არსებობს სივრცეები, რომლებიც სცილდებიან სტანდარტულ ფუნქციურ დანიშნულებას და ხელოვნების ნიმუშად იქცევიან. ერთ-ერთი ასეთია მულტიბრენდული შოურუმი Mosaics-ი, სადაც მაღალი ხარისხი, დიზაინერული ხედვა და ვიზუალური ხელოვნება ერთ სივრცეში ერთიანდება.
Mosaics-ის შოურუმში წარმოდგენილია მაღალი კლასის იტალიური ბრენდების კერამიკული ფილები, სანიტარული კერამიკა, დეკორატიული რადიატორები, ავეჯი და სხვა სარემონტო მასალა. თუმცა დღეს შოურუმს სრულიად სხვა რაკურსით წარმოგიდგენთ – იმ სახით, რომლითაც მან ახალი სიცოცხლე შეიძინა მას შემდეგ, რაც დიზაინ სტუდია Due-მ იგი სინათლის, ჩრდილისა და ფორმების დინამიკურ დიალოგად აქცია.
საერთაშორისო პრაქტიკაში დიზაინერები და არქიტექტორები ხშირად საუბრობენ იმაზე, რომ წარმატებული კომერციული სივრცე არ არის მხოლოდ პროდუქტის განთავსების ადგილი – ის თავად უნდა ჰყვებოდეს ისტორიას. მნიშვნელოვანია სივრცული ნარატივი, სადაც ვიზიტორის მარშრუტი გააზრებულია წინასწარ; მასალათა შორის დიალოგი, რომელიც ქმნის ტექსტურულ და ვიზუალურ კონტრასტს; და განათების დრამატურგია, რომელიც არა უბრალოდ ანათებს პროდუქტს, არამედ წარმართავს ემოციასა და აღქმას. სწორედ ეს პრინციპებია Mosaics-ის შოურუმის ტრანსფორმაციის საფუძველი – აქ სივრცე გადაიქცა არა უბრალო გამოფენად, არამედ დახვეწილი კონცეფციის მქონე კომერციულ სივრცედ, სადაც ბრენდის იდენტობა, მასალის ხარისხი და არქიტექტურული ხედვა ერთმანეთს ავსებს.
შოურუმში გადაადგილებისას განათება ხდება ვიზიტორის მთავარი მეგზური – ის საშუალებას იძლევა, პროდუქტი აღიქვათ სხვადასხვა პერსპექტივიდან. იქნება ეს კერამიკული ფილა, დიზაინერული რადიატორი, სანიტარული კერამიკა თუ შოურუმში წარმოდგენილი ნებისმიერი სხვა პროდუქტი – თითოეული მათგანი თავის ინდივიდუალურ ხასიათს იძენს.
სტუდია DUE-ს არქიტექტურულმა ხედვამ და გრიგორი სოკოლინსკის ფოტოგრაფიულმა თვალმა შოურუმი ახლებურად წარმოაჩინა, დაგვანახა, რომ ინტერიერის დიზაინი მხოლოდ ფუნქციურობა კი არა, ხელოვნებაცაა – ისეთი, რომელიც პირდაპირ ზემოქმედებს ადამიანის ემოციებსა და შეგრძნებებზე.
არ აქვს მნიშვნელობა, ამჟამად რემონტის პროცესში ხართ თუ მომავალში გეგმავთ. Mosaics-ი გიწვევთ სივრცეში, სადაც იტალიური ტრადიცია და თანამედროვე ესთეტიკა ერთმანეთს ხვდება – ადგილი, რომელიც ფოტოებში მხოლოდ ნაწილობრივ აღიქმება და საკუთარი თვალით აღმოჩენას ითხოვს.
მის: აკ. ბელიაშვილის 68
[პარტნიორის კონტენტი]















