in

როგორ მოვაწყოთ სტუმრის საძინებელი ოთახი? – რამდენიმე სასარგებლო რჩევა

ისეთი სივრცის შექმნა, სადაც სტუმრები თავს ისე გრძნობენ, როგორც საკუთარ სახლში, უფრო მეტს მოითხოვს, ვიდრე სათადარიგო ოთახის მიტოვებული ავეჯით გაწყობა. სწორედ ამიტომ, დღევანდელ სტატიაში ჩვენ შემოგთავაზებთ ხუთ გზას იმისათვის, რომ მოაწყოთ სტუმართმოყვარე, დასასვენებელი ოთახი, რომელიც ძალიან თბილად დახვდება სტუმრებს.

მყუდრო საწოლი

მყუდრო საწოლი აუცილებელია იმისთვის, რომ ჩვენმა სტუმრებმა თავი კომფორტულად იგრძნონ. დამატებითი კომფორტისთვის შეარჩიეთ რბილი ლეიბი, ლეიბის დამცავი, კომფორტული ბალიშები და რა თქმა უნდა, ხარისხიანი და რბილი თეთრეულის ნაკრები, რომელიც ყოველთვის იდეალურად გამოიყურება.

ყურადღებით შეარჩიეთ ტონები

თქვენ მიერ არჩეულმა ნეიტრალურმა ფერებმა შესაძლოა შექმნან მშვიდი გარემო, თუმცა, მსგავსი რამ არ მოხდება, თუკი მყვირალა ფერებს აირჩევთ (ენერგიულ, თამამ ჩრდილებს თავისი ადგილი აქვს, მაგრამ არა ამ ოთახში). დამამშვიდებელი ემოციებისთვის შეარჩიეთ მშვიდი ფერთა პალიტრა, როგორიცაა კრემისებრი ნეიტრალური ან რბილი პასტელი. იმისათვის, რომ ინტერიერი არ გახდეს ძალიან მონოქრომული, დაამატეთ ამავე ტონალობის სხვა ჩრდილებიც.

პატარა დეტალები

კომფორტული დასვენების უზრუნველყოფა ნიშნავს ოთახში პირადი, მოულოდნელი შტრიხების დამატებას. იცით რომელი თქვენი სტუმრის საყვარელი ყვავილი? დადგით ის საწოლის გვერდით. იფიქრეთ წყლით სავსე ბოთლის დადგმაზე, ფუმფულა ჩუსტებსა და სარკეზე, რომელიც ყველა ოთახის განუყოფელი ნაწილია. და მიუხედავად იმისა, რომ ეს შეიძლება უცნაურად მოგეჩვენოთ, აუცილებელია სათავსოების უზრუნველყოფაც (ცარიელი უჯრები, კარადაში დამატებითი საკიდები). სახლის სტუმრებს ეს ყველაფერი აგრძნობინებს, რომ მასპინძლები მათზე გულწრფელად ზრუნავენ.

შეარჩიეთ სწორი განათება

თქვენი სასტუმრო ოთახის შიგნით ოჯახური განწყობის შექმნა ისევე ეხება დეკორაციას და საწოლს, როგორც მის განათებას. მიუხედავად იმისა, გაქვთ თუ არა დიდი ჭაღი, ან  კედელში ინტეგრირებული მოწყობილობები მაღლა, დარწმუნდით, რომ ცენტრალურ გადამრთველს აქვს ჩაბნელების რეჟიმი, რათა მათ, ვინც აქ რჩებიან, შეძლონ სინათლის კონტროლი. საწოლის მაგიდის ნათურები ასევე მნიშვნელოვან დეტალს წარმოადგენს. ეს დიფუზური განათება აძლევს ოთახს რბილ, დამამშვიდებელ სინათლეს, რომელიც იდეალურია ხანგრძლივი მოგზაურობის შემდეგ განტვირთვისთვის.

შავი, თეთრი და მწვანე კარკასი – რა იგულისხმება ამ ტერმინების მიღმა

გემბანის შთაგონებით შექმნილი ხის კაბინა ნორვეგიის სანაპიროზე