიერ შეთავაზებულ ნახაზებში თითოეული დეტალი მაქსიმალურადაა გათვალისწინებული და როცა მომხმარებელი ამ ნახაზს ნახულობს, ზუსტად იცის, თუ როგორი იქნება დასრულებული სივრცე. ასევე, მასთან წინასწარ ვათანხმებთ ზუსტ ბიუჯეტსაც.

მომხმარებლები ხშირად აწყდებიან იმ პრობლემას, რომ ინტერიერის დიზაინში ისეთი დეტალებია ჩადებული, რომელთა შემდგომი განხორციელება შეუძლებელია. ჩვენ შემთხვევაში კლიენტმა თავიდანვე იცის, თუ რა ტექნიკური მოცემულობით განხორციელდება ჩვენ მიერ შექმნილი დიზაინი და რომ 3D ვიზუალი შეესაბამება რეალობას.

როგორ ფიქრობთ, თქვენი შოურუმი ბაზარზე არსებული სხვა მსგავსი კომპანიებისგან რით გამოირჩევა?

“შოურუმ ჯორჯიამ” ფუნქციონირება თავდაპირველად პროდუქციის იმპორტით დაიწყო – მომხმარებლებს იმ პერიოდში მხოლოდ ავეჯს ვთავაზობდით. შემდეგ უკვე კლიენტებისგან წამოვიდა მოთხოვნა, რომ ჩვენ მიერ შეთავაზებული პროდუქცია თავადვე დაგვემონტაჟებინა, ასე მივედით სარემონტო მომსახურების შეთავაზებამდე. 2 წელია რაც ჩვენს პარტნიორ „აპარტ დეველოპმენტთან“ ერთად დავაფუძნეთ უშუალოდ სარემონტო და სამშენებლო მიმართულებაზე ორიენტირებული კომპანია  “აპარტ შოურუმი”. დღესდღეობით ბაზარზე კომპანიები მომხმარებლებს ცალკეული ტიპის მომსახურებას გვთავაზობენ – არიან კომპანიები, რომლებიც მხოლოდ პროდუქციაზე ორიენტირდებიან, ზოგი კი – მხოლოდ სარემონტო სერვისს გვთავაზობს. ჩვენი ჯგუფი კი ამ ყველაფერს ერთად აკეთებს და მომხმარებელს სრულ მომსახურებას პირდება. კომფორტიც ამაში მდგომარეობს, რომ თუკი კლიენტს სხვა შემთხვევაში 2-3 კომპანიის მონახულება მოუწევს, ჩვენთან ის ერთ სივრცეში იღებს ყველაფერს.

ამ სრული პაკეტის შეთავაზების გამო საზოგადოებაში შექმნილია წარმოდგენა, რომ თითქოს ჩვენი მომსახურება ძალიან ძვირია, თუმცა ეს ასე არ არის. ჩვენ წინასწარ ვაწარმოებთ მომხმარებელთან ხარჯთაღრიცხვას, რომელიც მომსახურების განხორციელების პერიოდში არ იცვლება. კლიენტებს ეძლევათ შესაძლებლობა, ჩვენ მიერ შეთავაზებული ფასები სხვა კომპანიების სერვისების ფასებს შეადარონ . საბოლოო ჯამში, ამით ჩვენ მომხმარებლებისგან მოვიპოვებთ ნდობასა და კეთილგანწყობას.

ამჟამად რა ეტაპზეა შოურუმი და სამომავლოდ რა გეგმები აქვს მას?

ამჟამად ჩვენ სრული დატვირთვით ვმუშაობთ სარემონტო მიმართულებით. მომხმარებლებს ვთავაზობთ პრემიუმ მომსახურებას, ვაკვირდებით და ვითვალისწინებთ ყველა დეტალს  მაქსიმალური ხარისხის მისაღწევად. აქტიურად დავიწყეთ სამშენებლო სფეროში მოღვაწეობა, შესრულებული გვაქვს რამდენიმე ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლი და სხვადასხვა დანიშნულების მქონე ობიექტი. ამ ეტაპზე ორიენტირებულები ვართ მაქსიმალურად განვვითარდეთ სამშენებლო ხაზით და ყოველმხრივ სრულყოფილი მომსახურება შევთავაზოთ ჩვენს მომხმარებლებს.

ოთახის მცენარეები როგორც დიზაინერული ელემენტი

როგორ ავარჩიოთ სამზარეულოს გამწოვი