in

სტუდიო ლისზე – დიზაინერ ლიკა ლასარეიშვილისა და ფოტოგრაფ დიტო თედიაშვილის ინტერიერი

თიბისი ბიზნესისთვის
თიბისი ბიზნესისთვის

ბინა ARTISTIC სტუდიო, რომლის საერთო ფართობი 95 კვადრატულ მტრს შადგენს, ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარეობს და DUE-ს თანადამფუძნებელს, ლიკა ლასარეიშვილს და მის მეუღლეს, ფოტოგრაფ დიტო თედიაშვილს ეკუთვნის.

სადა ინტერიერში გამოყენებული თითოეული დეტალით მაცხოვრებლების არტისტულ ხასიათზე უთქმელად მიგვანიშნებს. ინტერიერის დიზაინისა და ფოტოგრაფიის ერთობლივმა ხედვამ სისადავეში სივრცის საინტერესო კონცეპტი შემოიტანა. მინიმალისტურ მონოქრომულ სამზარეულოში ორიგინალურობა ჟოლოსფერ ფილასთან კონტრასტული კომბინაციით გადათამაშდა.

სამზარეულოსა და სასტუმრო ოთახს შორის არსებული ტიხარი ერთგვარი რბილი გადასვლაა ორ ოთახს შორის, რომელიც ნაწილობრივ აერთიანებს, ნაწილობრივ კი ერთმანეთისგან ორ დამოუკიდებელ სივრცეს ქმნის.

სასტუმრო ოთახის საერთო სისადავეში, რომელიც მოიცავს ტელევიზორის კედელს, დივანსა და
მყუდრო სასადილო კუთხეს, უნიკალური შტრიხებით მკაფიოდ ესმევა ხაზი სივრცის
ინდივიდუალიზმს, რაც უნიკალური დიზაინის შექმნის უმთავრესი ასპექტია.

აქ თითოეული კუთხე ფოტოგრაფიულად ნაფიქრია და ყოველი კადრის ფოკუსში ერთი საინტერესო დეტალი მაინც გვხვდება: გლას იტალიას მინის ფერადი მაგიდა სხვადასხვა კუთხიდან ფერებს სხვადასხვანაირად ირეკლავს, სასადილოს დისკოს ბურთის მსგავსი ჭაღით კუთხე უკეთ იკვეთება, სოტსასის 1970 წელს შექმნილი ULTRAFRAGOLA MIRROR ინსპირირებული სარკე კი ყველა მხრიდან იქცევს ყურადღებას.

ვიზუალურ ხელოვნებასთან სიახლოვის გამო, ბინა ARTISTIC-ის დეტალები კიდევ უფრო
მკვეთრად გამოხატავენ სივრცეს და დეკორატიული ნივთები ინტერიერის წამყვან ელემენტებად
გვევლინებიან. მაგალითად, წყვილის მოგზაურობიდან წამოღებული სხვადასხვა ქალაქის ფერადი წიგნები, ან კაბინეტში, თაროებზე დაწყობილი უამრავი უჩვეულო ნივთი, რომლებიც სამუშაო გარემოს კიდევ უფრო კრეატიულსა და შემოქმედებითს ხდის.

აბაზანა ფილების კომბინაციით სამზარეულოს კონცეფციას იმეორებს და ღია კაკაოსფერთან
ერთად ფერთა პალიტრაში მწვანე შემოაქვს.

საძინებელი კი, მისი შინაარსიდან, გამომდინარე ბინაში ყველაზე მშვიდ და კლასიკურ ხასიათს ინარჩუნებს. ჭილოფის მშვენიერი დეტალები და ერთიანი, შერწყმული ფერთა გამა ოთახს განსაკუთრებულ სინაზეს სძენს.

ბინის ყველაზე საინტერესო ელემენტი, როგორც დიზაინის ერთგვარი კულმინაცია და ორი
ხელოვანის კიდევ ერთი გატაცება, დაღამებასთან ერთად იკვეთება. ლიკას და დიტოს მუსიკის
განსაკუთრებული სიყვარული ინტერიერში ფერადი განათებებით გადმოითარგნა და სივრცეში
სხვადასხვა ფერთან ერთად მელოდიურობა შემოიტანა.

ბინა ARTISTIC მსუყე დეტალებით ახერხებს სივრცეში ხელოვნების სხვადასხვა სფეროს
გადმოტანას, ლიკას და დიტოს შინაგანი სამყაროების გაცოცხლებას და მინიმალისტურ, მშვიდ და სადა გარემოში, ინტერიერის დიზაინისა და ფოტოგრაფიის ერთობლივი პროექტის შეკვრას.

რუბრიკის წარმდგენია თიბისი ბიზნესისთვის

ფოტოგრაფი: დიტო თედიაშვილი

რემონტის შეცდომები: დაკო ბახტურიძის გამოცდილება

„კასტელო“-ს სივრცეში, ახალი ექსკლუზიური ბრენდის, LIU-JO LIVING COLLECTION-ის გახსნის ცერემონია გაიმართა