in

როგორ ავარჩიოთ სამზარეულოს გამწოვი

სამზარეულოს გამწოვი ბინის აუცილებელი კომპონენტია. ის ბინას და ავეჯს არასასიამოვნო სუნისგან იცავს და ამავე დროს დიზაინის ელემენტიცაა, თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მისი ფუნქციონალური მხარე უმთავრესია. სამზარეულოს გამწოვმა უნდა შეძლოს:

  1. წვის შედეგად დაგროვილი მავნე აირების გაწმენდა
  2. ცხიმისა და ჭავლის ავეჯზე მოხვედრისგან დაცვა
  3. სუნის მაქსიმალურად განეიტრალება
  4. მუშაობის დროს მინიმალური ხმაური

გამწოვი იმუშვებს იდეალურად თუ მის წარმადობას სწორად დავითვლით. როგორც წესი, გამწოვის მწარმოებლებს ტექნიკურ პასპორტში მოცემული აქვთ ორი მახასიათებელი:  მწარმოებლურობა და სიმძლავრე. მწარმოებლურობა გულისხმობს ერთი საათის განმავლობაში გამწოვში გატარებული ჰაერის მოცულობას, ხოლო სიმძლავრე გამწოვის მიერ მუშობის დროს მოხმარებული ელექტროენერგიის რაოდენობას. თქვენ გჭირდებათ მწარმოებლურობა და გავრცელებული მსოფლიო სტანდარტის მიხედვით, მისი გამოანგარიშება ხდება ოთახის ფართის გამრავლებით ჭერის სიმაღლეზე და შემდგომ თორმეტზე. მაგალითისთვის 20 კვადრატული მეტრი ფართისა და 3 მეტრი სიმაღლის ჭერის პირობებში თქვენ დაგჭირდებათ 20*3*12=720 მ.კუბი/საათში წარმადობის გამწოვი. პრაქტიკული გამოცდილებიდან გამომდინარე, ამ მაჩვენებელს აორმაგებენ, ვინაიდან ყოველთვის არსებობს დამატებითი ფაქტორები, რომლებიც ართულებს სამზარეულოს გაწმენდის პროცესს. ესენია: გამწოვის მუშაობის პრინციპი, მდებარეობა და გამწოვის კონსტრუქცია. ასევე მნიშვნელობა აქვს თუ რა სახეობის ქურაა მის ქვემოთ მოთავსებული – გაზის თუ ელექტრო.

გამწოვები მუშობს ორი პრინციპით: ჰაერის გატანის და რეცილკულაციის პრინციპით. ორივე ტიპის გამწოვს გააჩნია ცხიმისა და ჭავლის ფილტრები. რეცირკულაციის პრინციპით მომუშავე გამწოვებს დამატებით გააქტიურებული ნახშირბადის ფილტრები უყენია, რომლებიც შეწოვილ ჰაერს სუნისგან და დამატებითი მავნე ნაწილაკებისგან წმენდს და კვლავ სამზარეულოში აბრუნებს. რეცირკულაციაზე მომუშავე გამწოვები საკმაოდ მოძველებულია და არაპრაქტიკული, ვინაიდან ხმაურიანია. ისინი დაბალი მწარმოებლურობისაა და ხშირად საჭიროებენ ფილტრების ცვლას.

თანამედროვე დანადგარები წარმოდგენილია ჰიბრიდული ფორმით და გატანაზე მომუშავე გამწოვებს როგორც წესი, რეცირკულაციის ფუნქციაც აქვთ დამატებული.

კონსტრუქციის მიხედვით, გამწოვები არსებობს გუმბათოვანი, ბრტყელი და ჩაშენებული. რომელს აირჩევთ, ეს თქვენი და თქვენი დიზაინერის გადასაწყვეტია. თუმცა მიიჩნევა, რომ ყველაზე ეფექტური გუმბათოვანი გამწოვებია, ვინაიდან მათ ჰაერი გარეთ გააქვთ, ხოლო ბრტყელი კონსტრუქციის გამწოვები რეცირკულაციაზე მუშობს. ჩაშენებული იგივე გუმბათოვანი გამწოვებია იმ განსხვავებით, რომ ისინი ავეჯშია ჩაშენებული და მხოლოდ სამართავი პანელი და მცირე ნაწილი ჩანს.

რომ შევაჯამოთ, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ მთავარი ფაქტორი რაც გამწოვის სწორ არჩევანს განსაზღვრავს არის მისი მწარმოებლურობის გაანგარიშებაა. ამის შემდგომ უკვე შეგვიძლია გავითვალისწინოთ ვიზუალური ასპექტებიც.

SHOWROOM Georgia – კომპანია, რომელიც სივრცის დაგეგმარებისა და მოწყობისთვის საჭირო ყველა მომსახურებას ერთად გვთავაზობს

თბილისის არქიტექტურის ბიენალეს მეორე გამოშვება